mtidan Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა . ამის შესახებ ვრცელი ინფორმაცია ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ ინტერნეტგამოცემა ”კავკასკის უზელის” ვებგვერდზე თავად განათავსა. სტატია სათაურით ”ვლადიმერ სანაკოევის ორმაგი თამაში” ბევრ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს ცხინვალის რეგიონში 2004-2008 წლებში განვითარებულ პროცესებზე. სტატიაში ნათქვამია, რომ ვლადიმერ სანაკოევმა რუსულ სპეცსამსახურებთან თანამაშრომლობის შესახებ ინფორმაცია ვლადიკავკაზში იმპროვიზირებულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა. მასში დეტალურად არის მონათხრობი იმის თაობაზე, რომ იგი რუსულ სპეცსსამსახურებთან 1989 წლიდან თანამშრომლობს. მისი თანამშრომლობაზე დათანხმება ქალაქ სოჭში მოხდა და მისი ფსევდონიმი - ”ირონი” იყო, რაც ”ოსს” ნიშნავს. სანაკოევის განმარტებით, რუსულმა სპეცსამსახურმა მისგან გააქტიურება საქართველოში "ვარდების რევოლუციისა" და აჭარაში თბილისის იურისდიქციის სრული აღდგენის შემდეგ მოითხოვა. ვლადიმერ სანაკოევის მტკიცებით, დავალების შესასრულებლად მან ცხინვალში ნათესავებთან სტუმრობას მოუხშირა და ქართულ მხარეში ნდობის მოპოვებისათვის დაწერა სტატია სათაურით _ ”ლიახვს ვერ შემოაბრუნებ და იგი როგორც აქამდე, მტკვარში ჩადინებას გააგრძელებს”. როგორც თავად ამბობს, ეს სტატია ფე-ეს-ბეში მისი კურატორების მეშვეობით გავრცელდა. ამის შემდეგ, მას თბილისში ეპატიჟება მისი ბავშვობის მეგობარი, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს. მისივე მტკიცებით, სწორედ ამ მეგობრის საშუალებით გაიცნო მან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და ამირან მესხელი. სანაკოევის იხსენებს 2004 წლის ბესლანის მოვლენებს და აცხადებს: ”დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა _ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ამირან მესხელი, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ბარამიძე და სხვა პირები საერთაშორისო ტერორიზმისა და რუსეთისა და მისი ხალხის წინაამდეგ მიმდინარე ომის ხელშემწყობები არიან" და იგი მზადაა, ეს ღიად დაადასტუროს. მისივე მტკიცებით, დიმიტრი სანაკოევის ”სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის” იდეის ავტორი სწორედ იგია, რის შესახებაც მან თავისი მოსაზრებები ამირან მესხელს და შალვა ჟღენტს თბილისში მეორეჯერ ჩამოსვლისას, ანუ, 2005 წლის 17 სექტემბერს გაუზიარა.მისივე თქმით, თავისი სამოქმედო გეგმით იგი თბილისში 2005 წლის 21 ნოემბერს ჩამოვიდა. ამის შემდეგ ვლადიმერ სანაკოევი დაწვრილებით აღწერს, როგორ მიიღო 2005 წლის 24 ნოემბერს სააკაშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობა და როგორ ჩაერთო ქართულ პოლიტიკაში იმის მტკიცებით, რომ საქართველო მისი სამშობლოა; როგორ მისცა პირველი ვრცელი ინტერვიუ ტელეკომპანია ”ალანიას”, რის შემდეგაც მას ამავე ტელეკომპანიაში საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა ”დენ ზა დნიომის” წამყვანობა შესთავაზეს. სანაკოევის მტკიცებით, საქართველოში მისი საქმიანობის მთავარი ამოცანა იყო, არ დაეშვა საომარი მოქმედებვების დაწყება, იგი თავის დამსახურებად მიიჩნევს საქმიანობიდან ირაკლი ოქრუაშვილის ჩამოშორებას და ”პროექტ ვანო მერაბიშვილის” ამოქმედებას. მისივე მტკიცებით, ოქრუაშვილი რომ თანამდებობაზე დარჩენილიყო, იგი ძალის გამოყენებით შეძლებდა ცხინვალის