newstudio Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ზამთრის არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნებული მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი გაკვეთილებზე აღარ დაუშვეს. ”თქვენ სკოლიდან გათავისუფლებულები ხართ”, - იყო დირექტორის მოკლე და კონკრეტული პასუხი. ეს ფაქტი თბილისის 182-ე საჯარო სკოლაში მოხდა. ორი თვეა, ამ სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი მანდატური, 24 წლის სოფო საბულუა დაინიშნა. მან 14 მასწავლებელი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან დაითხოვა. სკოლა ქაოსის პირასაა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ მალე იქ პროცესები უმართავი გახდება. მშობლები და მოსწავლეები გათავისუფლებული მასწავლებლების მხარდასაჭერად სხვადასხვა გზებს მიმართავენ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გროვდება მშობელთა ხელმოწერები, რომელსაც მასწავლებელთა დაბრუნების მოთხოვნით განათლების მინისტრს, ბატონ შაშკინს წარუდგენენ. მაღალი კლასის მოსწავლეები კი მასიურად სკოლის დატოვებას გეგმავენ. ყოველივე ეს სკოლებში დაწყებულ რეფორმას - რუსული ენის საათების შემცირებასა და გაყოფილი კლასების გაერთიანებას მოჰყვა. მასწავლებელთა შემცირება თბილისის სხვა სკოლებშიც მოხდა, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით მტკივნეულად 182-ე საჯარო სკოლაში წარიმართა. ეს სკოლა ვარკეთილის დასახლებაში ყველაზე ძლიერ სკოლად ითვლება. გასული წლის კურსდამთავრებულთაგან ორმა - ოქროს, ხოლო ხუთმა - ვერცხლის მედლები მოიპოვა. მათ ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარეს. ამ სკოლის მოსწავლეებს მრავალჯერ გაუმარჯვებიათ რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში. სკოლა დაჯილდოებულია სხვადასხვა სახის უამრავი დიპლომით. http://www.presage.tv/?m=news&NID=4740 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 უმართავი პროცესები 182 სკოლაშიდღევანდელ საქართველოში ყველა პროცესი მართულია.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ერთი ინფორმაცია მაინც გავრცელდეს ცოტა რომ ხასიათი გამოკეთდეს რა უნდა 24 წლის გოგოს დირექტორად?არ უნდა ამას ექსპერტობა?!პედაგოგი ექიმივით პროფესიაა. ხანგრძლივი წვრთნა უნდა. ახლა მე რომ დავბრუნდე ამ განხრით რაიმე სამუშაოზე, უცებ გამიჭირდება და ამ ღლაპს კი მოკლედ რა ქვეყანა კი არა .... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 გიორგი68დღევანდელ საქართველოში ყველა პროცესი მართულია..კირკიტაძის მიერ? ეტყობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 newstudioკირკიტაძის მიერ? ეტყობა კირკიტაძე რა შუაშია..თვითონ კირკიტაძეც მართულია.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 გიორგი68კირკიტაძე რა შუაშია..თვითონ კირკიტაძეც მართულია.. ახალაიას მიერ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 (edited) newstudioახალაიას მიერ? იკაკოს მიერ.. :givi: ვიხუმრე სერიოზულად არ გაიგო..პროსტო ესეთ კითხვებზე სერიოზულად ვერ გიპასუხე.. :) Edited January 24, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ინგლისში და ამერიკაში არის ერთი პროექტი (სახაელს ვერ ვიხსენებ), სადაც სხვა სპეციალობით უმაღლეს დამთავრებულები სკოლებში მიდიან სამუშაოდ. დაინტერესება რომ იყოს 2 წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაღალ ხელფს უხდიან.ჩეხებს უნდათ ეხლა ამ ამბის შემოღება. მაგრამ.................სანამ სკოლაში სწავლის უფლებას მისცემენ, უნდა გაიარონ სპეციალური პედაგოგიური კურსები.ხომ გესმით ეხლა რაზეა საუბარი ჰა? მანდატურები, ნაგავი, ფიდარასტები ამერიკიდან და ა.შ.აქვთ რამე განათლება თუ არა?არა. ე.ი. ხალხს ვისაც უმაღლესი განათლება აქვს, იმათმა ჯერ კურსები უნდა გაიარონო პედაგოგიურიო. და აქ რა ხდება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ორი თვეა, ამ სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე ყოფილი მანდატური, 24 წლის სოფო საბულუა დაინიშნა. მან 14 მასწავლებელი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, სამსახურიდან დაითხოვა. გალიდან ყოფილა ლტოლვილი, იურიდიული განათლებით. შაშაკოლას შკოლა და ციხე უნდა ერთმანეთს დაამსგავსოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 lasha_aloახლა მე რომ დავბრუნდე ამ განხრით რაიმე სამუშაოზე, უცებ გამიჭირდება და ამ ღლაპს კიშენ გაგიჭირდება, მეც და კიდე ბევრს ალბათ გაუჭირდება, აი მაგას და მისთანებს კი არ გაუჭირდებათ, რადგან ვერამ თუ შეძლო უმნიშვნელოვანესი სფეროს მინისტრობა, სკოლის დირექტორობა რა ბედენაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.