xrova Posted January 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2011 (edited) გოგა ხაჩიძემ წერა დაიწყო პირის გაუღებლად თუ დაამთქნარებ, თვალები ცრემლით აგევსება…თუ “კანონზომიერებას” წარსულში კი არ უკეთებ ანალიზს, არამედ აწმყოში აღიქვამ, მაშინ შენ შეიძლება რაღაცნაირად ან უბრალოდ დაემორჩილო “კანონზომიერების” ძალას და მისი შექმნის თანამონაწილე გახდე…ადრე სხვა გვარები იყავით. მერე თქვენმა შორეულმა წინაპარმა ბატონი მოკლა, გაიქცა და გვარი გადაიკეთა… ალბათ უფრო პირიქით, ჯერ გვარს გადაიკეთებდა და მერე გაიქცეოდა, რადგან ამ გაქცეული კაცისთვის გზაში, შემთხვევით ვინმეს გვარი რომ ეკითხა, პასუხი ხომ უნდა ჰქონოდა მზად…ოოო ღმერთებო!… ძირითადად ქრისტევ!… ნუთუ აირზენას პილოტებს თვითმფრინავის “ტორპედოზე” ხატები აქვთ გაკრული?…ის, რომ თქვენი შორეული მკვლელი-წინაპარი კაცი იყო და არა ქალი, იმით მტკიცდება, რომ “დარიკო”-მდე ბატონებს ძირითადად კაცები კლავდნენ. ეგ ამბავი კი მანამდე მოხდა… არა და რომ დაეჭრა შეიძლება გაქცევა აღარ დაჭირვებოდა, ან გვარის გადაკეთება… ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთს მაინც გადარჩებოდა…საცობში ან შუქნიშანთან, რით შეიძლება გაირთო თავი?… -თუ გარშემო მყოფი რომელიმე ან რამოდენიმე ავტომობილის “პავაროტნიკი” შენს მანქანაში ჩართული მუსიკის რიტმს არ აჯდება და თან ის არ გაინტერესებს ბოლომდე დააჯდება თუ ნელ-ნელა აცდება, მაშინ თითქმის არაფრით…მოკვლა, გადაკეთება და გაქცევა გარკვეული სამოქმედო ჯაჭვი და სოციალურ-ეკონომიკური მამოძრავებელი ძალაც კი იყო შორეულ საქართველოში. განვიხილოთ რამოდენიმე მარტივი ვარიაცია: თუ ბატონს არ მოკლავდი, გვარის გადაკეთებას და გაქცევას აზრი არ ქონდა; თუ ბატონს მოკლავდი და გვარის გადაუკეთებლად გაიქცეოდი, ზუსტად ვერც კი ვხვდები რა მოხდებოდა; თუ ბატონს მოკლავდი, გვარს გადაიკეთებდი და არ გაიქცეოდი, მაშინ მეზობლები “უტვინოს” დაგიძახებდნენ და მართლებიც იქნებოდნენ…კარგია, არაბუნებრივად ძლიერი სმენა თუ გაქვს და ყველაფერი გესმის, თუმცა იმდენ უხერხულ ხმას გაიგონებ…ვინმემ დაასაფლავა მამა ოვერ-დრაფტით?…აი, ჩემი წინაპარი პირიქით, ბატონმა მოკლა… მერე არც გვარი გადაიკეთა და არც გაიქცა, იმიტომ რომ ბატონი იყო… ისე, უბრალოდ, მოკლა და გააგრძელა ცხოვრება… მე ასეთი ისტორია უფრო მომწონს ჩემთვის…დამჭერით ვინმემ ქალის გულისთვის!…თბილისში ერთი რესტორანი ვერ გაკეთდა, სადაც სამზარეულო დარბაზის ცენტრში იქნება, პოლიციასავით გამჭვირვალე და იქ შემსვლელები კარგად დავაკვირდებით, ვინ და როგორ ამზადებს ჩვენს შეკვეთას. სანამ ეს არ მოხდება, ყოველთვის მექნება ეჭვი, რომ “უსუფთავესი” მზარეულიც კი ერთხელ მაინც იფხანს… …მინიმუმ თავს.დღეს “ბატონის მოკვლის” მნიშვნელოვანი ფუნქცია საჯარო რეესტრს აქვს აღებული. მართალია გაქცევას აზრი არა აქვს, თუმცა გვარის გადაკეთება მარტივად და რაც მთავარია უსისხლოდ კეთდება…დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანის, ერთდროულად დასამონებელი იარაღის გამოყენებაზე, რომელი ჭკვიანი იტყოდა უარს?…-გამარჯობა შენი…-გაგიმარჯოს…-შემთხვევით, ჩემსავით ბატონი ხომ არ მოგიკლავს და სხვაგან ხომ არ გარბიხარ?