Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საქართველოს პრეზიდენს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს

„შპს კარატ+“ის (ყოფილი ს.ს „ენერჯი ინვესტი“)

მრავალათასიანი კოლექტივის მუშა-მოსამსახურეთა

საყოველთაო განცხადება

ბატონო პრეზიდენტო! უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცავთ შობა- ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, წინასვლასა და წარმატებებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მიერ გაწეულ ურთულეს შრომას წლების მანძილზე, ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. თქვენ ნიჭიერი და გონიერი ადამიანი ბრძანდებით და იმედი გვაქვს ღმრთის შეწევნით ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას და თქვენს მიერ აღსრულებული საქმეებით იამაყებს მომავალი თაობა.

დარწმუნებულები ვართ რომ არ ფლობთ სრულ ინფორმაციას იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც ხდება აღნიშნულ კომპანიაში და მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმარეთ! საქმე იმაში გახლავთ რომ ახალი კომპანიის გამოჩენასთან ერთად გავრცელდა ხმები შემცირებასთან დაკავშირებით და ეს ხმები საქმით განამტკიცეს ქარხნის ახალმა მესვეურებმა, რა თქმა უნდა ძველების დახმარებით. ეს პროცესი ახალი დაწყებულია და ყოველდღიურად ხორციელდება.

მოგმართავთ თხოვნით გაარკვიოთ რა ხდება და შეაჩეროთ ეს პროცესი, სანამ ბრძანებები დაიწერება.იქნებ აგვიხსნას ვინმემ როგორ და რატომ დაბრუნდა ქარხანაში კორუფციაში ეჭვმიტანილი გენო მალაზონია, როგორ გახდა ქარხნის გენერალური დირექტორის მოადგილე ბატონი ა.ხმიადაშვილი და დღემდე ინარჩუნებს თანამდებობას ეკონომიკის სამმართველოს უფროსი ქალბატონი დ.მეხრაძე და მისი მოადგილე ქალბატონი რ.ნანობაშვილი, ყოფილი მოადგილე ქალბატონი ნ.მალაღურიძე კადრების განყოფილების უფროსის თანამდებობას და ბატონი ლ.მანჯავიძე მთავარი ბუღალტრის თანამდებობას ,ა.გოგიბერიშვილი,რომელიც საწვავის მეურნეობას კურირებს(რ.ნანობაშვილის მეუღლე). ასევე ეკონომიკის სამმართველოსა და კადრების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ბატონ გენო მალაზონიასთან ერთად შემჩნეულნი იყვნენ ფინანსურ დარღვევებში და უზარმაზარი თანხმების გაფლანგვაში. საინტერესოა რატომ შეწყვიტა ფინანსურმა პოლიციამ აღნიშნული საქმის გამოძიება?! მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება, დაიკითხოს ყოფილი კადრების განყოფილების უფროსი ვ. კაპანაძე, მაშინდელი ხელფასის ბუღალტრები, რომლებიც 2010 წლის მაისის გახმაურებული ამბების დროს გაანთავისუფლეს სამსახურებიდან, ასევე ყველა ის პირი რომლებიც აღნიშნულმა მაღალჩინოსნებმა ჩაითრიეს ფინანსურ დარღვევებში და ამის გამო ერთის წლის განმავლობაში ვერ იღებდნენ ხელფასს.თუ თქვენ არ დაინტერესდებით აღნიშნული საქმით ბატონო პრეზიდენტო მოხდება ისე რომ კორუმპირებული პირები დარჩებიან და უდანაშაულო, პატიოსან ადამიანებს თავიდან მოიშორებენ, ოღონდაც თავიანთი ტყავები გადაირჩინონ საშინელ დღეში ჩააგდებენ ხალხს და ახალ კომპანიასაც ,ეს არის კარგად ორგანიზებული კორუმპირებული ადამიანების დაჯგუფება,რომლებიც ყოველ ღონეს ხმარობენ რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება,რადგან უზარმაზარი თანხები აქვთ დახარჯული,წლების განმავლობაში ათეთრებდნენ ფულს დასწორედ მათი დამსახურებაა „ენერჯი-ინვესტის“ გაკოტრება,გთხოვთ გადაამოწმოთ მათი პირადი ქონება და შემოსავლები და ნახავთ რომ მამა-პაპისეული მათ ბევრი არაფერი ჰქონდათ,წლების განმავლობაში ფლანგავდნენ ქარხნის შემოსავლებს და დღესაც ცდილობენ სხვის უბედურებაზე ააგონ თავიანთი ბედნიერება.ჩვენ ამას ვერ დაუშვებთ,დაუნდობელ ბრძოლას უცხადებთ მათ.

