kisa Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 ეს სახელმწიფოა თუ სააკაშვილის შპს?!ავტორი: ნოდარ ჯავახიშვილი 18/01/2011 19:10 djavaxishvili_nodar.jpg კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენს ძვირფას მკითხველს გასული შობა-ახალი წელი და დაპირებისამებრ, მივაწოდო საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების ხარჯვის ჩემეული ანალიზი, რომელშიც, ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ თვალნათლივ დაინახავს ქვეყნისა და ერისადმი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულებას.2010 წლის ბიუჯეტით საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ჯამში 110 მლნ. ლარს (55-55 მლნ. ლარი თვითეულ ფონდში) შეადგენდა, რომელთაგან 9 თვეში გახარჯული იყო 89,6 მლნ. ლარი ანუ დამტკიცებულის 81,4 პროცენტი. აღნიშნული თითქმის 90 მილიონიდან, 19,5 მლნ. ლარი, ანუ ერთ მეხუთედზე მეტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მეშვეობით შავ ხვრელშია გატარებული. ხარჯების ამ ნაწილის თაობაზე გასული წლის ბოლოს მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები ქართულ საზოგადოებას და ამჯერად აღარ შეგაწყენთ თავს გამეორებით. თუმცა, ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართავ საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფს, იქნებ ახლა მაინც ჩათვალონ ყურადღების ღირსად და შეისწავლონ, რაში დაიხარჯა უშიშროების საბჭოს მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში 60 მლნ ლარზე მეტი თანხა და რატომ უმტკიცებს საქართველოს პარლამენტი ჯიუტად ყოველწლიურად და, მათ შორის, 2011 წელს მაქსიმუმ 1.3 მლნ. ლარს ხარჯვის ლიმიტად? ამჯერად შევეცდები მხოლოდ იმ დარჩენილი 70 მლნ ლარის თაობაზე გესაუბროთ, რომელიც გასული წლის 9 თვეში დაიხარჯა.აღნიშნული თანხის 16,4 პროცენტი, ანუ 11,5 მლნ. ლარი გახარჯულია კონცერტებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისათვის, რომელიც ასე აუცილებელია სააკაშვილის რეჟიმის გარეგნული ფასადის შესაქმნელად. მარტო კრის დე ბურგის კონცერტი და მისი პირდაპირი ტელეტრანსლაცია 1.683,0 ათასი ლარი დაუჯდა ამ ორ ფონდს, პლასიდო დომინგოს გალა-კონცერტი – 737,5 ათასი ლარი, ხოლო მაია ქეის შოუ-კონცერტი 371,3 ათასი ლარი დაჯდა. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო,რომ ეს ე.წ. უფასო კონცერტები რეალურად სულაც არ არის უფასო - მათ ხარჯებს ხელისუფლება აფინანსებს ჩვენი, საქართველოს თვითოეული მოქალაქის, სისხლითა და ოფლით შევსებული ბიუჯეტიდან ჩვენს დაუკითხავად და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ათასი უპასუხისმგებლო ახალგაზრდის წუთიერი სიამოვნებისათვის. ჩვენს ძვირფას მკითხველს შევახსენებ, რომ გასულ წელს ავსტრალიის ხელისუფლებამ ქვეყნის ბიუჯეტიდან 5 მლნ დოლარით დააფინანსა ერთ-ერთი შოუ-კონცერტი, რამაც საზოგადოების უდიდესი აღშფოთება და საპროტესტო აქციები გამოიწვია. ეს ხდება სახელმწიფოში, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 80-ჯერ, ხოლო ბიუჯეტი 60-ჯერ აღემატება საქართველოსას, ქვეყანაში, რომელზეც ვიკიპედიაში ვკითხულობთ: „ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების ინდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით“. ამასთან, ავსტრალია ეროვნულ დღესასწაულებსაც საკუთარ ქვეყანაში თავის ხალხთან ერთად ზეიმობს, მაშინ როდესაც სიღატაკის პირზე მდგარი ქვეყანა მისი პრეზიდენტის ფონდიდან 733,0 ათას ლარს იხდის ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოს ოპერის თეატრში საკუთარი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მის მიერვე მოწყობილ ღონისძიებაში. დამეთანხმებით, რომ ეს ნოვატორობის პიკია - წარმომიდგენია საქართველოს დამოუკიდებლობით განპირობებული ნორვეგიელთა ბედნიერი სახეები. თუმცა, რატომ მხოლოდ ნორვეგიაში? პლანეტაზე უამრავი ქვეყანაა და უფრო მეტი, ოსლოზე არანაკლებ ისტორიული და ლამაზი, ქალაქი. ალბათ შორს არ არის ის ბედნიერი დღე, როდესაც მთელი მსოფლიო ქართველი გადასახადის გადამხდელის ხარჯზე იდღესასწაულებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ეხ.... ვასიუკი, ვასიუკი?! 