Jump to content
Planeta.Ge

აფხაზებს არანაირი საუბარი არ სურთ


Recommended Posts

აფხაზეთში სკეპტიკურად არიან განწყობილნი ევროკავშირის მიერ შემუშავებული ფორმულისადმი - "ურთიერთობა აღიარების გარეშე" . განცხადება ამის შესახებ არაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

"ჩვენ ამ ფორმულას სკეპტიკურად ვუყურებთ, რადგან მასში ვერაფერ კონკრეტულ შემადგენელს ვერ ვხედავთ. ჩვენ მზად ვართ ევროპასთან სათანმშრომლოდ, თუ ამ თანამშრომლობას საქართველოს გავლით არ მოგვახვევენ თავს. ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობას საქართველოს მეშვეობით არ დავამყარებთ", _ განაცხადა ღვინჯიამ აფხაზური ტელევიზიის ეთერში გამოსვლისას.

მისივე აზრით, ევროპა თანდათან დაიწყებს აფხაზეთთან ცივილურ დიალოგს, დასავლეთიც ერთ დღეს შეიცვლის დამოკიდებულებას აფხაზეთის აღიარებასთან დაკავშირებით.

"აფხაზეთის აღიარების რაიმე სიგნალი ევროპიდან არ მიგვიღია, მაგრამ ასე მუდმივად ვერ გაგრძელდება, შეუძლებელია რეალობა მუდმივად უგულვებელყო", _ აღნიშნა ღვინჯიამ.

მისივე შეფასებით, 2010 წელი აფხაზეთისთვის "წარმატებული და დატვირთული იყო".

"ჩვენ გავაძლიერეთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან, მეგობრებთან, მოკავშირეებთან. კერძოდ, რუსეთთან 30-ზე მეტი სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება გავაფორმეთ. ასევე შეთანხმებები გავაფორმეთ ნიკარაგუასა და ვენესუელასთან", _ აღნიშნა ღვინჯიამ.

ღვინჯია 2011 წელს აფხაზეთში იმ სახელმწიფოთა ლიდერებს ელოდება, რომელთაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.

http://www.interpressnews.ge/ge/politika/156771-israelis-sagareo-saqmetha-ministrma-qarthvel-kolegas-ebraeli-biznesmenebis-gathavisufleba-mosthkhova.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთს ნამდვილად დავემშვიდობოთ უნდა

 

საქართველოს ზველმა და ახალმა მთავრობებმა აფხაზეთის დამოუკიდევბლობისათვის ყველაფერი გააკეთეს და აწი რაა..... სამაგიეროდ რეინტეგრაციის მინისტრი მიიღბს პრემიას და მიშისტები დაგვიმტკიცებენ რომ გავმთლიანდითო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა შედი რა ფორუმზე ჩემი ნიკით და ნახე ერთი რატომ არ მიხსნის პოლიტგანყის თემებს..

 

იქნებ რამე ჩავრთე შემთხვევით ან რავი ტო, იმენნა შეუძლებელია ასე პოსტვა, ეხლაც ნაუგად ვწერ, უნდა დავარეფრეშო და იმ რამდენიმე წამში უნდა მოვასწრო პოსტის გამოქვეყნების ღილაკის დაჭერა ვიდრე ეს შავი ფონი გაიჩითება. იმენნა კოშმარია ტო თან ბოლო 3 დღე აკეთეს ასე, მანამდე ეკრანი ხტებოდა და ცამშI ქრებოდა, ეხლა აღარ ქრება.. :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასევე შეთანხმებები გავაფორმეთ ნიკარაგუასა და ვენესუელასთან", _ აღნიშნა ღვინჯიამ.

ახალი ანეგდოტი ღვინჯილიას ნიკარაგუასთან საერთაშორისო შეთანხმება გაუფორმებია.

ანეგდოტი მეორე: სამხრეთ ოსეთის სრულუფლებიანი ელჩი აფხაზეთის საკონსულოში :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლაშა შედი რა ფორუმზე ჩემი ნიკით

პიემსი გავისაუბროთ , მოწერე შენი პაროლი ადმინკიდან არ ჩანს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nostradamusi

აფხაზეთს ნამდვილად დავემშვიდობოთ უნდა

 

საქართველოს ზველმა და ახალმა მთავრობებმა აფხაზეთის დამოუკიდევბლობისათვის ყველაფერი გააკეთეს და აწი რაა.....

მეორე წინადადებას ვეთანხმები.პირველსაც 95%-ით.ოღონდ ერთი რამის იმედი მაქვს,რომ მუდმივი არაფერია ამ ქვეყანაზე და რა იცი რა ხდება.თუმცა უახლოეს ოცდაათ წელში არა მგონია რამე მოხდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთის მიმართულებით, ჩემის აზრით, საჩქარო აღარაფერია. რაც დასაკარგი იყო, ყველაფერი დავკარგეთ, აწი მეტს ვეღარაფერს დავკარგავთ.

 

საჩქარო მანამ იყო, (1993 წლის 27 სექტემბრის მერე) სანამ აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობა არსებობდა, დევნილობაში, მაგრამ მაინც. ანუ ითვლებოდნენ იქაურებად. ეხლა უკვე 1993 წლეს დაბაებულები 18 წლისები ხდებიან, სრულუფლებიანი მოქალაქეები და წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რა არის აფხაზეთი. უფროსი ასაკის ადამიანებს ბევრი ისედაც აღარაფერი შეუძლიათ უაზრო ლაი-ლაის მეტი, რომ აღარაფერი ითქვას ე.წ. "ჩასარეცხი" ასაკის თაობაზე.

 

ეხლა დრო ჩვენს სასარგებლოდ ან მუშაობს, ან არა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზების საწინააღმდეგოდ მუშაობს. ის აბსურდი, რაც მათ თავს მოეხვათ თავიანთივე წინდაუხედავობით, მათ საბოლოოდ განადგურებით ემუქრება. აქამდე ეგენი კვერცხებს დებდნენ რუსულ საბუდარში, ეხლა კი იქ ნელ-ნელა დიიიდიი და დაუნდობელი წიწილები ეჩეკებათ.

 

ამიტომ ეხლა წყნარი, მშვიდი, გააზრებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომაა საჭირო აფხაზეთის მიმართულებით და განსაკუთრებით იქაურ 1993 და შემდგომ წლებში დაბადებულთა მიმართ. რომლებსაც სხვისგან გაგონილი "კაციჭამია" ქართველები თვალით არ უნახავთ, სამაგიეროდ იმ გამოჩეკილ დიიიდ წიწილებს კი თავის თვალით უყურებენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აფხაზეთის მიმართულებით, ჩემის აზრით, საჩქარო აღარაფერია. რაც დასაკარგი იყო, ყველაფერი დავკარგეთ, აწი მეტს ვეღარაფერს დავკარგავთ.

 

მე მგონი უარესი გველოდება წინ: საერთოდ არ დაგვახვევინონ საქართველოდან ქართველებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...