Saturn Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 დაპირისპირება, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ისტორიულ ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების გამო გაჩნდა, ახალი არ არის. ცნობილია, რომ სამი წლის წინ სწორედ საპატრიარქოს მოთხოვნით შეფერხდა თურქეთის სახელმწიფოსთან კულტურის სამინისტროს მოლაპარაკება ოთხი ქართული ტაძრის რესტავრაციის შესახებ. როცა სახელმწიფომ გადაწყვიტა, არ გაეთვალისწინებინა ეკლესიის მოთხოვნები და მის გარეშე ემოქმედა, საპატრიარქო ღია დაპირისპირებაზე გადავიდა და კამათმა კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოინაცვლა. „საქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია- მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ" - წერია საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერზე გამოქვეყნებულ 18 იანვრის განცხადებაში. გამოდის, რომ საპატრიარქო თავს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების პატრონად მიიჩნევს. დაუჯერებელია, მაგრამ საპატრიარქოში ფიქრობენ, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონკორდატი თურქეთის ტერიტორიაზეც ვრცელდება. ასევე, თვალნათლივ გახდა ცხადი, რომ ეკლესია, რომელმაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე უზარმაზარი კაპიტალი დააგროვა (მატერიალურიც და ხალხის მხარდაჭერაც) პოზიციებს მარტივად არ დათმობს - სახელმწიფოს და იუნესკოს (!) პირდაპირ კარნახობს, რა აღადგინოს, როგორ აწარმოოს მოლაპარაკები და ა. შ. ამასობაში, ქართული ტაძრები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ინგრევა, რაც საპატრიაროში როგორც ჩანს, დიდად არ ანაღვლებთ. მთავარი მათთვის ისაა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მონასტრების აღდგენა მოახერხონ და ძალაუფლება კიდევ უფრო გაიფართოვონ. ისტორიულ ტაო- კლარჯეთში დღეს ქრისტიანი მრევლი არ ცხოვრობს. მონასტერი თურქეთში მხოლოდ ერთ სტრუქტურას, საპატრიაროს გააძლიერებს. უკვე საუკუნეებია, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა პეტრიწონისა და სინას მთის მონასტრები ქართული უმნიშვნელოვანესი კულტურის კერები იყო. თურქეთის მხარე სანაცვლოდ ოთხი მეჩეთის რესტავრაციას მოითხოვს. კლერიკალებისა და ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის აზრით კი, აღდგენილი მეჩეთები ქართულ იდენტობას შეუქმნის საფრთხეს. ისლამის საფრთხე ხომ მშვენიერი საბაბია მოსახლეობის ასაღელვებლად და დასაბნევად. საქართველოს ეკლესიაში ჰგონიათ, რომ ჩვენი კულტურის ძეგლები მხოლოდ მათი საკულტო ნაგებობებია. ბავრი ნაკლებადცნობილი ტაძრის მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამის ყველაზე ნათელი დასტური მაინც ისაა, რაც ბაგრატის თავს ხდება. კულტურის ძეგლების ავთენტურობის შენარჩუნების ამბავი დიდად არც სახელმწიფოს ადარდებს - მაგალითი ისევ ბაგრატის ტაძარია, - აქ საპატრიარქო და სახელმწიფო უნისონში მოქმედებს. პრეზიდენტიც და პატრიარქიც ხშირად იმეორებენ, რომ „ბაგრატის ტაძარი უნდა აღდგეს". როგორ, რის ფასად, ეს, როგორც ჩანს, დიდად არც ერთს არ აღელვებს. საპატრიარქო ცდილობს უხეშად ჩაერიოს არა მხოლოდ სახელმწიფოს კულტურულ პოლიტიკაში, არამედ - სამეცნიერო სფეროშიც. ცნობილია, თუ როგორ მოითხოვდა საპატრიარქოდან მივლენილი ეპისკოპოსი ენათმეცნიერების ინსტიტუტში ქართველი მეცნიერებისგან, უარი