2,2 მლნ. ლარია დახარჯული ანაკლია-განმუხურში ჩატარებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის ბელორუსი ახალგაზრდების - 7 და სომხების - 2 ნაკადის, აგრეთვე მოლდოველი და პოლონელი ახალგაზრდებისა, თუ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის გასართობად. ვფიქრობ, სტუმართმასპინძლობის ტრადიციების შესაბამისად, მინიმუმ ამდენივე ნაკადი ქართველი ახალგაზრდებისა საპასუხო ვიზიტებით უკვე ეწვია ჩამოთვლილ ქვეყნებს, თუმცა ამას ჩვენ გვიმალავენ ისევ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო. 6,3 მლნ. ლარია დახარჯული ტურიზმის განვითარების კუთხით, მათ შორის 1.150,0 ათასი ლარი სარეკლამო რგოლებისა და კლიპების გადასაღებად და 4.194 ,0 ათასი ლარი მათი ადაპტაციისა და მონიტორინგისათვის, რომელთაგან 1.085,0 ათასი ლარი აღნიშნული რგოლების და კლიპების უკრაინის ტელეარხებზე განსათავსებლადაა გაღებული. აი, თურმე რატომ გახდა უკრაინულ ტელეარხებზე ასეთი პოპულარული საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც უკვე, კარგა ხანია, საკუთარ მოქალაქეებსაც უკრაინიდან მოძღვრავს. მეორეს მხრივ, იმდენად მასშტაბური და შედეგიანი აღმოჩნდა ტურისტული ბიზნესის რეკლამირების ეს კლიპომანია, რომ ჩვენს პრეზიდენტს უკვე ყაზახეთის ტურისტული პოტენციალის რეკლამაც დაუწყია და თავისი სარეზერვო ფონდიდან ქ. ასტანას შესახებ მუსიკალური ვიდეო რგოლიც დაუფინასებია, თუმცა, რატომღაც ამ რგოლს ჩვენ არ გვიჩვენებენ - ეტყობა ქართველი ტურისტებისათვის ეს მსოფლიოს უდიდესი საკურორტო ცენტრი ჯერ მიუწვდომელია. პრეზიდენტის ფონდიდან 450,0 ათასი ლარია გადარიცხული საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე მეტად საინტერესო მიზნით: „დაკისრებული ამოცანების ჯეროვანი და შეუფერხებელი შესრულებისათვის“. საინტერესოა, ამ ორგანიზაციისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5,5 მლნ. ლარი სხვა რა მიზნებს ემსახურებოდა? მით უფრო, რომ თანხა გამოყოფილია წლის დასაწყისშივე (24 თებერვალს). ანალოგიური საბაბით 104,0 ათასი ლარი გამოეყო პარლამენტის ანტიკრიზისულ საბჭოს (ასე უფასებს ქვეყნის სასარგებლოდ მუხლჩაუხრელ შრომას ბ-ნ გ. თორთლაძეს მიხეილ სააკაშვილი), საქართველოს საელჩოებს აშშ-ში და გერმანიაში შესაბამისად, 233,6 ათასი ლარი და 34,8 ათასი ლარი. გასული წლის 27 იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტი თავისი სარეზერვო ფონდიდან აფინანსებს გერმანიის საელჩოში შტატგარეშე მუშაკის შრომის ანაზღაურებას, რისთვისაც 9 თვეში 3-ჯერ არის გადარიცხული თანხა საერთო მოცულობით 34,8 ათასი ლარი, საინტერესოა ვინ არის ასეთი პატივით აღჭურვილი ეს პიროვნება და რა დავალებას ასრულებს ასეთს, რომ საელჩოში მისთვის ხელფასის აღება და ამ ხარჯის ბიუჯეტში გათვალისწინება არ შეიძლება? გაუგებარია, რატომ არ შეიძლება სახელმწიფოში წინასწარ დაიგეგმოს და ბიუჯეტით დაფინანსდეს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დამზადება, თუ სახელმწიფო პრემიების ლაურეატებისათვის ფულადი ჯილდოების გაცემა, რაზეც მხოლოდ 9 თვეში 570,8 ათასი ლარი დაიხარჯა სარეზერვო ფონდებიდან, ან რა გადაუდებელი აუცილებლობის საქონლისა თუ მომსახურეობის შეძენა გახდა საჭირო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის, რომ უკვე იანვარში 400 ათასი ლარი გადაერიცხა პრეზიდენტის ფონდიდან, ხოლო აგვისტოში კიდევ 900 ათასი, მაშინ, როდესაც ამ სტრუქტურის წლიური ბიუჯეტი 41 მლნ. ლარია, მათ შორის, საქონლისა და მომსახურეობის მუხლით – 7,5 მლნ. ლარი. ანალოგიურად, რა გაუჭირდა საქართველოს პარლამენტს, რომლის ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება და 2010 წლისათვის 34 მლნ ლარს აღწევდა, რომ მისი არც თუ რიგითი წევრების პეტრე ცისკარიშვილისა (აშშ-ში, კოლუმბია, არუბა) და გიორგი გაბაშვილის (აშშ, დიდი ბრიტანეთი) მივლინებებს, შესაბამისად 24,7 ათასი ლარითა და 35 ათასი ლარით აფინანსებს საქართველოს პრეზიდენტი? მით უმეტეს, რომ საზოგადოებამ არაფერი იცის ასეთი ძვირადღირებული მივლინებების გრანდიოზული შედეგების შესახებ. ალბათ, არუბაში წყდებოდა არამარტო საქართველოს და კავკასიის, არამედ მთელი მსოფლიოს პოლიტიკის, ეკონომიკისა, თუ საზოგადოებრივი ყოფიერების ბედი. ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, ვის ეკუთვნის შ.პ.ს „მონიო“, რა დამსახურებისათვის და რა პირობებით გაიცა მასზე 2.850,0 ათასი ლარის სესხი მისი კუთვნილი საცურაო აუზის რეაბილიტაციისათვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, აგრეთვე რა გადაუდებელი სახელმწიფო აუცილებლობით იყო გამოწვეული 4 შპს-სათვის („მტკვარი“, „კოლხეთი“, „მექანიზატორი“, და „მერკური კაპიტალი“) კაპიტალის გაზრდის მიზნით 2,3 მლნ. ლარის გადარიცხვა. საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საზოგადოების ინტერესების ერთგულება, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომლის წლიური ბიუჯეტი 22 მლნ ლარია, უკვე 6 აპრილს თავისი სარეზერვო ფონდიდან დამატებით გამოუყო 3 მლნ ლარი შეუფერხებელი ფუნქციონირებისათვის, ხოლო მოგვიანებით სამი განკარგულებით 6.250,0 ათასი ლარი მე-3 არხის ფუნქციონირებისათვის, რომელიც ორიოდე გაელვების გარდა თვალით არავის უხილავს და ვინ იცის, როდის გვექნება მისით ტკბობის ბედნიერება. თუმცა, ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი უკვე მოხდა, - ფული დახარჯულია. დაბოლოს, კიდევ ერთი კურიოზი - მთავრობის გასული წლის 18 იანვრის №57 განკარგულებით სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში გამოეყო 449,3 ათასი ლარი მდ. ენგურზე საცალფეხო ხიდის მშენებლობის საპროექტო სამუშაოების მომზადებისათვის(?!) ან ენგური გახდა ნილოსი, ან დევებმა უნდა იარონ ამ საცალფეხო ხიდზე ორი ფეხით. ან სულაც უარესი, - კიდევ ერთი ”ოლვეის ულტრა” გვექნება, ამჯერად ენგურზე. თუ მხოლოდ საპროექტო სამუშაოების მოსამზადებელ ეტაპს ნახევარი მილიონი სჭირდება, რა დაჯდება თავად საპროექტო სამუშაოები, ხიდის აშენებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ? აი, ასე ფლანგავს საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ბიუჯეტს. ქვეყნისა, რომლის მოსახლეობის ერთი მესამედი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და გამოსავალს მხოლოდ სამშობლოდან გადახვეწაში ხედავს და რომლის ბიუჯეტიც მნიშვნელოვანწილად საგადასახადო ტერორით, საპროცესო შეთანხმებითა და სხვა მსგავსი ფორმებით ივსება. http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=390&Itemid=58 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 kisaისევ და ისევ რამდენი ავადმყოფის გადარჩენა შეიძLებოდა ამ კონცერტებში გადაყრილი მილიონებით?>! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 newstudioრამდენი ავადმყოფის გადარჩენა შეიძLებოდა ამ კონცერტებში გადაყრილი მილიონებით?>! მხოლოდ კონცერტებით? იღებენ ვალებს და ფლანგავენ როგორც უნდათ, ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი იქნება ეს ფული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 2010 წლის ბიუჯეტით საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდები ჯამში 110 მლნ. ლარს (55-55 მლნ. ლარი თვითეულ ფონდში) შეადგენდა, რომელთაგან 9 თვეში გახარჯული იყო 89,6 მლნ. ლარი ანუ დამტკიცებულის 81,4 პროცენტი.