Jump to content
Planeta.Ge

საამაყო სიღნაღი - ფოტორეპორტაჟი


Recommended Posts

სიღნაღში, ერეკლე მეორეს ქუჩაზე, მეწყერსაშიშ ზონაში 72 ოჯახი ცხოვრობს. აქ ყველა სახლი დაბზარულია, ზოგიერთი ისეა დაზიანებული, რომ საცხოვრებლად საშიშია, ბევრიც დანგრეული და მიტოვებულია. ერეკლე მეორეს ქუჩის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

 

http://ick.ge/ka/photogalleries/4470-2011-01-26-06-19-35.html

 

ფოტოები ლინკზე მითითებულ სტატიაშია...

 

პ.ს. მართლა პატიომკინის სოფლად ვიქეცით რა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. აქ ყველა სახლი დაბზარულია, ზოგიერთი ისეა დაზიანებული, რომ საცხოვრებლად საშიშია, ბევრიც დანგრეული და მიტოვებულია.

 

ტურისტებმა დაანგრიეს ალბათ, რომ მოაწყდა მთელი მსოფლიო სიღნაღში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ტურისტებმა დაანგრიეს ალბათ, რომ მოაწყდა მთელი მსოფლიო სიღნაღში.

როგორც ამბობენ, ჩავარდა სიღნაღის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის გეგმა... ცოტა ხალხი ჩადისო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ამბობენ, ჩავარდა სიღნაღის ტურისტულ ცენტრად გადაქცევის გეგმა... ცოტა ხალხი ჩადისო...

 

 

საქართველოში ნებისმიერი ტურისტული ბიზნეს-ჰგეგმა განწირულია ჩასავარდნად ქვეყანაში და მის გარშემო შექმნილი ამჟამინდელი სიტუაციის გამო. ამას აქვს უამრავი მიზეზი. რომ არა სამთავრობო დავალებები, არცერთი დამოუკიდებელი კომერციული სტრუქტურა ამ სფეროში ფულს არ დააბანდებს საქართველოში შესაძლო რისკებისა და მოსალოდნელი მოგების ელემენტარული ანალიზის გაკეთების შემდეგ.

 

ამაზე უფრო ვრცლადაც შეიძლება საუბარი, რა აზრი აქვს, თორემ კი ბატონო :)

 

ტურიზმი საქართველოში უნდა იყოს, ოღონდ ქვეყნისთვის პრიორიტეტი ვერ გახდება ვერანაირად, სხვა, გაცილებით მეტი პოტენციები გვაქვს, რომლებიც მისახედი და გასავითარებელია, მაგრამ არავის აინტერესებს, მაგალითად სოფლის მეურნეობა, განათლების სფერო, მედიცინა და სხვა.

 

 

რაც შეეხება სიღნაღს, ბევრს მართლა წარმოდგენა არ აქვს, რა დონეზე დედა უტირეს ამ ამრთლაც და ქართულ მარგალიტს და რას დაამსგავსეს საერთოდ. ბავშვობიდან საკმაოდ ახლო შეხება მაქვს ამ ქალაქთან და იმიტომ ვამბობ, ვინც "გარემონტებული" სიღნაღი ნახა პირველად, ამას ვერ გაიგებს ვერასდროს. ჩემი უსაყვარლესი ქალაქი იყო მცხეთასთან ერთად :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

რაც შეეხება სიღნაღს, ბევრს მართლა წარმოდგენა არ აქვს, რა დონეზე დედა უტირეს ამ ამრთლაც და ქართულ მარგალიტს და რას დაამსგავსეს საერთოდ. ბავშვობიდან საკმაოდ ახლო შეხება მაქვს ამ ქალაქთან და იმიტომ ვამბობ, ვინც "გარემონტებული" სიღნაღი ნახა პირველად, ამას ვერ გაიგებს ვერასდროს. ჩემი უსაყვარლესი ქალაქი იყო მცხეთასთან ერთად

იგივე ბედი ელის სვანეთს... აი ბათუმის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა სრული სისულელეა, მარტივი მიზეზის გამო..სატრანსპორტო ცენტრი და პორტია მანდ... შესაბამისად ზღვის დაბინძურება საკმაოდ მაღალია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ როგორ არავის სჭირდება ამ ქვეყანაში ჩემი სპეციალობა რა:(

 

ტურისტული რესურსი არქიტექტურის ტვალსაზრისით ( რაზეც პრეტენზია სიღნაღს ქონდა ვითომ) საქარტველოს არასდროს ექნება -არ არის ისტორიული რესურსი. მტელს მსოფლიოში არის მოფენილი ქალაქი მუზეუმები--ანუ მარტლა ძველი, მარტლა დაკონსერვებული მარტლა ისტორიული ინფრასტრუქტურა-ვისაც ისტორიულ/არქიტექტურული ტურიზმი იზიდავს არ არ ჩამოვა წავა ან კრაკოვში, ან ვილნიუსში, ან ზალცბურგში ან ვენაში, ან ავინიონში და ასე შემდეგ...

 

ერტადერტი რესურსი ამ კუტხიტ იყო ძველი თბილისი -რომელსაც ნუუუუ წკიპზე კიდევ რამე ეშველოს...ვნახოთ ეგების მანამდე რეჟიმი დაამთავროს ვინემ ტეტრცხენზეამხედრებულმა.

