Anima Libera Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს08:55 20-01-2011ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდან დევნილთა გამოსახლება მიმდინარეობს. სტუდქალაქის პერიმეტრი პოლიციელებით არის გარშემორტყმული და ტერიტორიაზე არავის უშვებენ . რამდენიმე წუთის წინ ადგილზე სატვირთო მანქანით 60-მდე პირი მიიყვანეს, რომლებსაც, სავარაუდოდ, დევნილთა ნივთების გამოსატანად დაიხმარენ. "კონსერვატორების" წევრებმა, ლაშა ჩხარტიშვილმა და ალეკო შლამბერიძემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ ეს ადამიანები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები არიან. დევნილთა გამოსახლების პროცესს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამი წარმომადგენელი ადევნებს თვალს. დევნილთა თქმით, სტუდქალაქში პოლიციელები დილის 07:00 საათზე მივიდნენ. დევნილები, რომელთა დიდმა ნაწილმა 2008 წლის ომის შედეგად დატოვა სახლები, სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე სამ შენობაში ცხოვრობენ. თუმცა, ამ დროისთვის გამოსახლება მხოლოდ ერთი შენობიდან მიმდინარეობს. დევნილებმა შეტყობინება, რომ შენობა 24 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ, წუხელ მიიღეს. მათ, სავარაუდოდ, სამეგრელოს რეგიონში, სოფელ ფოცხო-ეწერში უპირებენ განთავსებას.http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/156966-bagebshi-mdebare-studqalaqis-erth-erthi-shenobidan-devniltha-gamosakhleba-mimdinareobs.html დევნილებს საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდანაც ასახლებენ09:31 20-01-2011დევნილთა გამოსახლება ორხევის დასახლებაში მდებარე საბაჟო დეპარტამენტის ყოფილი შენობიდანაც მიმდინარეობს .როგორც ცხინვალის რაიონის სოფელ ქემერთადან ერთ-ერთმა დევნილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ფართის დაშლის შესახებ გაფრთხილება წუხელ მიიღეს."წუხელ მოვიდა პოლიცია და მოგვიტანა გაფრთხილება, თუმცა ამ გარფთხილებაში არანაირი თარიღი და დრო არ არის მითითებული. ჩვენს ბარგს უკვე მანქანებში ალაგებენ, მაგრამ არ გვეუბნებიან, სად მივყავართ. ჩვენ არც კომპენსაცია მიგვიღია და არ ვიცი, სად უნდა შევაფაროთ თავი", - განაცხადა ქემერთადან დევნილმა.მისივე თქმით, აქ მცხოვრები დევნილების უმეტესობას რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კომპენსაციები არ მიუღია და აქვთ დოკუმენტები, რომლებშიც წერია, რომ კომპენსაციების მიღებამდე მათი გასახლება არ მოხდებოდა. დევნილთა გამოსახლება დილიდან მიმდინარეობნს ბაგებში მდებარე სტუდქალაქის ერთ-ერთი შენობიდანაც. არსებული ინფორმაციით, დღეისთვის სულ 1400-მდე დევნილის გასახლება იგეგმება. მათ, სავარაუდოდ, სამეგრელოს რეგიონში გადაიყვანენ. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/156968-devniltha-gamosakhleba-sabazho-departamentis-yofili-shenobidanac-mimdinareobs.