Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჰოლოფონიური ხმა არის სპეციალური, ადამიანის თავის მოდელის საშუალებით ჩაწერილი ხმა, რომელიც ზუსტაი, რეალურთან მაქსიმალურად მიახლოებულა, იმდენად, რომ ტვინი მას აღიქვამს როგორც ნამდვილს.

 

 

თავის მოდელი (მეტსახელად რინგო, რომელიც გამომგონებელმა შეარქვა პირველ ჩამწერ ადამიანის თავ მოდელს) წარმოადგენს ადამიანის თავისა და ყურების მდგომარეობის ზუსტ ანალოგს (ზომებით), ხოლო ყურების ადგილას დამონტაჟებულია მიკროფონები. ჰოლოფონიური ხმა არის ერთარხიანი, განსხვავებით სტერეო და სხვა ხმის ტექნოლოგიებისაგან.

 

ერთადერთი ნაკლი ტექნოლოგიისა არის ის, რომ ჰოლოფონიური ეფექტის მისაღწევად აუცილებლია ხმის ყურსასმენით მოსმენა, რის გამოც ტექნოლოგიამ კომერციული მოგება და ფართო გავრცელება საზოგადოებაში ვერ ჰპოვა.

 

ჰოლოფონიიის გამომგონებელია არგენტინელი (იტალიელი) ჰუგო სუკარელი, რომელმაც გამოგონება 1980 წელს წარადგინა.

 

ამ ტექნოლოგიის საშუალებით ჩაწერილია პინკ ფლოიდისა და როჯერ ვოტერსის ორი ალბომი, გამოყენებული იქნა აგრეთვე პოლ მაკარტნისა და მაიკლ ჯექსონის მიერაც...

 

მაგალითები: (მოუსმინეთ ყურსასმენებით)

http://www.youtube.com/watch?v=ez39Hve1jW8&feature=related

 

პ.ს. სიჩქარის გამო ტექსტი შეიძლება არეული და გაუგებარი იყოს, შენიშვნები მიიღება :) შემდეგ შევეცდები უფრო დალაგებულად ავხსნა

Edited by Jonathan livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

მთლად ვერ გავიგე, ამაზე გაქვს საუბარი?

http://www.naturgarten.com/media/Holophon_alles_IN.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

:givi:

ასეც ვიცოდი, ახლა წავიკითხე და მე თვითონაც ვერ გავიგე ჩემი ნაწერი...

 

 

მოკლედ, ჰოლოფონიური ჩამწერი არის მიკროფონი, რომელიც ჩაწერის დროს მდგომარეობით ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ადამიანის ყურებს.

 

ჰოლოფონიური ხმა არის ერთარხიანი, რითაც განსხვავდება სტერეოსგან, მაგრამ მიუხედავად ამისა გაცილებით უფრო ხარისხიანი და რეალურია. სტერეოსგან განსხვავებით, გაცილებით ადვილია მაგალითად ხმის წყაროს ადგილმდებარეობის დადგენა (უკან, წინ, ზევით, ქვევით და ა.შ)

 

 

ჰოლოფონია არის იგივე ხმის ჰოლოგრამა.

 

ჰოლოფონიურ ხმას ტვინი აღიქვამს როგორც ორიგინალს და შესაბამისი რეაქციებიც გააჩნია...

მაგალითად მოახლოებული მანქანისა და მუხრუჭის ჰოლოფონიური ხმა აიძულებს ადამიანს, რომ გვერდზე გაიწიოს ან გადახტეს. არც სტერეოს და არც სხვა ხმოვან ტექნოლოგიას ეს შედეგი არა აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

ჩაწერის პრინციპი კი გავიგე, მაგრამ აღქმის პრინციპი ვერა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

ასეთი ჩაწერის შედეგად ტვინი აღიქვამს ზუსტად ისე, როგორც ორიგინალს. მარა პრინციპი არც მე არ ვიცი კაცო :givi:

 

ცხოველებს, მაგალითად ძაღლს სჭირდება ყურების დაცქვეტა, რომ ხმის წყარო გაარკვიოს, ირემს, ანტილოპას თავის შემობრუნება, ნიანგი საერთოდ მთლიანად ტანით ბრუნდება, ადამიანს კი 1 ყურითაც კი (ამიტომაა ჩანაწერის ერთარხიანობა საკმარისი), ყოველგვარი დამატებითი ქმედების შედეგად შეუძლია გაარკვიოს წყაროს ადგილმდებარეობა და ეს ყველაფერი ადამიანის ტვინისა და ყურების უნიკალურობაში გამოიხატება. პრინციპი არ ვიცი, ან ინგლისური და ესპანური არ ვიცი მაგდენი რომ ეგენიც ამომეკითხა, ან არ ეწერა პრინციპის აღწერა :)

 

ის ვიცი, რომ არც 5.1 არც 7.1 ხმის სისტემებს იმ ეფექტის ბოლომდე შექმნა არ შეუძლიათ, როგორც ამ მარტივ ჰოლოფონიას.

 

 

 

 

ერთ წიგნს ვკითხულობ და იქ შემხვდა ეს მოვლენა გამომგონებლის მეგობრის (სტანისლავ გროფი) მიერ აღწერილი, საერთოდ აზრზე არ ვიყავი არც მე ამის და ჩავთვალე რომ მეც.განყისთვის საინტერესო თუ არა, რაღაც სიახლე მაინც იქნებოდა. რუსულად ინფო ვერ ვნახე რომ უფრო დაწვრილებით და დაზუსტებით ამეღწერა ჰოლოფონია. არც გერმანულად არაა ვიკიში რომ შენსკენ გადმომემისამართებინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც გერმანულად არაა ვიკიში რომ შენსკენ გადმომემისამართებინა.

გერმანულად ვიპოვე მაგრამ არ წამიკითხავს (ამ დღეებში წავიკითხავ და გაგიზიარებთ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ტექნოლოგია 3დ ფილმებში რომ გამოიყენონ ეფექტს ბევრად გააძლიერებს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...