newstudio Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "თავისუფალმა დემოკრატებმა" ექსპერტებს პოლიციის დეპოლიტიზაციის პროექტი - "დაცული მოქალაქე - დაცული პოლიციელი" გააცნეს . პროექტი ეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პოლიციის სისტემის სტრუქტურას, ასევე პოლიციის ეთიკის კოდექსსა და საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქციას. როგორც ჟურნალისტებს პროექტის ავტორმა, ლევან იზორია განუცხადა, პოლიციის დეპოლიტიზაციის მიზნით, უნდა მოხდეს შსს-ს რეორგანიზაცია, რათა ჩამოყალიბდეს სამი დეპარტამენტი: პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან ქვესტრუქტურას - საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას მოიცავს, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი და სამაშველო დეპარტამენტი. მისივე თქმით, შსს-ს უნდა აეკრძალოს ოპერატიულ დონეზე პოლიციის საქმიანობაში უშუალო ჩარევა. შსს-ს სისტემას უნდა გამოეყოს უშიშროების სამსახურები და ისინი დამოუკიდებელი დეპარტამენტის სახით უნდა ჩამოყალიბდეს.იზორია მიიჩნევს, რომ პოლიციისა და უშიშროების სამსახურები დღეს არ არიან მმართველი გუნდისგან სათანადოდ დამოუკიდებელნი, რადგან ხელისუფლება მათზე პოლიტიკურ ზემოქმედებას ახორციელებს, ამიტომ, შეუძლებელია მოქალაქისა და თავად პოლიციელის დაცულობის უზრუნველყოფა. პროექტის მნიშვნელობაზე დღევანდელ შეხვედრაზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალსანიამაც ისაუბრა. მისი თქმით, "თავისუფალი დემოკრატებისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში პოლიტიკური გარემო სამი სტრატეგიული მიმართულებით შეიცვალოს, ესენია – საარჩევნო რეფორმა, თავისუფალი მედია და პოლიციის დეპოლიტიზაცია. "პროექტის მიზანია, პოლიცია დაცული იყოს პოლიტიკური დიქტატისგან, რაშიც იმყოფება და იგი ითვალისწინებს დეპოლიტიზაციის სწორედ ისეთ ფორმას, რომელიც ყველაზე მეტად იქნება მისაღები დღევანდელი სამართლადამცავი სისტემისთვის", - აღნიშნა მან."თავისუფალი დემოკრატები" მზად არიან აღნიშნული პროექტი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილონ, რათა პროექტმა საბოლოოდ საპარლამენტო ინიციატივის სახე მიიღოს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ პოლიციის შესახებ ამჟამად მოქმედი კანონი, რომელიც 1993 წელს არის მიღებული, საბჭოთა მილიციის კანონის გადმონაშთია. პოლიციის დეპოლიტიზაციის პროექტს "თავისუფალი დემოკრატები" ორშაბათს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობენ. http://www.interpressnews.ge/ge/politika/157632-qthavisufalma-demokratebmaq-eqspertebs-policiis-depolitizaciis-shesakheb-proeqti-gaacnes.html პ.ს. გასაგებია რომ ხელისუფლება არ გაიზიარებს ამ პროექტს.. მაგრამ მომავლისთვის ვფიქრობ გამოგვადგება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 მაგაზე ტალსტალობიკები იტყვიან რა დროს რეფორმაა მტერი 40 კილომეტრშიაო. თუ გვინდა ქვეყანა ეგ რეფორმა აუცილებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც ორ მნიშვნელოვან ქვესტრუქტურას - საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას მოიცავს, სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტი და სამაშველო დეპარტამენტი. IT აღარ იქნება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 IT აღარ იქნება? თქვენ ყველა მთაბვრობას ესაჭიროებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 თქვენ ყველა მთაბვრობას ესაჭიროებით აღარაა "ახალ" სტრუქტურაში და... :boli: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 newstudioროგორც ჟურნალისტებს პროექტის ავტორმა, ლევან იზორია განუცხადა, ეგ იზორია საკმაოდ ჭკვიანი და ამ საქმეში გამოცდილი კაცია,პოლიციის აკადემიის რექტორი იყო მიშას ხელისუფლების დასაწყისში.თანაც როგორც ვიცი წესიერი.SaturnIT აღარ იქნება? გამოვიყენებ ყოფილ თანაბლოკელებთან კავშირებს და აუცილებლად ჩავასვევინებ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 ძუკუეგ იზორია საკმაოდ ჭკვიანი და ამ საქმეში გამოცდილი კაცია,პოლიციის აკადემიის რექტორი იყო მიშას ხელისუფლების დასაწყისში.თანაც როგორც ვიცი წესიერი ჭკვიანი კაციცაა. ვიცნობ მის მოსაზრებებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით. გამოვიყენებ ყოფილ თანაბლოკელებთან კავშირებს და აუცილებლად ჩავასვევინებგაიხარე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 SaturnIT აღარ იქნება? იქნება იქნება.. ოღონდ ამხელა ხელფასები არაო ტაშიითუ გვინდა ქვეყანა ეგ რეფორმა აუცილებელია.+1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 (edited) ვა სუპერიკაკო გამოჩნდა და რაო,გარემოს გაუმჯობესებიდან ,პოლიციის რეფორმებისკენ გადავდივართო.. :givi: სასტუმრო "თბილისი მარიოტში"ისე ნაცებს რომ ყველაფერს უთვლით,რა ჯდება სუპერიკაკოს ყველა ტინგიცზე მარიოტში შეკრება..?? არ ჯობია სადმე იაფიან საბანკეტო დარბაზში შეიკრიბონ ხოლმე და იმ ფულით ლტოლვილებს,ან ვინმე გაჭირვებულს დაეხმარონ..?? Edited January 27, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 newstudioიქნება იქნება.. ოღონდ ამხელა ხელფასები არაო მაშინ IT აღარ იქნება 2000 ლარზე (-20 % საშემოსავლო) ნორმალურ კაცს ვერ ვშოულობ აზრზე ხარ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 Saturn2000 ლარზე (-20 % საშემოსავლო) ნორმალურ კაცს ვერ ვშოულობ აზრზე ხარ?რა სპეციალობით?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 Saturn რა სპეციალობით?! .NET პროგრამისტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 ჰა, გავეცანით, მოვიწონეთ.. რა ვქნა ახლა??? :user: ვანო ასე მარტივად წავა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 newstudio მაშინ IT აღარ იქნება 2000 ლარზე (-20 % საშემოსავლო) ნორმალურ კაცს ვერ ვშოულობ აზრზე ხარ? ჰა ..რაიოო...სჰენ გინდა ტკვა რომ ადამიანს ვერ სჰოულობ, რომელსაც ნორმალურობაში 1600 ლარს გადაუხდი?? საკმაოდ ნორმალური ადამიანი ვარ :pupuza: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2011 .NET პროგრამისტიFORTRAN77 არ გამოგადგება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.