ეთქვათ ქართველური ენების შესახებ მთელ მსოფლიოში აღიარებულ თეორიაზე და მხარი დაეჭირათ საპატრიქროსა და პატრიარქის მიერ ლობირებული თეორიისთვის იმის შესახებ, რომ სვანური და მეგრული ენები არ არის. „სხვათა შორის, აკადემიკოს ანდრია აფაქიძისადმი მიძღვნილ მეცნიერებათა აკადემიის სხდომაზე მიტროპოლიტმა თავის გამოსვლაში საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ცოდნა და რწმენა მჭიდროდ უნდა დაუახლოვდეს ერთმანეთს და მეცნიერება ზნეობრივი უნდა გახდეს. ნუთუ ზნეობრიობასა და სიახლოვეში ამგვარ ყურმოჭრილ სამეცნიერო მორჩილებას გულისხმობენ ეკლესიის მესვეურები? თუ არა, მაშინ რა არის ასეთი უხეში ჩარევა სამეცნიერო კამათში, სამეცნიერო არგუმენტაციის მიმართ სრულიად გაუმართლებელი უნდობლობა, საენათმეცნიერო საკითხებით მანიპულირება და ცეცხლთან თამაში ისეთი სათუთი და საფრთხილო კონცეპტებით, როგორიცაა ენის სტატუსი და ენის მიმართ ამ ენის მატარებლის დამოკიდებულება?" წერს ნინო დობორჯგინიძე წერილში „ორიოდ სიტყვა მეცნიერების მართვისა და განკარგვის საფრთხეზე" . მაშინ „ლიბერალისთვის" ვაპირებდი სტატიის დაწერას ამ თემაზე, მაგრამ რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილმა ქართველმა ენათმეცნიერმა უარი მითხრა კომენტარზე. მიზეზი გასაგები უნდა იყოს - საპატრიარქოსთან დაპირისპირებას მოერიდნენ. ერთმა ისიც კი მითხრა - „თუ ფილოლოგიური განათლება გაქვთ, რად გინდათ ჩემი განმარტება, რა, არ იცით, მეგრული და სვანური ენები რომ არის?!" ის, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ, შეიძლება ვიღაცას წარმოუდგენელ მკრეხელობად მოეჩვენოს, ვიღაცას - ეროვნული ინტერესების ღალატად, მაგრამ მაინც დავწერ: 2002 წელს სახელმწიფოსა და საქართველოს საპატრიაროს შორის გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება მრავალ უხერხულობას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს. ხელისუფლება ჯერჯერობით ცდილობს ღიად არ დაუპირისპირდეს ეკლესიას და ამის საფასურად საერთაშორისო საზოგადოების (მაგალითად, აშშ დეპარტამენტის) საყვედურების მოთმენაც უწევს. თუკი ხელისუფლება ეკლესიის მიმართ ერთმნიშვნელოვნად მკაცრად არ იმოქმედებს და დათმობებზე წავა, მაგალითად, ისევ ჩაშლის თურქულ მხარესთან მოლაპარაკებას ან არ მოითხოვს კათოლიკეებისა და სომხებისთვის მათი ისტორიულად კუთვნილი საკლუტო ნაგებობების გადაცემას, საპატრიარქო უფრო გაძლიერებს სახელმწიფოზე ზეწოლას და კიდევ უფრო მეტს მოითხოვს. რა შეიძლება იყოს ეს „უფრო მეტი" ახლა ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ფანტაზიას გასაქანი აქვს და მადაც ჭამაში მოდის. P.S. საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძალაუფლების აქტორის მოქმედება 1987 წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის წმინდანად პომპეზური შერაცხვის შემდეგ დაიწყო. მაშინ მომძლავრებულ ეროვნული მოძრაობას საქართველოს პატრიარქმა შემხვედრი ნაბიჯი შეაგება, რითაც პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ ეკლესია მხოლოდ ერის სულიერ წინამძღვრობაზე არ აცხადებდა პრეტენზიას. არადა, ლიბერალიზმის პირველი მქადაგებელი საქართველოში, ილია ჭავჭავაძე 1877 წელს წერდა: „არ გვაშინებს-მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს" საქართველოს საპატრიარქოს დღევანდელი მოქმედება ამტკიცებს, რომ თუ შესაძლებლობა მიეცემა, - ქართველი სწორედაც რომ ერჩის ადამიანის სინდისს და ამ დროს სულაც არ განიცდის რაიმე უხერხულობას. წყარო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 არ გეწყინოს სატურნ, არ წამიკითხავს რაც შენს პოსტში წერია, მაგრამ ვიცი რაზეცაა მაქ ლაპარაკი.