Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კორუფცია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ ისეთი როგორც შევარდნაძის დროს იყო თითქმის არ არსებობს .

ელემენტარულად არ სჭირდებათ.ყველა მეტ ნაკლებად მნიშვნელოვან ბიზნესში წილებს ფლობენ და უჯრაში ფულების ჩადება არაფერში არ სჭირდებათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ძუკუ

კორუფცია ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ანუ ისეთი როგორც შევარდნაძის დროს იყო თითქმის არ არსებობს .

ელემენტარულად არ სჭირდებათ.ყველა მეტ ნაკლებად მნიშვნელოვან ბიზნესში წილებს ფლობენ და უჯრაში ფულების ჩადება არაფერში არ სჭირდებათ.

დიახ, სახეცვლილია :yes:

კონკრეტულად რა მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ, ბატონოძუკუ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

კონკრეტულად რა მაგალითი შეგიძლიათ მოიყვანოთ, ბატონოძუკუ?

რის მაგალითს გულისხმობთ ნანა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რის მაგალითს გულისხმობთ ნანა?

ნეპოტიზმის მაგალითები მაინტერესებს - სხვას რომ აბრალებენ ყველაფერს , თავდ უცოდველები არიან?

 

ძმები კუბლაშვილები და მამა-შვილი გაბაშვილი ვიცი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნეპოტიზმი ყველაზე მცირე დანაშაულია მათ შორის რასაც ისინი სჩადიან.

ზოგადად,ძმები, ცოლ-ქმარი პოლიტიკაში რომ არიან ეგ ნორმალურია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ნეპოტიზმი არ არის?

მძვინვარებს!

ყველგან თავისიანები ყავთ, უბრალოდ ამ უმუშევრობის ფონზე გასამრჯელო არის ბიუჯეტის ხარჯზე - აი ეს განსხვავებაა

ნეპოტიზმი კორუფციაა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ნეპოტიზმი კორუფციაა?!

ერთერთი ელემენტია საყოფაცხოვრებო კორუფციის

 

Бытовая коррупция порождается взаимодействием рядовых граждан и чиновников. В неё входят различные подарки от граждан и услуги должностному лицу и членам его семьи. К этой категории также относится кумовство (непотизм).

 

ძუკუ

ნეპოტიზმი ყველაზე მცირე დანაშაულია მათ შორის რასაც ისინი სჩადიან.

ზოგადად,ძმები, ცოლ-ქმარი პოლიტიკაში რომ არიან ეგ ნორმალურია.

ვერ დაგეთანხმებით ბატონო ძუკუ :no: პოლიტიკაში კიდე არაუშავს, ცალკე პიროვნებები არიან აი სახავდასხვა სამსახურებში რომ უმეტეს პოლიტიკოს ნათესავები და ახლობლები ყავს - ეს ნორმალურია?

 

გადახედეთ სად მუშაობენ მათი ცოლები, ბიშაშვილ-Dეიდაშვილ-მამიდაშვილები და მშობლები

სხვა ადამიანები ამ დროს რა მდგომარეობაში არიან?

არადა როგორც წესი ესეა თან არც არავინ ინტერესდება ამ პიროვნებების პროფესიონალური დონით.

თან ეს ყველაფერი საშინელი უმუშევრობის ფონზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორც ვიცი,ნორმალურ ქვეყნებში თანამდებობაზე ნათესავური კავშირით დანიშვნა, კანონით აკრძალულია,ნუ არჩევითი ორგანოების გარდა

მგონი საბჭოეთშიც ასე იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები - კორუფციის ბრალდებით დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დილით შსს-ს და გენერალური პროკურატურის მიერ ერთობრლივად ჩატარდა ოპერაცია, დაკავებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათი ვინაობა და დაკავების კონკრეტული მიზეზი, ცნობილი გახდება დღესვე 15:00 საათზე, პროკურატურაში დაგეგმილ საგანგებო ბრიფინგზე, წინასწარი ინფორმაციით, ბაკურ კვეზერელის უწყების თანამშრომლებს, ბრალად კორუფციული გარიგება ედებათ.

http://www.fact.ge/news.aspx?i=163d4820-1ad1-4732-a955-42ed59a1459a&l=geo

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

არაფერი გსმენიათ?