ძალიან გვაინტერესებს ა.ხმიადაშვილის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა სახელფასო უწყისები,ხალხს ხელფასები გაუნახევრეს ,საახალწლოდ რესტორანში იქეიფეს ქარხნის ყველა პირველ პირთან ერთად ,რომლებიც ასევე ჩათრეული ჰყავთ თავიანთ ბინძურ თამაშში

და იქ დაგეგმეს როგორ მოიშორონ ისედაც შეჭირვებული ადამიანები თავიდან, ხოლო საშობაოდ სვანეთში იმოგზარურეს.

ბატონო პრეზიდენტო ჩვენგან არ გესწავლებათ რომ ეს ქიმიური ქარხანაა და ხალხს სჭირდება სიმშვიდე,შვებულება, ჯამრთელობის დაზღვევა და კვება, გთხოვთ გვიპასუხოთ, როგორ უნდა გამოიკვებოს ქიმიურ ქარხანაში მომუშავე ადამიანი, რომელიც უაღრესად დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს 22 ლარად თვეში, არნახული ინფლაციის პირობებში?! ეს ადამიანის უფლებების დარღვევის უპრეცედენტო შემთხვევაა. გთხოვთ ნუ დაუშვებთ აღნიშნული ქარხანა „შპს“ გახდეს და ის ხალხი რომელთა მხრებზე გადავიდა ურთულესი წლები ქუჩაში აღმოჩნდეს.

ჩვენი მრავალათასიანი, მრავალ ჭირ-ვარამ გადატანილი კოლექტივი დაიღალა ,ამდენი გაუგებრობით.ბატონო პრეზიდენტო თქვენ შეიძლება ბევრი კარგი საქმის განხორციელებას გეგმავთ,მაგრამ დღეს საქართველოში გაბატონებულია თაობა რომლისთვისაც მორალი არ არსებობს, ახალ-ახალ კანონებს იგონებს თავიანთი მდგომარეობის განსამტკიცებლად და ხელს უშლიან თქვენს მიერ წამოწყებული საქმეების განხორციელებას.თუ ჩვენ ვაპირებთ ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ვფიქრობთ რომ ეს საკითხი უაღრესად ყურადსაღებია,როგორი კანონიც არ უნდა შემოიღონ,ნებისმიერ ადამიანს აქვს შრომის და არსებობის უფლება. დაველოდებით თქვენს პასუხს და უყურადღებობის შემთხვევაში ნუ გეწყინებათ თუ ასეთივე კოლექტიური განცხადებით მივმართავთ ევროპულ სასამართლოს. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ჩვენი დიდი ნაწილი თქვენი ამომრჩეველია და მათ უკან ოჯახები დგას.ასევე გთხოვთ ბატონო პრეზიდენტო კითხოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს როგორ აპირებს ეკონომიკის მდგრადად განვითარებას,მდგრადად განვითარებული საწარმოს დაშლით და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უკვე არსებული სამუშაო ადგილების გაუქმებით?

ბატონო პრეზიდენტო! თქვენი დახმარების იმედი გვაქვს,რათა ერთმანეთის გვერდზე დგომით შევუქმნათ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი და არ დავტოვოთ საქართველო უქართველებოდ.

უფალი გვფარავდეს ჩვენ, თქვენ და სრულიად საქართელოს!

2011 წლის 11 იანვარი

რუსთავი

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3362

Edited by xrova
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მრავალათასიანი კოლექტივის მუშა-მოსამსახურეთა

საყოველთაო განცხადება

ამ განცხადების წერას, დაუჩეჩქვონ თავი იმ თავიანთ უფროსს, ვერ მოერევიან ამდენნი თუ არიან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მონანიება, ქართული მხატვრული ფილმი მონანიება. ზის ქალაქის თავი და ორაგულს შეექცევა, სატანას ეახლე აღსარებისთვის?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

ბატონო პრეზიდენტო! უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცავთ შობა- ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, წინასვლასა და წარმატებებს.

ამის მერე შევწყვიტე კითხვა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო პრეზიდენტო! უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცავთ შობა- ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, წინასვლასა და წარმატებებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მიერ გაწეულ ურთულეს შრომას წლების მანძილზე, ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. თქვენ ნიჭიერი და გონიერი ადამიანი ბრძანდებით და იმედი გვაქვს ღმრთის შეწევნით ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას და თქვენს მიერ აღსრულებული საქმეებით იამაყებს მომავალი თაობა.