მეც ბევრი მაქვს მაგ თემაზე ნაკამათევი და მოკლედ ვიტყვი, რომ ყველა არგუმენტი, რომელიც კაო-კლარჯეთის დანგრეული ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენის შეფერხებას იწვევს ჩემი აზრით უსაფუძვლოა და არ არის სწორი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 Lo Jankoყველა არგუმენტი, რომელიც კაო-კლარჯეთის დანგრეული ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენის შეფერხებას იწვევს ჩემი აზრით უსაფუძვლოა და არ არის სწორი. გეთანხმები,ოღონდ ისე არ უნდა აღადგინონ როგორც ბაგრატი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ასევე, თვალნათლივ გახდა ცხადი, რომ ეკლესია, რომელმაც უკანასკნელი 20 წლის მანძილზე უზარმაზარი კაპიტალი დააგროვა (მატერიალურიც და ხალხის მხარდაჭერაც) პოზიციებს მარტივად არ დათმობს - სახელმწიფოს და იუნესკოს (!) პირდაპირ კარნახობს, რა აღადგინოს, როგორ აწარმოოს მოლაპარაკები და ა. შ.რა სითავხედეა როგორ ბედავენნნ ამასობაში, ქართული ტაძრები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით - ინგრევა, რაც საპატრიაროში როგორც ჩანს, დიდად არ ანაღვლებთ. მთავარი მათთვის ისაა, რომ თურქეთის ტერიტორიაზე მონასტრების აღდგენა მოახერხონ და ძალაუფლება კიდევ უფრო გაიფართოვონე.ი. აქ რა ხდება, ავტორის თქმით თან არ ანაღვლებთ ტაძრების ნგრევა და თანაც ერთი მიზანი აქვთ იქ მონასტრები აღადგინონ, ვინმემ ზოგადად გაიგო რისი თქმა უნდოდა ამ გენიალური წერილის ავტორს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 .S. საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძალაუფლების აქტორის მოქმედება 1987 წლის 2 აგვისტოს ილია ჭავჭავაძის წმინდანად პომპეზური შერაცხვის შემდეგ დაიწყო. მაშინ მომძლავრებულ ეროვნული მოძრაობას საქართველოს პატრიარქმა შემხვედრი ნაბიჯი შეაგება, რითაც პირდაპირ და ღიად განაცხადა, რომ ეკლესია მხოლოდ ერის სულიერ წინამძღვრობაზე არ აცხადებდა პრეტენზიას. არადა, ლიბერალიზმის პირველი მქადაგებელი საქართველოში, ილია ჭავჭავაძე 1877 წელს წერდა: „არ გვაშინებს-მეთქი ჩვენ ის გარემოება, რომ ჩვენ ძმებს, ოსმალოს საქართველოში მცხოვრებთა, დღეს მაჰმადიანის სარწმუნოება უჭირავთ, ოღონდ მოვიდეს კვლავ ის ბედნიერი დღე, რომ ჩვენ ერთმანეთს კიდევ შევუერთდეთ, ერთმანეთი ვიძმოთ, და ქართველი, ჩვენდა სასიქადულოდ, კვლავ დაუმტკიცებს ქვეყანასა, რომ იგი არ ერჩის ადამიანის სინდისს"ე.ი. ერთგვარი საყვედურია წმინდანად რატომ შერაცხეთ ილია, ის ხომ მუსულმანური აჭარის შემოერთების მომხრე იყოოოო ძალიან სუსტი მტრები ჰყავს ჩვენს ეკლესიას, უსუსური Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ძუკუგეთანხმები,ოღონდ ისე არ უნდა აღადგინონ როგორც ბაგრატი. ეს რათქმაუნდა, სხვამხრივ აღდგენას რა აზრი აქვს.სამწუხაროდ ჩემო ძუკუ, რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ბრენჩი არის ამ გაუგებრობაში ყველაზე აქტიური. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 Lo Jankoსამწუხაროდ ჩემო ძუკუ, რესპუბლიკური პარტიის ბათუმის ბრენჩი არის ამ გაუგებრობაში ყველაზე აქტიურიეხლა ყველაფერში სწორი რომ ვიყოთ მთლად ნორმალური არ იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