 

ერტადერტი რაც შეიძლება გაკეტებულიყო ისევ და ისევ ტურიზმის მხრივ-ტუნდაც სიღნაღში არის ეკოტურიზმი...სხვატაშორის რეალური დასაქმებაც იქნებოდა და პაწაწა ბიძგი სოფლის აღორძინების-მარა ამას მდგრადი ...ვერა რა :018: ვერა.....

 

ხოდა ეხლა სიღნაღი -რომელზეც უფრო მდგრადი და ხასისხიანი ნებისმიერი გოლივუდური დეკორაციაა მგონი მიშიტოსაც აღAრ ახრებს.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

ერტადერტი რესურსი ამ კუტხიტ იყო ძველი თბილისი -რომელსაც ნუუუუ წკიპზე კიდევ რამე ეშველოს.

რა არის იცი?!

 

ჭკვიანი ნაცებთან უბრალოდ ვერ ჩერდება... ხოლო თუ ჩერდება , "ფუჭდება" ასე ვთქვათ, ან ძალიან ქვედა რგოლებში.. რეზულტატიც სახეზეა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეზულტატიც სახეზეა...

რამდენიმეს ჩამოვთვლი იუნესკოს სიდან :

კარნაკის კომპელქსი ეგვიპტე

იცუკუსიმას კომპელსქი იაპონია

ავინიონის კომპლექსი საფრანგეთი

კაუაჩი პერუ

აგრა ინდოეთი

ალგამბრა ესპანათი

საიმპერატორო კომპლექსი პეკინი

და უამრავი სხვა.... ვინც არ იციტ რაზეა ბაასი-სიდიდეს, მნიშვნელობას ხომ ხვდებით...დაგუგლეთ ერტი ფოტო მაინც ნახეთ, ნახეთ..არ უნდა ამას არქიტექტორის ან ისტორიკოსის გაანთლება...და ამ სიაში იყო შე ყვანილი ბაგრატის ტაძარი...ნანგრევი, ნამცეცი ხომ?

და რაქნეს? :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

რაც შეეხება სიღნაღს, ბევრს მართლა წარმოდგენა არ აქვს, რა დონეზე დედა უტირეს ამ ამრთლაც და ქართულ მარგალიტს და რას დაამსგავსეს საერთოდ.

აბა მიშიკომ რომ თქვა,ერთი უსახური ქალაქი იყო და ჩვენ რად გადავაქციეთო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა მიშიკომ რომ თქვა,ერთი უსახური ქალაქი იყო და ჩვენ რად გადავაქციეთო.

 

 

უსახური ქალაქების ნუსხა საკმაოდ გვაქვს საქართველოში, განსაკუთრებით კომუნისტური არქიტექტურით. აი სიღნაღი კი მართლა უნიკალური იყო, მერცხლის ბუდეებივით შეშენებული კლდეებზე, უზომოდ თბილი და მართლა სიყვარულის ქალაქი.

 

უბრალოდ მოუვლელობითა და უყურადღებობით დაზიანებული და მისახედი.

 

 

სიღნაღს ჭირდებოდა რესტავრაცია-აღდგენა და არა ე.წ "რემეიკი". იქვეა ბოდბის მონასტერი, რომლის აღდგენა-რესტავრაციაში, მე რამდენადაც ვიცი, სახელმწიფო არ ჩარეულა, კერძო პირების მიერ იქნა დაფინანსებულ-აღდგენილი და შეადაროს ვინმემ. აი ამას ქვია აღდგენა. ფაქტიურად ყველაფერი განახლებულია. ტაძარიც, ეზოც, გალავანიც, სამრეკლოც, კელიებიც, მიმდებარე ტერიტორიაც, ოღონდ არაფერი სახეცვლილი და შეცვლილი არაა, ანუ აღდგენილია და არა შეცვლილი და გარდაქმნილი

 

 

ეხლანდელი სიღნაღის ნაირი ქლაქები უამრავია სამხრეთ ევროპაში, ოღონდ გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში, აი სიღნაღი რაც იყო, ეგეთი განუმეორებელი, კოლორიტული, ნამდვილად არ იქნებოდა არსად. ხალხი ამერიკიდან სახლდებოდა მანდ და ეხლა ჰკითხოს ვინმემ აბა იმ ამერიკელს, როგორ მოგწონთ აქაურობათქო?!

Edited by Achiko1972
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

აბსოლუტურად გეთანხმებით.უბრალოდ ჩემი პოსტის ბოლოს სმაილის მიწერა დამავიწყდა.

 

ეხლანდელი სიღნაღის ნაირი ქლაქები უამრავია სამხრეთ ევროპაში,

თუ სწორად მივხვდი თქვენ ალბათ მდებარეობას გულისხმობთ,რადგანაც ჩრდილოეთშიც დაბლობ ადგილებშია მსგავსი.

მე მართალია არსად არ ვყოფილვარ,მაგრამ ტელევიზორში ნანახიდან ასე მგონია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

და რაქნეს?

სიღნაღი ქნეს

 

მაგრამ პრობლემა სხვა რამეშიცაა.. კაი ხანია სპეციალისტების დასაბუთებული სტატიებიც არ მინახია ამ თემებზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...