მდა Posted January 19, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2009 მიხეილ (მიქელ) თარხნიშვილი (1897-1958) http://s40.radikal.ru/i088/0901/82/cd0e425db533.jpg ქართველი ფილოლოგი. იკვლევდა ძველ ქართულ, ქრისტიანული აღმოსავლეთისა და ბიზანტიურ ლიტერატურათა საკითხებს. 1913-17 წლებში სწავლობდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა სკოლაში. 1917 წლიდან - გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში. 1931 წელს მღვდლად ეკურთხა. 1935 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, ბელგიასა და გერმანიაში. 1943 წლიდან დამკვიდრდა რომში, სადაც გამოავლინა იტალიურ წიგნსაცავებში დაცული ქართული მასალები. გამოაქვეყნა "ძველი ქართული ჟამის წირვები" (1950), "ქართველთა პეტრიწონის მონასტრის ტიპიკონი" (1954), "იერუსალიმის ეკლესიის დიდი ლექციონარი" (1959) და ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლები ვრცელი გამოკვლევებითა და ლათინური თარგმანებითურთ. 1955 წელს ი. ასფალგთან ერთად გადაამუშავა და გერმანულ ენაზე გამოსცა კ. კეკელიძის "ქართული ლიტერატურის ისტორიის" პირველი ტომი. იმავე წელს გამოაქვეყნა ეგვიპტეში, თებეს ნეკროპოლში აღმოჩენილი ქართული წარწერები, შეადგინა ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და სხვ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.