23 ვირთხა თან ასეთ უწყებაში

 

В Грузии по подозрению в коррупции задержаны 23 чиновника Минфина.

 

26.04.2011, Тбилиси 23:54:15 Сотрудники Департамента конституционной безопасности и следственного управления Министерства финансов Грузии в результате совместной операции задержаны 23 чиновника Минфина, которые подозреваются в том, что путем мошенничества и подложных документов присвоили свыше 1,5 млн лари (около 950 тыс. долл.).

 

Возбуждено уголовное дело. Согласно нормам законодательства, каждому участнику незаконных операций грозит лишение свободы сроком от 4 до 7 лет.

ალბათ განაგლდნენ და კრიშა გადააგდეს :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1-თეთრად ღირებულ დენის კილოვატში 13 თეთრს რომ ვიხდით, რაი ჰქვიან მაი ამბავსა? :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

В Грузии по подозрению в коррупции задержаны 23 чиновника Минфина.

აბა თავისიანებს არ იჭერსო..დავასწარი.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კურპბფციაა აღარააა, მაგრამ არც ბედნიერებააა :user:

 

 

კორუფცია, კორუპცია თუ კორუბცია

 

ნახეთ რა კარქსი სიტყვა მოვიგონე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=2727&Itemid=1

პირველი დედა“: ელიტური კორუფციის მორიგი მაგალითი

 

11/05/2011 15:02

 

giuli_alasania.jpgრესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი თინათინ ხიდაშელი „ელიტური კორუფციის“ კონტექსტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ბიზნესსაქმიანობაზე საუბრობს. ხიდაშელმა ჟურნალისტებს დღეს კონკრეტული მასალებიც წარუდგინა.

 

 

„2004 წლის ზაფხულიდან ქალბატონი გიული ალასანია აქტიური ბიზნესმენი ხდება და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს.

 

სწორედ 2004 წლის ზაფხულში ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აფუძნებს „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“, რომელიც სულ მალე დამოუკიდებელ უნივერსიტეტად „საქართველოს უნივერსიტეტად“ გადაკეთდა, ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა ბატონმა ხუროძემ უნივერსიტეტის წილი სიმბოლურ ფასად – 200 ლარად – სწორედ გიული ალასანიასა და მის მეგობარსა და ბიზნესპარტნიორს მანანა სანაძეს დაუთმო. მიუდავად იმისა, რომ 2006 წლის შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტი “საქართველოს უნივერსიტეტის” დამფუძნებელი აღარ იყო, ქონება რომლითაც უნივერსიტეტი მანამდე სარგებლობდა, კვლავაც გიული ალასანიას განკარგულებაში დარჩა“,– აცხადებს ხიდაშელი.

 

 

 

მისივე თქმით, საჯარო რეესტრის მიერ გაცემული დოკუმენტის შესაბამისად, 2005 წელს „საქართველოს უნივერსიტეტს“ (ანუ მაშინდელ „საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტს“ – ასეთი სახელი გადაერქვა „საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლას“) ეკონომიკის სამინისტროს მიერ პირდაპირ გადაეცა კოსტავას #77-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსზე მყოფი ფართიდან 1,240 კვ.მ. მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთითურთ, ხოლო ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იმავე მისამართზე დამატებით კიდევ 866 კვ.მ. გადასცა. შესაბამისად, გიული ალასანიამ თბილისის ცენტრში სახელმწიფოსაგან პირდაპირი წესით 2,106 კვ.მ. შენობა მიიღო მის შესაბამის მიწის ნაკვეთთან ერთად, ხოლო საიჯარო ქირად მხოლოდ 250 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა,“– ამბობს რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი.

