მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 კირილ და ილია ზდანევიჩები http://s58.radikal.ru/i160/0901/23/f9aa9e4943f6.jpg დიდი ღვაწლი მიუძღვით ნიკო ფიროსმანის სურათების აღმოჩენასა და შეგროვებაში. ეს სურათები უსასყიდლოდ გადასცეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. კირილ ზდანევიჩი - ქართველი ფერმწერი და ხელოვნების მკვლევარი, წარმოშობით პოლონელი, დედით - ქართველი. 1918 წელს მან დაამთავრა პეტროგრადის სამხატვრო აკადემია, დაბრუნდა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში. განიცადა ფორმალიზმის გარკვეული გავლენა. ქმნიდა სურათებს ძველი თბილისის თემებზე, ხატავდა პორტრეტებს, ჟანრულ სცენებს. განსაკუთრებული ინტერესით გადმოსცემდა ქართველი ხალხის ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ნიკო ფიროსმანის სურათების აღმოჩენასა და შეგროვებაში. ეს სურათები ზდანევიჩმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. დაწერა და ქართულ და რუსულ ენებზე გამოაქვეყნა მონოგრაფია ნიკო ფიროსმანაშვილზე. კირილ ზდანევიჩი და მისი ძმა, ილია ზდანევიჩი, კავკასიური ავანგარდისტული მოძრაობის თვალსაჩინო ლიდერები იყვნენ. პეტროგრადის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ილია ზდანევიჩი სათავეში ჩაუდგა ავანგარდისტთა ასოციაციას "41". პროპაგანდას უწევდა ფუტურიზმს. პეტროგრადში ცხოვრების დროს იგი დაუახლოვდა ლარიონოვსა და გონჩაროვას და 1913 წელს დაწერა წიგნი მათი შემოქმედების შესახებ. ილია ზდანევიჩი იყო პოლიგრაფიული დიზაინის ნოვატორი და წიგნის გრაფიკის ოსტატი. 1920 წელს ხელოვნების ახალი მიმდინარეობების უკეთ გასაცნობად იგი საფრანგეთში გაემგზავრა. რომოვთან და გინგერთან ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი "ჩერეზ" ("შემდეგ"), რომელსაც სსრკ-ში მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი რუსი პოეტები და მხატვრები უნდა დაეკავშირებინა ფრანგული ხელოვნების მოღვაწეებთან. დაუახლოვდა დადაისტებსა და სიურრეალისტებს. გატაცებული იყო დეკორატიული ხელოვნებით - მუშაობდა კოკო შანელის ფირმაში, თანამშრომლობდა პიკასოსთან, მატისთან, შაგალთან და სხვ. ავტორია მრავალრიცხოვანი პოეტური თუ პროზაული კრებულებისა. ილუსტრირებული აქვს ჰაუსმანის, ელუარისა და სხვათა წიგნები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.