Jump to content
Planeta.Ge

არაადამიანური პირობები


Recommended Posts

მოგეხსენებათ აფხაზეთიდან დევნილების ნაწილი "დევნილთა და განსახლების სამინისტროსთან" მართავს საპროტესტო აქციას უკვე 4 თვეა.

 

სამწუხაროდ მათი სიტუაცია დამძიმდა და არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან.

 

ჩვენი როგორც მოქალაქეების ვალია თუ მხარში არ დავუდგებით მინიმუმ დავეხმაროთ, რომ შიმშილით არ დაიხოცნონ.

 

მათ მთავარ გასაჭირს ამ ეტაპზე ელემენტარული სიცოცხლისა და "გადარჩენისთვის" საჭირო პირველადი ნივთების უქონლობა წარმოადგენს.

ახალგაზრდული ინიციატივა "ვეხმარებით დევნილებს" გთხოვთ პირელადი საარსებო საშუალებებით: მატრასები, თბილი საბნები, გადასაფარებლები, ჭიქებით თეფშებითა და რაც მთავარია არა მალ ფუჭებადი საკვები პროდუქტებით: კარტოფილი, მაკარონი, ბრინჯი, ძეხვი და ასე შემდეგ რასაც გაიმეტებთ და ხელი მიგიწვდებათ.

რამოდენიმე მათგანი საჭიროებს საწრაფოდ სამკურნალო საშუალებებს:

1. "ზომეტა" 4მგ. ფლაკონი. საკმაოდ ძვირი პრეპარატია, მაგრამ თუ გაქვთ შესაბამისი თანხა, ან ხელი მიგიწვდებათ რომელიმე აფთიაქის ადმინისტრაციასთან, გთხოვთ მიუტანოთ მათ.

2. ლეტროზოლი 2,5 მგ

3. რაუნატინი

4. დეგსალგონი

5. კეტანოლი

აგრეთვე ნებისმიერი ტკივილის გამაყუჩებელი და წნევის დამწევი პრეპარატი.

გარდა ამისა გასათბობი საშუალებები: შეშა, მინიგაზქურა, ეგრეთწოდებული"კერასინკა"....

გთხოვთ ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები მიუტანოთ პირდაპირ დევნილებს თამარაშვილის ქ. N 15ა ში, სამინისტროს წინ - შესასვლელი ან ყაზბეგის ქუჩიდან, ან თამარაშვილის ქუჩიდან.

თუ ვთქვათ ვერ მოახერხეთ სამინისტროსთან მიტანა ჭავჭავაძის 19 ნომერში, მე - 4 სართულზე , ახალგაზრდა სოციალ დემოკრატების ოფისში , მოიტანეთ რის შემდეგაც მოხდება მისი ტრანსპორტირება ადრესატამდე.

 

ძალიან მძიმე სურათია

მე პირადად გახლდით და ძალიან დავითრგუნე

 

ძირითადად მოხუცები და ინვალიდები არიან

ზამთარში კარავში გათბობისა და საჭმლის გარეშე

 

ეს არაადამიანური პირობებია

არააქვს ამ ეტაპზე მნიშვნელობა ვისი ვალია მათი მოვლა პატრონობა და ვისი არა

ერთი რამ ცალსახაა, ჩვენი ვალია მათი დახმარება

ყოველშემთხვევაში მე ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ

 

თუ ვინმეს გაგიჩნდებათ დახმარების სურვილი მიბრძანდით ზემოთ ხსენებულ მისამართზე ან მომწერეთ პმ და დაგაკვალიანებთ

 

აგრეთვე ვისაც სურვილი აქვს იქნებ ჩვენს თავზე ავიღოთ ამის ორგანიზება.

 

გმადლობთ წინასწარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

chegesto

ამოვწიეთ

ფული ხომ არ შეგვეგროვებია. ვისაც რამდენი შეუძლია?! ზოგმა ლარი დადოს თუნდაც?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...