axaluxi Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) Siknadmoვინმემ ზოგადად გაიგო რისი თქმა უნდოდა ამ გენიალური წერილის ავტორს?რისი და, ეკლესიას ამუნათებს - "ჯერ კიდევა ტოკამ, შე ლიბერალობის და პროგრესის მტერო?"-ო.კიდე, დარწმუნებული ვარ, მიშაზეცაა დაბოღმილი - "რა გაგიხდა, შეჩემისავ, ამ წვერებიანების ერთხელ და სამუდამოდ ჩარეცხვა და ჩვენი ჭეშმარიტი ლიბერალობის გზაზე შეყენება"-ო. ...ვაფშეტა, ამისთანა იდიოტ(კ)ების ნაTRAKუნებზე ნორმალურ ფორუმზე თემა არ უნდა იხსნებოდს, ან თუ მაინც გაიხსნა, მიკეტვას რაღა უნდა... Edited January 23, 2011 by axaluxi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენასთან დაკავშირებით საპატრიარქო კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს 11:40 24-01-2011 საქართველოს საპატრიარქოს მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი საპატრიარქოს განცხადებას აზუსტებს. საპატრიარქოს მდივანი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" საუბარში ამბობს, რომ საპატრიარქო არ არის თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების აღდგენის წინააღმდეგი, უბრალოდ საპატრიარქო ბალანსის დაცვის მომხრეა. "ფაქტია, რომ საქართველოში ასობით მუსლიმანური სალოცავია და მათ მოქმედებას არავინ კრძალავს. რბილად რომ ვთქვათ, კარგი ჟესტი არ არის თურქეთის მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ კიდევ ერთი ან ოთხი სალოცავი გაახსნევინო და სანაცვლოდაც იმდენივე აღადგინოს თავის ტერიტორიაზე. ამასთან, აღადგინოს არა მონასტერი, როგორც ფუნქციური ობიექტი, არამედ მხოლოდ, როგორც ძეგლი",- ამბობს მამა მიქაელ ბოტკოველი. როგორც ცნობილია ქართულ და თურქულ მხარეებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ, სანაცვლოდ კი, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მეჩეთის აღდგენისა და ერთის აშენების თაობაზე. საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა და გააპროტესტა, რომ საპატრიარქო მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ არის. ბოტკოველის განცხადებით, ქართულ მხარეს ეს შეთანხმება აშკარად ცუდ მდგომარეობაში აგდებს. მისი თქმით, საპატრიარქო ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის დაცვას მოითხოვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თურქული მხარე გაგებით შეხვდება ჩვენს პოზიციას და შემოგვთავაზებენ უფრო პოზიტიური შეთანხმების ფორმულას. ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა შედგეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაზე მყოფი სახელმწიფოების დონეზე", - განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა. მათი პოზიცია გასაგები,რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა თურქეთში მოქმედი ქართული ეკლესიის გახსნა,თუმცა ამ ეტაპზე ეს ძალიან ძნელია და ალბათ აღდგენით უნდა დავკმაყოფილდეთ,ოღონდ როგორც ზემოთ დავწერე ბაგრატივით არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ნორმალურ ფორუმზე თემა არ უნდა იხსნებოდს, ან თუ მაინც გაიხსნა, მიკეტვას რაღა უნდაგენათალე დიმპიტაურიზმში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 24, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ამ წერილის დაწერას ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც გივი შადურის წერილი გამოქვეყნდა, გადავწყვიტე უფრო ვრცელი და ინფორმაციული ჩანაწერი გამომექვეყნებინა. თავდაპირველად ავღნიშნავ, რომ ძალიან რთულია დისკუსიაში შესვლა, როდესაც ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა ოპონენტი პირად შეურაცხყოფაზე გადმოდის. მიუხედავად ამისა ამ შემთხვევაში რაღაც მაინც არ მასვენებს. ჩემი ოპონენტისაგან განსხვავებით, მხოლოდ სამართლებრივ კონტექსტში შევეცდები განვიხილო ის საკითხი რომელიც უკვე რამოდენიმე დღეა საზოგადოების ნაწილის ყურადღების ცენტრში მოექცა და ინტერნეტ სივრცეში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია გამოიწვია. არ შემიძლია არ დავეთანხმო სტატიის ავტორს იმ ნაწილში, როდესაც ახდენს კონკორდატის არსის შეფასებას. ავტორი აღნიშნავს, რომ „საკონსტიტუციო შეთანხმება არეგულირებს ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობისა და თანამშრომლობის საკითხებს და წარმოადგენს ჩარჩო-ხელშეკრულებას. თვით კონკორდატშივეა აღნიშნული, რომ ცალკეული საკითხები ცალკე ხელშეკრულებებით უნდა დარეგულირდეს და შეთანხმების მუხლები მხოლოდ საბაზისო პრინციპებს შეიცავს." ხელშეკრულება, როგორც სამართლებრივი კატეგორია წარმოადგენს ორ ან მეტ პირს შორის შეთანხმებას. ხელშეკრულებით მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ აიღონ ერთმანეთის წინაშე ვალდებულებები და ბუნებრივია ისინი მას სხვას (გარეშე პირებს) ვერ დააკისრებენ. ამავდროულად, როგორც წესი, ერთი მხარის ვალდებულება მეორე მხარის უფლებას წარმოშობს და პირიქით. ცხადია, საკონსტიტუციო ხელშეკრულების, როგორც კერძოსამართლებრივი გარიგების განხილვა შეუძლებელია მისი საართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, ისევე როგორც მას ვერ განვიხილავთ როგორც საერთაშორისო შეთანხმებას. ის განსაკუთრებული ბუნების აქტია. მიუხედავად ამისა, ის წარმოადგენს ნორმატიულ აქტს (იხ. „ნორმატიული აქტების შესახებ" კანონი) და კანონმდებლობის იერარქიაში გვხვდება როგორც კონსტიტუციის შემდეგ მდგომი აქტი (გარდა იმ ნაწილისა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს შეეხება. ამ შემთხვევაში პრიმატი საერთაშორისო ნორმებს აქვს). კონკორდატის განსაკუთრებული ხასიათი იმაში გამოიხატება, რომ ის არამარტო ორ მხარეს აკისრებს ურთიერთვალდებულებებს, არამედ ის, როგორც ნორმატიული აქტი ქცევის ზოგად წესს ადგენს ყველა იმ პირისათვის, რომელიც საქართველოს იურისდიქციაში მოექცევა. (სხვა საკითხია რამდენად შეეხება მისი ყველა დებულება ყველა პირს, ანუ რა შემთხვევებში ვრცელდება მისი ნორმები ამა თუ იმ პირზე, თავად ნორმის ჰიპოთეზის გათვალისწინებით). შესაბამისად, ამავე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულია ეკლესიის ვალდებულება თავისი საქმიანობა წარმართოს კანონიკური სამართლის (შიდა საქმეების წარმოებისას) და საქართველოს კონსტიტუციის, კონკორდატის და ზოგადად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. რომ არა კონკორდატი, ეკლესიის ვალდებულება მისი საქმიანობა წარმართოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან კონკორდატის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ ის განსაზღვრავს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ძირითად პრინციპებს, საკითხთა ნუსხას, რა სფეროებში და რა სახით