Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ევროპის ცხრა ქვეყნის ლიდერები ლონდონში ჩრდილოეთის მინი-ნატოს შექმნის შესახებ იმსჯელებენ . ინფორმაციას ამის შესახებ ინტერნეტპორტალი "ნიუსრუ" ავრცელებს.

ინტერნეტგამოცემის ცნობით, დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის პირველი პირები 19-20 იანვარს ლონდონში შეიკრიბებიან და ჩრდილოევროპულ სამიტზე თანამშრომლობის გაღრმავებას, ჩრდილოეთის მინი-ნატოს შექმნის იდეას განიხილავენ.

სკანდალური Wikileaks-ის მასალის თანახმად, ნორვეგიაში აშშ-ს ყოფილი ელჩი მსგავს პროექტს "პოლარული დათვებისა და რუსებისთვის ყურადღების მისაქცევად" სასარგებლოდ მიიჩნევს.

მოსალოდნელია, რომ მინი-ნატოს შექმნის იდეას სამიტის მონაწილე ქვეყნების ლიდერებს დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კემერონი შესთავაზებს. ახალი სამხედრო ალიანსის შექმნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება აპრილში, ჰელსინკში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება მიღებული.

სკანდინავიაში გაერთიანებაზე დიდი ხანია ფიქრობენ. United Nordic Federation-ის შექმნის იდეა ცნობილ შვედ ისტორიკოსს, პროფესორ გუნარ ვეტებერგს ეკუთვნის. 2009 წელს მან წიგნი გამოსცა, სადაც ახსნილია, რომ ახალი გაერთიანება შესაძლოა, შვეიცარიის სკანდინავიური ანალოგი ან სკანდინავიური შეერთებული შტატები გახდეს: ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებით, ფედერალურ ორგანოებში სახელმწიფო სუვერენიტეტის ხაზგასმით, საერთო საგარეო, თავდაცვითი და ეკონომიკური პოლიტიკით.

წიგნი ნორდული საბჭოს ოფიციალურ დოკუმენტად აღიარეს _ საბჭო რელიგიურ-პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანოა ყველა ნორდული სახელმწიფოსა და კუნძულისთვის.

http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/156823-ckhra-qveynis-liderebi-londonshi-mini-natos-sheqmnis-shesakheb-imsjeleben.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინი ნატო აქაც არ მიგვიღებენ

United Nordic Federation

და რატომ უნდა მიგვიღონ? ტერიტორიულად აშკარად სხვა ადგილასაა საქართველო. აი United Southern Federation თუ შეიქმნება, აი მანდ მიღებაზე უნდა ვიჩალიჩოთ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ უნდა მიგვიღონ? ტერიტორიულად აშკარად სხვა ადგილასაა საქართველო. აი United Southern Federation თუ შეიქმნება, აი მანდ მიღებაზე უნდა ვიჩალიჩოთ :givi:

:)

 

გააჩნია სად არის ათვლის წრეტილი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ევროპის ცხრა ქვეყნის
დიდი ბრიტანეთის, ისლანდიის, შვედეთის, ფინეთის, ნორვეგიის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის

მე–9 საქართველოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

და რატომ უნდა მიგვიღონ? ტერიტორიულად აშკარად სხვა ადგილასაა საქართველო. აი United Southern Federation თუ შეიქმნება, აი მანდ მიღებაზე უნდა ვიჩალიჩოთ

მერე, მაქ მიღებაზე უარს არც არავინ გვეტყვის

2 ვარიანტი გვაქვს

1. შევუერთდეთ ირანის, სომხეთის და ქე იცით ვის ალიანსს

2. შევუერთდეთ თურქეთის, აზერისტანის და ამათთან შEსაძლებელია ერაყიც და თურქმენბაშიც გაერთიანდეს, ალიანსს

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...