დარწმუნებულები ვართ რომ არ ფლობთ სრულ ინფორმაციას იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც ხდება აღნიშნულ კომპანიაში და მოგმართავთ თხოვნით, დაგვეხმარეთ!

 

მსგავსი წერილები იწერებოდა საბჭოთა გულაგებიდან, სტალინის და ბერიას სახელზეც. ხალხს ეგონა არ იციან რა ხდებაო.

ბატონო პრეზიდენტო! თქვენი დახმარების იმედი გვაქვს,რათა ერთმანეთის გვერდზე დგომით შევუქმნათ ჩვენს შვილებს ნათელი მომავალი და არ დავტოვოთ საქართველო უქართველებოდ.

უფალი გვფარავდეს ჩვენ, თქვენ და სრულიად საქართელოს!

 

თავის შვილებს კი შეუქმნის ნათელ მომავალს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალბათ მოხუცი ხალხის ნაწერია. რუსთავის ქარხანაზეა მგონი საუბარი იქ კიდე ახალგაზრდა კადრები დიდად არ იქნებიან

მე შემეცდოდნენ ზოგადად 22 ლარი დღეში დიდი ფული არაა თუ ასეთ გარემოში უწევთ მუშაობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან გვაინტერესებს ა.ხმიადაშვილის და სხვა ზემოთ ჩამოთვლილ თანამდებობის პირთა სახელფასო უწყისები,ხალხს ხელფასები გაუნახევრეს ,საახალწლოდ რესტორანში იქეიფეს ქარხნის ყველა პირველ პირთან ერთად ,რომლებიც ასევე ჩათრეული ჰყავთ თავიანთ ბინძურ თამაშში

და იქ დაგეგმეს როგორ მოიშორონ ისედაც შეჭირვებული ადამიანები თავიდან, ხოლო საშობაოდ სვანეთში იმოგზარურეს.

აი! ეს არის წორედ ის რაზეც გავხსენი თემა კორუფციაზე!

კონკრეტული მაგლითია :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს წერილი დღეს საღამოს გამოაქვეყნეს ჩვენს საიტზე

როგორც მივხვდი თავად ერთ-ერთმა თანამშრომელმა

იმედია პრობლემებს არ შეუქმნიან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს წერილი დღეს საღამოს გამოაქვეყნეს ჩვენს საიტზე

როგორც მივხვდი თავად ერთ-ერთმა თანამშრომელმა

იმედია პრობლემებს არ შეუქმნიან

არ შეუქმნიან. წერილი ხომ ასე იწყება:

ბატონო პრეზიდენტო! უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით მოგილოცავთ შობა- ახალ წელს და გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს, წინასვლასა და წარმატებებს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მიერ გაწეულ ურთულეს შრომას წლების მანძილზე, ახალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში. თქვენ ნიჭიერი და გონიერი ადამიანი ბრძანდებით და იმედი გვაქვს ღმრთის შეწევნით ბევრ სიკეთეს მოუტანთ ჩვენს ქვეყანას და თქვენს მიერ აღსრულებული საქმეებით იამაყებს მომავალი თაობა.

ასეთ წერილს კარდუც კი ვერ მისწერდა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ სასამართლოს და შრომის კოდექსის მიხედვით ყველაფერს გააპრავებენ,

თან ოპტიმიზაციასაც დაარქმევენ.

 

ყველაფერი მთავრდება მახინჯ სასამართლომდე და ეს საკითხი, თავისუფალი სასამართლო,ყველა პარტიის განსასჯელი უნდა ყოფილიყო თავიდანვე,

მაგრამ კი ვხედავთ ოპოები ვის დაკრულზეც ცეკვავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"საქართველოს პრეზიდენს

ბატონ მიხეილ სააკაშვილს

„შპს კარატ+“ის (ყოფილი ს.ს „ენერჯი ინვესტი“)

მრავალათასიანი კოლექტივის მუშა-მოსამსახურეთა

საყოველთაო განცხადება"

---------------------------

---------------------------

---------------------------- მიუხედავად იმისა, რომ ზემოდაღნიშნული ანონიმური წერილი არის სრული დეზინფორმაცია, მაინც გპასუხობთ, იმედია მავანნი ცნობისმოყვარეობას დაიკმაყოფილებენ.