 

 

 

და სხვა ფაქტებსაც ასახელებს, კერძოდ:

 

 

 

„ტექნიკური უნივერსიტეტის ფორმალური თანამონაწილეობისაგან სრულად გათავისუფლების შემდეგ, ქალბატონმა გიულიმ წერილობით მიმართა ვაკე-საბურთალოს გამგეობას და მის სარგებლობაში არსებული შენობისათვის განსხვავეული მისამართის მინიჭება მოითხოვა, რაც დაუყოვნებლივ დაკმაყოფილდა. 2008 წლიდან, კი ტექნიკური უნივერსიტეტის დაახლოებით 15,827 კვ.მ. უკვე „საქართველოს უნივერსიტეტის“ საკუთრებად ირიცხება.

 

 

 

შესაბამისად, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ კორპუსს, რომელშიც გიული ალასანიას უნივერსიტეტია განთავსებული, კოსტავას #77ა მისამართი აქვს – ნაცვლად კოსტავას #77-ისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გიული ალასანიამ საკუთარი სტატუსი და პრივილეგია გამოიყენა სახელმწიფო ქონების მისათვისებლად.

 

 

 

გიული ალასანიას ინტერესები „საქართველოს უნივერსიტეტით“ არ შემოიფარგლება. ქალბატონი გიული ამასთანავე, „შავი ზღვის უნივერსიტეტის“ პრორექტორია. უმნიშვნელო არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ მისმა შვილმა, ამ უნივერსიტეტისათვისაც არ დაიშურა სახელმწიფო რესურსები და სიმბოლურ ფასად გადასცა მიწა თბილისში, სადაც დღეს უნივერსიტეტის ახალი კორპუსი შენდება.

 

 

 

2009 წელს ქალბატონი გიული კიდევ ერთი უნივერსიტეტის დამფუძლებლებში ჩნდება. კერძოდ, სწორედ მან შეიძინა „ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის“ 14% წილი აუქციონზე, სადაც აღმოჩნდა, რომ სხვა დაინტერესებული მხარე არ არსებობდა.

 

 

 

ქალნატონი გიულის ბიზნეს-ინტერესები ვარდების რევოლუციის შემდეგ მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. სწორედ მისი „საქართველოს უნივერსიტეტი“ გვევლინება ერთადერთ დამფუძნებლად შპს “საუნივერსიტეტო ავეჯისა“, ასევე 2008 წელს აფუძნებს კაფე „ხადილს“ და სხვა.

 

 

 

აღნიშნული ბიზნესის სარგებლიანობის უკეთ გაცნობისათვის თავად კაფე „ხადილის“ ვებსაიტს დავესესხებით, სადაც ვკითხულობთ: „2008 წლის 17 ნოემბერს მის ბაზაზე დაარსდა კაფე „ხადილი“, რომელსაც III კორპუსის II სართულის დიდი ნაწილი უკავია. კაფეს ყოველდღიურად 1000-მდე ადამიანი სტუმრობს. გარდა ამისა, კაფე ემსახურება კონფერენციების, ტრეინინგების და პრეზენტაციების მონაწილეებს“.

 

 

 

თინათინ ხიდაშელმა პრეზიდენტის დედაზე ადრე ელიტური კორუფციის კონტექსტში პარლამენტის წევრ-მაჟორიტარების არჩილ გეგენავასა და თემურ კოხოძის, ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის, ქალაქ თბილისის მერის გიგი უგულავას, კულტურის მინისტრის ნიკა რურუასა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების ბიზნესინტერესებზე ისაუბრა.

 

 

აქ შევინახავ ლინკებს და სურათებს, ფორუმგეზე ვნახე და რაღაც ისეთი გრძნობა მაქ - გააქრობენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...