ბურებს 2 მილიონის გამო აძლევენ 80 000 ჰექტარ მიწას,არადა ამ თანხად რაც ზევიტააა აღნიშნული საქართველოს სოფლის მეურნეობას ნამდვილად დააყენებდა კაცი ფეხზე,ფერმერული მეურნეობები-აუცილებელია საქართველოს გადარჩენისთვის უამრავი ქართველი დაბრუნდებოდა საქ. დევნილებიც მიიღებდნენ მიწებს, ტექნიკას, საწვავს, შხამ ქიმიკატებს, კონსულტაციებსდა აგრარულ განათლებასაც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 გიერთდებით აღშფოთებაში.. :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 (edited) გაუმარჯოს არ არსებულ ქართველ ფერმერებს ძირს მოსალოდნელი ბურების ჩAმოსახლება საქ. ნომერ პირველი საზრუნავი ეს უნდა იყოს,მიწა უნდა ეკუთვნოდეთ საქართველოს მოქალაქეებსდა საერთოდ, საკუთრება უნდა იყოს ჩვენს ხელში და არა ეგ. წოდებული ინვესტორების,ინვესტიცია მე მესმის ისეთ სფეროში სადაც უცხოელი ხდება პარტნიორი იმ ბიზნესის რომელიც საქ. მოქალაქის ხელშია Edited January 26, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2011 შველაა უნდა ამ ქვეყანას შველა...მარა აბა როგორ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 ეს სახელმწიფოა თუ სააკაშვილის შპს?!პარლამენტის შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ~კონსერვატიული პარტიის~ წარმომადგენლის ლაშა ჩხარტიშვილის და ~ხალხის პარტიის~ ერთ-ერთი ლიდერის ალეკო შალამბერიძის ორგანიზებით, პარლამენტის წინ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვების მშობლებმა, მცხეთის უსინათლოთა საზოგადოების წარმომადგენლებმა, დევნილებმა და ~მაუდკამვოლის~ ყოფილმა თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ––– სახელმწიფომ ყოველგვარ ვალდებულებაზე უარი თქვა, გარდა მიშას სურვილების დაკმაყოფილებისა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 ავტორი: ნოდარ ჯავახიშვილიამ ავტორთან არ აქვს დამსწრე საზოგადოებას არავითარი კითხვები წარსულში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 ამ ავტორთან არ აქვს დამსწრე საზოგადოებას არავითარი კითხვები წარსულში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით? მიშას წარსულზე რომ დავსვათ კითხვბი იხარე რა ისეთი პასიხებია. პორნო-ფიდარასტი, კგბ სამსახური და ჰაიდა ჰარალე. ავტორის ვინაობა კი არ გვაინტერესებს დახარჯული თანხების მიზანმიმართულება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 ავტორის ვინაობა კი არ გვაინტერესებს დახარჯული თანხების მიზანმიმართულება. დიახ თანხებზე მოგახსენებდით ზუსტად. ავტორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდში დახარჯული თანხების მიზანმიმართულება არ გაინტერესებთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 ამ ავტორთან არ აქვს დამსწრე საზოგადოებას არავითარი კითხვები წარსულში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?შენ ფიქრობ რომ აქ მყოფი რომელიმე ფორუმელი პროკურატურაში მუშაობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 (edited) ამ ავტორთან არ აქვს დამსწრე საზოგადოებას არავითარი კითხვები წარსულში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით?შენ სააკაშვილტან არ გაქვს არანაირი კითხვები??? ამ კაცმა თუ რამე დააშავა დაიჭირონ... ხომ სამართლიანად Iჭერენ ყველას. ვერარ გავიგე დააშავა და ტავისუფლებაზეა/ ეს როგორ გამორცა ვანოს? ახუეტ რა. ნინო ბურჯანაძე ქვეყნის მოღალატეა და ტავისუფლებაზეა... მორალატეებს რასაც უშვებიან მე კი ვიცი მაგრამ :TAT: Edited March 30, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 Saturnდიახ თანხებზე მოგახსენებდით ზუსტად. ავტორის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის პერიოდში დახარჯული თანხების მიზანმიმართულება არ გაინტერესებთ?დიახ, მაინტერესებს და ის უფრო მაინტერესებს, თუ დამნაშავეა, როგორც შენი პოსტის ინტონაციიდან ჩანს, რატომ არ იჭერენ და არ ასამართლებენ? :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 Saturn დიახ, მაინტერესებს და ის უფრო მაინტერესებს, თუ დამნაშავეა, როგორც შენი პოსტის ინტონაციიდან ჩანს, რატომ არ იჭერენ და არ ასამართლებენ? :TAT: რგორ დაიჭირონ, როდესაც თანხები ამათში გაიყო ისევ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.