"გასული წლის ბოლოს, 15 დეკემბერს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,კარატ პლიუსი” ოფიციალურად გამოცხადდა საწარმო ,,აზოტის” მმართველ კომპანიად. როგორც ცნობილია, მანამდე ქარხნის მფლობელი, სააქციო საზოგადოება ,,ენერჯი ინვესტი” იყო. სს ,,ენერჯი ინვესტის” მმართველობის პერიოდში იყო საკითხები, რომლებზედაც პროფკავშირულ ორგანიზაციასა და ადმინისტრაციას შორის ბოლომდე განსხვავებული პოზიციები დარჩა და შეთანხმება არ მომხდარა. იყო შემცირებებიც, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც პროფკავშირული ორგანიზაციის ლიდერები დღესაც გაუმართლებლად მიიჩნევენ, დიდი უკმაყოფილება მოჰყვა გამოანგარიშების ფურცლების გაუქმებას, რომლითაც დასაქმებულები წინასწარ იგებდნენ ასაღები ხელფასისა და დასაკავებელი თანხების ოდენობას, ადგილი ჰქონდა დასაქმებულთა შრომითი უფლებების დარღვევის კონკრეტულ, ლოკალურ ფაქტებს და ა.შ. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თუ საწარმოში სს ,,ენერჯი ინვესტის” მიერ განხორციელებულ ინვესტიციებსა და ზოგადად მის საქმიანობას შევაფასებთ, შეიძლება ითქვას, რომ სოციალური პარტნიორობა პროფკავშირულ ორგანიზაციასა და ადმინისტრაციას შორის - შედგა. დასაქმებულთა სოციალური დაცვის მიზნით განხორციელდა ბევრი ღონისძიება. 2005 წლიდან 3-ჯერ მოხდა ხელფასების მატება საშუალოდ 20-20%-ით. ყველა თანამშრომლისთვის შეძენილი იქნა სადაზღვევო მომსახურების პაკეტი, დამკვიდრდა დასაქმებულთათვის ფულადი საჩუქრების გაცემის ტრადიცია სადღესასწაულო დღეებში, მოწესრიგდა ქარხნის ტერიტორიაზე არსებული კვების ობიექტების ფუნქციონირებისა და დასაქმებულთა გადამყვანი ტრანსპორტის ტექნიკური მდგომარეობის საკითხი, შეძლებისდაგვარად დაიწყო გასახდელებისა და აბანოების განახლება, მოგვარდა სამუშაო ოთახების კონდიცირებისა და გათბობის, დასაქმებულთა სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა და ამ ყველაფერთან ერთად, 2008 წელს, პროფკავშირულ ორგანიზაციასა და ადმინისტრაციას შორის გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება, რომელშიც ძალიან ბევრი, დასაქმებულთა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები იქნა ასახული, მათ შორის: საწარმოდან პენსიაზე გასული ადამიანებისათვის საპენსიო დანამატი, დეკრეტულ შვებულებაში გასული ქალბატონებისათვის სადეკრეტო თანხის დანამატი, მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ყოველთვიური სახელფასო დანამატი, დასაქმებულთა რეგულარულად დასვენება და მკურნალობა წყალტუბოს სანატორიუმში, ასევე დასაქმებულთა უფასო კომპლექსური სამედიცინო გამოკვლევა ყოველწლიურად და ა.შ.

საწარმოს ტექნიკური გადაიარაღების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქარხნის მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობრივი მაჩვენებელი და მოწესრიგდა მისი რეალიზაციისათვის საჭირო სისტემა.

საგულისხმოა, რომ 2008 წელი საწარმოსთვის საბედისწერო იყო. გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა, ქარხნის მიერ გამოშვებული პროდუქციის საბაზრო ფასის ვარდნის გამო, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საწარმოს შემდგომი მუშაობის საკითხი, თუმცა ადმინისტრაციისა და პროფკავშირული ორგანიზაციის აქტივისტების ერთობლივი მსჯელობისა და მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად, არც ერთი თანამშრომელი არ დარჩენილა სამუშაოს გარეშე ფინანსური კრიზისის მიზეზით და მიუხედავად იმისა, რომ საწარმომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზარალზე იმუშავა, კრიზისული სიტუაციიდან თავი დააღწია და აგრძელებს ლიდერობას საქართველოს საექსპორტო ბაზარზე.

მიმდინარე წლის 12 იანვარს, საწარმო ,,აზოტის” პროფკავშირული ორგანიზაციის აქტივისტები შეხვდნენ შპს ,,კარატ პლიუსის” დირექტორს, ბატონ მარკ კაცნელსონს და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებს. შეხვედრის დასრულებას კომპანიის ოფისის ეზოში მყოფი 50-მდე დასაქმებული ელოდა.