თანამშრომლობენ ხელშეკრულების მხარეები. ამავდროულად თითოეულ ნორმას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ნორმის განმარტების აუცილებლობის საკითხი მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც ნორმა რამოდენიმე სახის ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როდესაც იურისტები (მე სამწუხაროდ არ ვიცი ბატონი გივის პროფესია) ასეთი საკითხის წინაშე ვდგებით, მივმართავთ ნორმის განმარტების იმ საყოველთაოდ ცნობილ მეთოდებს, რომელიც სამართლის თეორიაში გვხვდება და მას აქტიურად ვიყენებთ პრაქტიკაში. როდესაც ჩემს წერილს ვწერდი (პირველი წერილი) მივიჩნიე, რომ მე-10 მუხლი რაიმე განსაკუთრებულ განმარტებას არ საჭიროებდა (ყოველ შემთხვევაში არ ვფიქრობდი, რომ რომელიმე იურისტი ამ საკითხთან დაკავშირებით შემეკამათებოდა), თუმცა როგორც აღმოჩნდა, თურმე იმ მეთოდების შესახებ უნდა მომეყოლა, რომელიც ნორმის განმარტებისას გამოვიყენე. თუ ბატონი გივი იურისტია, მაშინ მისი წერილი შემიძლია მხოლოდ ბელეტისტრიკას მივაწერო, ხოლო თუ იურისტი არ არის, აქ (ამ წერილში) ნამდვილად გამიჭირდება ნორმის განმარტების ხერხების მიმოხილვა და შესაბამისად მის პასუხსაც ნაკლებ მტკივნეულად აღვიქვამ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ნორმატიულ აქტზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ეწერა ნორმატიული აქტის პროექტში, ან რა მოსაზრებები გამოითქვა დისკუსიისას, არამედ ის, თუ თავად ნორმა რა ფორმულირებით არის წარმოდგენილი, ხოლო მისი განმარტება წარმოადგენს ნორმაშემფარდებლის კომპეტენციას. კარგად მესმის ბატონი გივის სურვილი, კონკორდატის მე-10 მუხლის პირველი პუნქტი განიხილოს სხვა მუხლებთან კონტექსტში და ამგვარად ამტკიცოს ის, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო საპატრიარქოსთან შეეთანხმებინა პოზიცია სხვა სახელმწიფოსთან ზემოხსენებულ საკითხებზე მოლაპარაკების წარმოების შესახებ. საბოლოოდ ჩემი და ბატონი გივის ფაქტებისა და ნორმების შეფასებაში განსხვავებული ხედვები რომ ჩამოვაყალიბოთ, ის ასეთი სახით იქნება წარმოდგენილი. 1. მე ვთვლი, რომ როდესაც საპატრიარქო თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონსატრების მესაკუთრედ აცხადებს თავს, ის შესაძლოა ეყრდნობოდეს მხოლოდ ისტორიულ წარსულს და ეს არ გამომდინარებოს არსებული რეალობიდან. ცალსახაა, რომ ამ ეკლესია-მონასტრების მესაკუთრე თურქეთის სახელმწიფოა. ბატონი გივი კი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს განცხადება ემყარება სწორედ კონკორდატს. მესაკუთრეობის ნაწილში კონკორდატი საპატრიარქოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ეკლესია მონსატრების მესაკუთრედ აცხადებს და არა თურქეთის, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. შესაბამისად ამ ნაწილში ბატონი გივის მოსაზრებას ვერ გავიზიარებ. საპატრიარქოს პოზიცია, რომ ხსენებული ეკლესია-მონასტრების მესაკუთრეა, არ გამომდინარეობს კონკორდატიდან. მიუხედავად იმისა რა მოსაზრება გააჩნია ამ საკითხზე საპატრიარქოს (და ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ ამ ეკლესია მონსატრების მესაკუთრეა) საქართველო მათ მესაკუთრედ თურქეთის სახელმწიფოს განიხილავს. 