… რა გვარის ხარ?..-გვარი ჯერ არ მომიფიქრებია…-”ჯერარაშვილი” იყავი, მოგწონს?…-კარგია, მადლობა…-აბა ჰე! გავიქეცი სხვაგან… ღმერთმა სიკეთე მოგცეს…თუ საქართველოს საზღვარზე ჩამომართმევენ: სიყვარულს, პასუხისმგებლობას, პატრიოტიზმს, თანაგრძნობას და კიდევ რაღაც-რაღაცეებს, თავისუფალი ადამიანი დავტოვებ ქვეყანას… ცუდი საზღვარი გვაქვს, თითქმის ყველაფრის გატანაა შესაძლებელი…10 მანეთად კი იხდის კიკუ, მაგრამ 20 მანეთად იცმევს… გამოქვეყნების უფლება თავად გოგა ხაჩიძისგან გვაქვს მოპოვებული წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3344 Edited January 18, 2011 by xrova Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 18, 2011 პირის გაუღებლად თუ დაამთქნარებ, თვალები ცრემლით აგევსება…თუ “კანონზომიერებას” წარსულში კი არ უკეთებ ანალიზს, არამედ აწმყოში აღიქვამ, მაშინ შენ შეიძლება რაღაცნაირად ან უბრალოდ დაემორჩილო “კანონზომიერების” ძალას და მისი შექმნის თანამონაწილე გახდე…ადრე სხვა გვარები იყავით. მერე თქვენმა შორეულმა წინაპარმა ბატონი მოკლა, გაიქცა და გვარი გადაიკეთა… ალბათ უფრო პირიქით, ჯერ გვარს გადაიკეთებდა და მერე გაიქცეოდა, რადგან ამ გაქცეული კაცისთვის გზაში, შემთხვევით ვინმეს გვარი რომ ეკითხა, პასუხი ხომ უნდა ჰქონოდა მზად…ოოო ღმერთებო!… ძირითადად ქრისტევ!… ნუთუ აირზენას პილოტებს თვითმფრინავის “ტორპედოზე” ხატები აქვთ გაკრული?…ის, რომ თქვენი შორეული მკვლელი-წინაპარი კაცი იყო და არა ქალი, იმით მტკიცდება, რომ “დარიკო”-მდე ბატონებს ძირითადად კაცები კლავდნენ. ეგ ამბავი კი მანამდე მოხდა… არა და რომ დაეჭრა შეიძლება გაქცევა აღარ დაჭირვებოდა, ან გვარის გადაკეთება… ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთს მაინც გადარჩებოდა… Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 ვინ იცის იქნებ წიგნსაც გამოსცემს მალე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 მძიმე შემთხვევაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 გოგა ხაჩიძე მინისტრი, მუსიკოსი და უკვე მწერალიც სამი სათაური რად უნდა. გამყრელიძეც გვეყოფა: ექიმი, მეწარმე, ლიდერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted January 19, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 მისი კიდევ ერთი შედევრი ! http://www.ireporter.ge/?p=3378 :TAT: :TAT: :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 მალე ბიჭოლაც დაიწყებს წერას, წერაობიდან დაღლილი ჰოდა მომავალ თაობას კლასიკოსები ხო ჭირდება არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 MOXUCIმალე ბიჭოლაც დაიწყებს ძველი ანდაზაა: უძაღლო ქვეყანაში კატები ჰყეფენო. ასეა ჩვენი საქმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 19, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 19, 2011 ძველი ანდაზაა: უძაღლო ქვეყანაში კატები ჰყეფენო. ასეა ჩვენი საქმეარა ეგ ანდაზა მოძველდა თანამედროვე ანდაზა:ძაღლურ ქვეყანაში პიდარასტებს აყეფებდნენო აი შესაბამისი ანდაზა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.