შეხვედრის აუცილებლობა გამოიწვია საწარმოში გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაცია თითქოს დასაქმებულთა გარკვეული კონტიგენტის შემცირებას აპირებდა. გარდა ამისა, გაუგებრობა და დასაქმებულთა უკმაყოფილება გამოიწვია შრომის ანაზღაურების გაცემის განსხვავებულმა მეთოდმა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მხარეები თითქმის ყველა საკითხზე შეთანხმდნენ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციამ უარყო საწარმოო პერსონალის სპონტანურ შემცირებასთან დაკავშირებული ინფორმაციები. დირექტორი ამბობს, რომ სამუშაო ადგილს მხოლოდ დისციპლინის დამრღვევები, არაპროფესიონალები და დაკავებული თანამდებობისათვის შეუსაბამო კადრები დატოვებენ.

ადმინისტრაციამ მზადყოფნა გამოთქვა კოლექტიური ხელშეკრულების ახალი პროექტის განხილვაზე, რომელიც პროფკავშირულ ორგანიზაციას უკვე მზად აქვს და უახლოეს დღეებში დაიწყება მხარეებს შორის ურთიერთობა ამ საკითხთან დაკავშირებით".

Edited by ნატა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს კიდვ ერთი წერილი გამოქვეყნდა დ ა დავდებ ისე საინტერესო რაღაც ხდება მგონი მათ თავს :TAT: :TAT:

 

მოგესალმებით ბატონო პრეზიდენტო!

სოციალურ ქსელებში გავრცელდა, ღია წერილი – საქართველოს პრეზიდენტის მიმართ „ენერჯი ინვესტის“ თანამშრომლებისგან. ამ წერილის გავრცელების შემდეგ ჩვენთვის ცნობილია რომ ქარხნის ადმინისტრაციამ განახორციელა ზეწოლა მუშა-მოსამსახურეებზე. რაიმე სახის პროტესტის გამოხატვის შემთხვევაში ემუქრებიან სამსახურიდან გაგდებით.

საინტერესოა რომ წერილში მოხსენიებული გენერალური დირექტორის მოადგილე ა.ხმიადაშვილი და ეკონომიკური სამმართველოს უფროსი დ. მეხრაძე იყვნენ ზურაბ ნოღაიდელის კურსელები, განათლება რუსეთში აქვთ მიღებული და ჩამოყალიბებული აქვთ არაქართული მენტალიტეტი და დღესდღეობით მოქმედებენ რუსული სცენარით – გააღიზიანონ ხალხი და იძულებული გახადონ გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. საინტერესოა ასევე ისიც რომ თუ კი ქარხანა აგვისტოს ომის დროს, როცა პროდუქციის რეალიზაცია საერთოდ არ ხდებოდა, უნაზღაურებდა ხალხს ხელფასს, ხოლო დღეს როცა პროდუქციაზე უზარმაზარი მოთხოვნილებაა და გასაღებაც არნახული მასშტაბით მიმდინარეობს რატომ არ ხდება ხელფასების სრულად გადახდა? რატომ შეუწყვიტეს ხალხს შვებულებები?

ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ქარხნის ახალი ხელმძღვანელობა და თავიანთი ადგილების შესანარჩუნებლად, მათთვის ხელსაყრელი ოპტიმიზაციის გეგმა შეიმუშავეს – დატოვონ მორჩილი და უვიცი, გაუშვან – ჭკვიანი.

იქნებ დაგვეხმაროთ რომ ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდეს სამუშაო ადგილი, რათა ინფლაციის პირობებში კიდევ უფრო მეტად არ დამძიმდეს მათი მდგომარეობა.

ახალ კომპანიასთან გაფორმდეს ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებულ ქიმიურ საწარმოებში მომუშავეთა ანაზღაურებასთან, მცირეოდენ თანხვედრაში არსებული ანაზღაურებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში ხალხი უმართავი გახდება და აჯანყდება ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან აღნიშნული პიროვნებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ქარხანაში მიმდინარე პროცესებში მათ ბრალი არ მიუძღვით და ყველაფერი ქვეყანაში არსებული პოლიტიკის ბრალია. რუსეთის მიზანიც სწორედ ეს არის, საქართველოში იყოს დესტაბილიზაცია.

 

ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ არ მოხდეს თანამედროვე „ორჯონიკიძეების“ ხელით რუსეთის მზაკვრული

ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ დაგვეხმაროთ, რომ არ მოხდეს თანამედროვე „ორჯონიკიძეების“ ხელით რუსეთის მზაკვრული პოლიტიკის განხორციელება.

 

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=3836

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...