მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 მიხაი ზიჩი (1827-1906) http://s51.radikal.ru/i134/0901/8a/626752a6b65e.jpg უნგრელი ფერმწერი და გრაფიკოსი. სწავლობდა ბუდაპეშტის უნივერსიტეტში. 1842 წლიდან მეცადინეობს ფერწერაში იტალიელ მხატვარ ი. მარასტონისთან. 1843 წელს გადადის ვენაში, სადაც ფერწერას სწავლობს ვალდმიულერის ხელმძღვანელობით. 1847 წლიდან ცხოვრობს პეტერბურგში. 1858 წელს აირჩიეს პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსად. 1859 წლიდან იყო საიმპერატორო კარის მხატვარი. 1881-82 წლებში ცხოვრობდა კავკასიაში. 1883-1906 წლებში კვლავ საიმპერატორო კარის მხატვარია. დემოკრატი მხატვარი თანაუგრძნობდა უნგრულ რევოლუციას. იზიარებდა უტოპიური სოციალიზმის იდეებს. ჩერნიშევსკის გავლენით მხატვარმა შექმნა რამდენიმე სურათი ("ქუჩაზე მოსეირნე წყვილები", "ვაჭრის ოჯახი" და სხვ). განსაკუთრებით საინტერესოა 80-იან წლებში შექმნილი ეტიუდი "ციმბირის ტყვე", სადაც გამოსახულია ჩერნიშევსკი პატიმრობის დროს. ზიჩის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიული დონე. მისი მნიშვნელოვანი ნამუშევრებია "კუბოს თავის დაჭედვა", "გარდამოხსნა", (ორივე 1845), "კავკასიის სცენები" (ლითოგრაფია, გამოიცა 1852). მხატვარი განსაკუთრებული წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკის დარგში. დაასურათა ი. მადაჩის "ადამიანური ტრაგედია", მ. ლერმონტოვის "დემონი". 1881 წელს ზიჩი თბილისში ჩამოვიდა და მოწინავე ქართული ინტელიგენციის თხოვნით "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციებზე დაიწყო მუშაობა. სულ შექმნა 34 სურათი (შეუკვეთეს 14). "ვეფხისტყაოსნის" საგამომცემლო კომისიამ 27 სურათი შეარჩია. აღნიშნული ნამუშევრები (აჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმში) მხატვარმა ქართველ ხალხს უსასყიდლოდ გადასცა. ზიჩის "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები თავის დროზე დიდი მხატვრული მოვლენა იყო. მიხაი ზიჩმა ქართულ თემაზე შექმნა კიდევ რამდენიმე ტილო: "ქართველი ქალის პორტრეტი", (1874, კერძო კუთვნილება), "იკორთის მონასტერი", (1888, საქართველოში მეორედ ჩამოსვლის დროს) და სხვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.