2. რაც ჩვენს პოზიციებს ერთმანეთისაგან რადიკალურად განასხვავებს, არის ის, რამდენად იყო (ან არის) სახელმწიფოს ვალდებული შეათანხმოს პოზიცია საქართველოს საპატრიარქოსთან თურქეთთან მოლაპარაკების წარმოებისა და პირობების შესახებ. კონკორდატის მე-10 მუხლის თანახმად: „სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის, აგრეთვე საეკლესიო ნივთების დაცვის, მოვლა-პატრონობისა და საკუთრების თაობაზე." მოცემული ნორმა აღწერს ქცევის ზოგად წესს, ყოველგვარი წინაპიროების (ჰიპოთეზის) გარეშე. ნორმის თანახმადსახელმწიფო ვალდებულია: აწარმოოს მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფოებთან, მათ ტერიტორიაზე არსებული ყველა ქართული მართლმადიდებლური ტაძრის, მონასტრის, მათი ნანგრევის, სხვა საეკლესიო ნაგებობის: ა) დაცვის თაობაზე; ბ)მოვლა-პატრონობის თაობაზე; გ)საკუთრების თაობაზე; განსხვავებით მე-9 მუხლისგან (რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლვ კომპეტენციას ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობების ... სათანადო დაცვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით), მე-10 მუხლი ეხება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ქართული მართლმადიდებლური ტაძრებს, მონასტრებს, მათი ნანგრევებს და სხვა საეკლესიო ნაგებობებს და მათ არ მოიხსენიებს იმავე ტერმინოლოგიით (ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე). ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ერთი ნორმა (მე-10 მუხლი) ეხება უცხოეთში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათი ნანგრევებს და სხვა საეკლესიო ნაგებობებს (მიუხედავად მათი ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა), ხოლო მეორე ნორმა (მე-9 მუხლი) ეხება ისტორიულ-კულტურული და არქეოლოგიურ-არქიტექტურული ფასეულობების მქონე საეკლესიო ნაგებობებს. ხსენებული ნორმები (მე-9 და მე-10 მუხლები) ცალ-ცალკე მუხლებად სწორედ იმიტომ არის წარმოდგენილი, რომ მათ განსხვავებული სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირება ევალებათ. საქართველოს კანონმდებლობა, კერძოდ კი, კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ", მის სივრცით იურისდიქციას განსაზღვრავს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიით, რომელიც 1991 წლის 21 დეკემრის მდგომარეობით შემოიფარგლება. შესაბამისად კონკორდატის მე-9 მუხლით გათვალისწინებული სტატუსი მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ძეგლს შეიძლება მიენიჭოს. ამისათვის კი დამატებითი პირობები (ძეგლის ასაკი და ა.შ.) არის საჭირო, რაც კანონით „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ" არის განსაზღვრული. ასევე აბსოლუტურად გაურკვეველია, საპატრიარქოს პოზიცია, თუ რატომ უნდა შეთანხმდეს მასთან საქართველოში მეჩეთის მშენებლობა და მისი საკუთრების საკითხი. ისეთი დებულება, რომელიც თუნდაც არასწორი ინტერპრეტაციის პირობებში იძლეოდეს საშუალებას საპატრიარქოს ასეთი კომპეტენცია მიანიჭოს არც კონკორდატში და არც სხვა საკანონმდებლო აქტში არ გვხვდება. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დავსძენ, რომ სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ გააჩნია, რომ წინასწარ შეათანხმოს პოზიცია საქართველოს საპატრირქოსთან თურქეთის სახელმწიფოსთან გამართული მოლაპარაკებების შესახებ. სხვა საკითხებში ჩემი და ბატონი გივის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. გიორგი მშვენიერაძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.