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 რომელთა დიდმა ნაწილმა 2008 წლის ომის შედეგად დატოვა სახლები, ოსეთიდან წამოსულებს სამეგრელოში დურთავენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ეს 24 საატში გამოსახლება რა პონტია? დამსჯელი ოპერაციაა, თუ რა? სტალინი გაცოცხლდა "წუხელ მოვიდა პოლიცია და მოგვიტანა გაფრთხილება, თუმცა ამ გარფთხილებაში არანაირი თარიღი და დრო არ არის მითითებული. ჩვენს ბარგს უკვე მანქანებში ალაგებენ, მაგრამ არ გვეუბნებიან, სად მივყავართ. ჩვენ არც კომპენსაცია მიგვიღია და არ ვიცი, სად უნდა შევაფაროთ თავი" ეს რა არის ხალხო, გავგიჟდიიიიიიი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 kisaგავგიჟდიიიიიიი! კაი რა ....მეტის ღირსები არიან...ეგ მასაა ხელისუფლების საYრდენი ხოდა ყრდნონ ეხლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ჩემი სამსახურიდან დღეს დილის 7 საათზე წავიდნენ ადვოკატები რათა გამოსახლების პროცესს დასწრებოდნენ,მე მგონი მესამე მასივში.ამჯერად პროცედურები დაიცვეს და ეს ხალხი კარგა ხნით ადრე იყო გაფრთხილებილი. რამდენად სამართლიანი ეს ყველაფერი ძნელი სათქმელია,რადგან მათ შორის კომპენსაცია ბევრს არ მიუღია,თუმცა არიან ისეთებიც,რომლებსაც აქვთ მიღებული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 [ინტერპრესნიუსი] სტუდქალაქის შესასვლელთან პოლიციელებსა და დევნილებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა . ხმაური ამ წუთებშიც გრძელდება. პოლიციელებმა დევნილებს წინააღმდეგობა გაუწიეს და არ მისცეს შესაძლებლობა, სტუდქალაქის ტერიტორიაზე საიდანაც დევნილების გამოსახლების პროცესი მიმდინარეობს, შესულიყვნენ.დევნილები მოსული არიან სხვადასხვა კომპაქტური ჩასახლების ობიექტებიდან. ესენი არიან იმ დევნილების ნათესავები, რომელთა გამოსახლებაც მიმდინარეობს. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა შეხლა-შემოხლა პოლიციელებსა და დევნილებს შორის. დევნილებმა ჯებირიც კი მოხსნეს, რომლითაც აქვთ შემოღობილი ტერიტორია პოლიციელებს. თუმცა პოლიციელებმა დაიკავეს ტერიტორია და არ მისცეს დევნილებს შესვლის უფლება. დევნილებს მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსები, რომლებიც იქ იმყოფებიან: კახა კუკავა, ლაშა ჩხარტიშვილი, ალეკო შალამბერიძე, ცოტა ხნის წინ მივიდა ეკა ბესელია. ერთ-ერთ დევნილს, რომელიც ამ შეხლა-შემოხლისას შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება http://www.presage.tv/?m=news&NID=4540 პ.ს. მარა როგორ არ ვთქვა... ხუთიანს რო ხაზავდნენ მაშინ არ ფიქრობდნენ?! თან აფრთხილდებდა ხალხი, რაც ელოდათ... http://a.pix.ge/n/o76n2.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 მარა როგორ არ ვთქვა... ხუთიანს რო ხაზავდნენ მაშინ არ ფიქრობდნენ?! თან აფრთხილდებდა ხალხი, რაც ელოდათ...ეგაა+ მაქედან 90% არის ბინით უზრუნველყოფილი. ეხლა წერა მეზარება -ერტი დევნილი მაინც ტუ გყავთ გარშემო ყველას გეცოდინებათ ლტოლვილური ბიზნესები.... ასე რომ მუხტისთვის ეს ტემა არ გამოდგება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 20, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 newstudioპ.ს. მარა როგორ არ ვთქვა... ხუთიანს რო ხაზავდნენ მაშინ არ ფიქრობდნენ?! თან აფრთხილდებდა ხალხი, რაც ელოდათ... არ ფიქრობდნენ, იმიტომ ყველას ფეხებზე ჰკიდია ეგ ხალხი და მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობს.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 T_A_Tეგაა+ მაქედან 90% არის ბინით უზრუნველყოფილი. ეხლა წერა მეზარება -ერტი დევნილი მაინც ტუ გყავთ გარშემო ყველას გეცოდინებათ ლტოლვილური ბიზნესები.... ასე რომ მუხტისთვის ეს ტემა არ გამოდგება მემყავს დეიდა და ბიძა გაგრიდან დევნილი78 და 75 წლისბიძა აეის სრული ინვალიდი, დიაბეტი, 2 ჯერ ინფარქტი, ინსულტის მერე ვეღარც დადის და ვერაც მეტყველებს ესენი რომ გაყარონ სადმე სოფელში მოკვდებიან ყველას არ მიუცია ხმა ნაცებისთვის - რა დააშავეს?ჯერ ძლივს გადაურჩნენ აფხაზებს, გაგრის დაცემის შემდეგ მეათე დრეს გაიყვანეს საკუთარმა აფხაზმა მეზობლებმა არ მესმის მე ესეთი მიდგომაერთი წამით წარმოიდგინეთ რომ 24 საათში გასახლებენ სადმე, საშინელებაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 T_A_TJonathan livingstonkisaროგორ მოგწონთ?http://a.pix.ge/o/6e3wo.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ასე ეს ხელისუფლება საბოლოოდ ამბობს უარს აფხაზეთსა და ცხინვალზე////// გული მერევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 kisaვისაც ეხლა ასახლებენ,მათ ეს ფართები 2008 წლის შემდეგ აქვთ დაკავებული,უფრო სწორედ ნაწილი შეასახლა ხელისუფლებამ,ნაწილი კი თვითონ შევიდა.ჩემი ცოლი მუშაობდა ფსიქოლოგად 2008 წლის ომის შემდეგ თვეებში დევნილებთან,რომლებიც ვაკეში რომ მელიორაციის ინსტიტუტის შენობაა იქ იყვნენ შესახლებულები.როგორც კი ისინი იქ შევიდნენ ვაკის სტუდქალაქიდან გაურკვეველი წარმოშობის დევნილთა ჯგუფი(ძირითადად სვანები)შეიჭრნენ და ოთახების ნახევარს ბოქლომები დაადეს და იქ არც ცხოვრობდნენ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 newstudioმე არ მომწონს ტუნისი და სწორედ ამიტომ არ მესმის რატომ აკეტებენ ამას machkatelaასე ეს ხელისუფლება საბოლოოდ ამბობს უარს აფხაზეთსა და ცხინვალზე////// გული მერევა + აღარ დამრჩა - გეთანხმები, არც ერთ ჭკუადმყოფელს არ მოუნდება საქართველოში ცხოვრება როდესაც საკუთარ მოსახლეობას ესე ექცევიან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 (edited) 10 დევნილი, მათ შორის 4 ქალი დააკავესო http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shemthkhveva/961-devnilebi-gasakhlebasthan-erthad-daaakaves-kidec.html Edited January 20, 2011 by Achiko1972 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2011 ძუკუვისაც ეხლა ასახლებენ,მათ ეს ფართები 2008 წლის შემდეგ აქვთ დაკავებული,უფრო სწორედ ნაწილი შეასახლა ხელისუფლებამ,ნაწილი კი თვითონ შევიდა.ჩემი ცოლი მუშაობდა ფსიქოლოგად 2008 წლის ომის შემდეგ თვეებში დევნილებთან,რომლებიც ვაკეში რომ მელიორაციის ინსტიტუტის შენობაა იქ იყვნენ შესახლებულები.როგორც კი ისინი იქ შევიდნენ ვაკის სტუდქალაქიდან გაურკვეველი წარმოშობის დევნილთა ჯგუფი(ძირითადად სვანები)შეიჭრნენ და ოთახების ნახევარს ბოქლომები დაადეს და იქ არც ცხოვრობდნენ..ვიცი, ბატონო ძუკუმაშინ გარკვევით თქვან რას აკეთებენ და ვის სად ასახლებენ?მეტი რა საქმე აქ დევნილების სამინისტროს?აღრიცხულია ყველა მანდ ვინ სად და როდისაა ჩასახლებული მამაჩემმა იცოდა თქმა - კარგი პატრონი ძაღლს არ გააგდებს გარედ ზამთარში რა დახვდებათ ეხლა მაგათ იქ სადაც მიათრევენ?ეავიცი მე ვერ ვიგებ როგორ შეიძლება 24 საატში ხალხის გაყრა სტალინური ეშელონების სასოციაცია მაქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.