Jump to content
Planeta.Ge

მარიამ (მარო) თარხნიშვილი (1891-1969)


Recommended Posts

მარიამ (მარო) თარხნიშვილი (1891-1969)

 

http://s45.radikal.ru/i108/0901/1c/670a66c38c65.jpg

 

ქართველი მომღერალი, ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი შემსრულებელი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1956). 1910 წელს გორში დააარსა ქართლ-კახური სიმღერების გუნდი და მისი უცვლელი ლოტბარი იყო. დიდი ამაგი დასდო საქართველოში მხატვრული თვითმოქმედების განვითარებას. თარხნიშვილის გუნდის მდიდარი რეპერტუარიდან აღსანიშნავია სიმღერები: "ჭონა", "ბერიკაცი", "ნამგლური", "გარეკახური საცეკვაო", "მუშური", "თამარ ქალო", "კახური მრავალჟამიერი" და სხვ. თავად მარო თარხნიშვილი გუნდის ფონზე დიდი ოსტატობით ასრულებდა ცალფა შრომის სიმღერებს: ურმულს, ოროველას, აგრეთვე არიას ნ. სულხანიშვილის ოპერა "პატარა კახიდან" - "დაიგვიანეს". თარხნიშვილის გუნდში ბევრი ხალხური მომღერალი აღიზარდა (ვ. ცოფურიშვილი, ლ. ქარუხნიშვილი, გ. ფალავანდიშვილი, თ. იმერლიშვილი და საქართველოს დამსახურებული არტისტი ეკატერინე თარხნიშვილი - მაროს და), ბევრმა საგუნდო ხელოვნება შეისწავლა (გ. ვარდიაშვილი, ვ. კობახიძე, რ. თურქიძე და მაროს ქალიშვილი - თამარ თარხნიშვილი). თავისი კონცერტებით მარო თარხნიშვილი პროპაგანდას უწევდა ქართულ ხალხურ სიმღერას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...