დამორჩილებას და რუსეთის 2014 წლის სოჭის ოლიმპიადას ვერ მიიღებდა. ვლადიმერ სანაკოევი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის 2 ივნისს ,”მოდულის” შენობაში გამართული შეხვედრის შემდეგ მისთვის ნათელი იყო, რომ ომი აგვისტოს პირველ დეკადაში დაიწყებოდა. მისივე მტკიცებით, იმ დროიდან იგი ცდილობდა ”თამაშიდად” გასვლას და კვლავ რუსეთში დაბრუნებას. ”საქართველოს დატოვება დიდი რისკის მიუხედავად 2010 წლის 13 სექტემბერს შევძელი. თუმცა, როგორც ვხედავ აქაც კარგი არაფერია, მაგრამ საბედნიეროდ, ახლა გასაქცევი აღარსად მაქვს”, _ ასე ასრულებს თავის თხრობას ვლადიმერ სანაკოევი, რომელიც 2004-2008 წლებში საქართველოს მთავრობასთან დაახლოებულ პირად მიიჩნეოდა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/156363-vladimer-sanakoevi-qironisq-fsevdonimith-saqarthveloshi-fe-es-bes-davalebebs-asrulebda.html ასეთი გულუბრყვილოა ჩვენი უშიშროება ვითომ? მე უფრო დიდი წარმოდგენა მაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 აქაც იგივეს დავწერ.. ---- ერთი სანაკოევია ფეესბეს აგენტი და მეორე მე ჩინეთის იმპერატორი.. ინფორმაციიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ სანაკოევი რატომღაც სააკაშვილს წმენდს სინდისს (სად აქვს სააკიანცს სინდისი, მაგრამ..) და პასუხისმგებლობასაც არიდებს. პასუხისმგებლობას სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული (ე.წ. სანაკოევის პროექტი) მთავრობის შექმნისთვის, სამხრეთ ოსეთის როგორც ავტონომიური სუბიექტის იურიდიული გაფორმებისა და ახალგორის რაიონის ავტონომიის შემადგენლობაში შეყვანისთვის.. როგორც ჩანს სააკიანცი ჯერ კიდევ ჭირდება მოსკოვს და ვაშინგტონს და ჭირდება ზუსტად იმ მიზნების მისაღწევად რაზეც არაერთხელ მისაუბრია და არ გავმეორდები.. ასე რომ თვითლუსტრაციას ახდენდნენ სპეც-სამსახურების თანამშრომლები რაღა უჭირდა კონტრდაზვერვის სამსახურებს : ))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 სამაჩაბლოში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები 2003 წლიდან: 1. ერგნეთის ბაზრობის გაუქმება და ამით სამაჩაბლოს მოწყვეტა მთლიანი ქართული ეკონომიკიდან იმ მცირე ძაფებისთაც კი, რაც არსებობდა.2. უაზრო ბაქი-ბუქი და მუქარები (1 იანვარს ცხინვალში შევხვდებით).3. ტერმინის - "სამხრეთ ოსეთის" ქართული საკანონმდებლო ორგანოს მიერ ოფიციალურად დაკანონება.4. ამ "სამხრეთ ოსეთში" დაუნ სანაკოევის (დიმას) გაბატონება, ფაქტიურად კი სამაჩაბლოს ქართულ მოსახლეობას ბატონ-პატრონად დაუნიშნეს ადამიანი, რომელიც აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას 90-იან წლებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ სეპარატისტების მხარეს.5. 2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებებისას ძირთადი ძალებით ცხინვალის მიამრთულებით წარმართვა და არა ჯავის მიამრთულებით. ცხინვალში საცეცხლე წერტილების და რუსი სამშვიდობოების განეიტრალებას ფაქტიურად მთელი ქართული არმიის მონაწილეობა არ სჭირდებოდა.6. კაპიტულაცია 2-3 დღეში.7. მშვიდობიანი მოსახლეობის უპასუხისმგებლო მიტოვება პირსისხლიანი ველურების საჯიჯგნათ. ეს ყოველივე ჩემის აზრით, რასაკვირველია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 (edited) asdsშენა, ეს ის სანაკოევი არ არის აქუნდა რომ ემუქრებოდა სიკვდილებით და რაღაცეებით? ხოდა ეხლა თავად ცავიდა იმ ვლადიკავკაზში თუ სადაცაა? მაგარი სტრანნი ნაროდი კია ეს აქუნდები და მისი ხვოსტი Edited January 11, 2011 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 (edited) სამაჩაბლოში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები 2003 წლიდან:ან ჩვენ რატომ, ან შეცდომები რატომ? ვაპრავებთ, უცოდინრები იყვნენ, თან ისინი კი არა, ჩვენ? ასე უფრო სწორი იქნებოდა:სამაჩაბლოში ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულებები 2003 წლიდან: Edited January 11, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 asdsინფორმაციიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ სანაკოევი რატომღაც სააკაშვილს წმენდს სინდისსეს სად დაინახე?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 აქცია "კოკოითი ფანდარასტის" ხელმძღვანელი და დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციის ყოფილი წევრი, ვლადიმერ სანაკოევი საქართველოში რუსული ფე-ეს-ბეს დავალებებს ასრულებდა . ეს რომელი სანაკოევია? პროსტა ბევრნი არიან და მერევიან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 lasha1997ეს რომელი სანაკოევია? პროსტა ბევრნი არიან და მერევიან. asdsკითხე, ეგაა ამათი ექსპერტი ცოცხალი ტავით რომ აღარ მპასუხობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 lasha1997ეს რომელი სანაკოევია? პროსტა ბევრნი არიან და მერევიან. 30 კაცთან ერთად რომ დარბოდა და კოკოითი ფანდერასტ რომ ყვიროდა,ის.Achiko1972სამაჩაბლოში ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები 2003 წლიდან:მე-5 პუნქტში არ დაგეთანხმებიტ,რადგან რუსეთის ჩარევის შემდეგ დამარცხება უბრალოდ დროის და დანაკარგების ამბავი იყო.ხო კიდევ სამაჩაბლო არ არის სწორი ტერმინი,რადგან ის ყოფილი სამხრეთ ოსეთის მხოლოდ მესამედს თუ მოიცავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 30 კაცთან ერთად რომ დარბოდა და კოკოითი ფანდერასტ რომ ყვიროდა,ის. რამხელა ფული გაისროლეს მაგ ფანდარასტში გახსოვს მიშა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 lasha1997რამხელა ფული გაისროლეს მაგ ფანდარასტში გახსოვს მიშა? როგორ არ მახსოვს.თელაველებს რატომ უნდა ეძახათ კოკოითი ფანდერასტ?ხა ხა გორელებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 kisaშენა, ეს ის სანაკოევი არ არის აქუნდა რომ ემუქრებოდა სიკვდილებით და რაღაცეებით?ეგ სანაკოევი რომელია კი ვიცი მაგრამ აქუნდა რითი და როგორ ემუქრებოდა ეგ საიდან ან რატომ უნდა ვიცოდე? ან შენ რატომ ფიქრობ რომ მართლა ფეესბეშნიკია? იესო ქრისტე ვარო რომ თქვას მაგასაც დაიჯერებთ? იქნებ მართლა არის :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 ცოტა სხვა მიმართულებით უფრო საინტერესოა ეს ყველაფერი. მართლა დააჯერა სააკა სანაკოევმა თუ პროექტი იდო ეგეთი? ხელოვნურად შექმნილი საქართველოს პატრიოტი, ვის აწყობდა. ინფორმაციიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ სანაკოევი რატომღაც სააკაშვილს წმენდს სინდისს (სად აქვს სააკიანცს სინდისი, მაგრამ..) მე დავინახე ის, რომ ოქრუაშვილს აუწია მარკა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 ძუკუ მთელი საქართველო აყვირეს კაცო რამის და თელაველები ქართველები არ არიან, თუ როგორ არის შენი საქმე? კარგი ფული მოტეხეს ამ აქციით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2011 newstudioინფორმაციიდან გამომდინარე მხოლოდ იმის თქმა შეიძლება რომ სანაკოევი რატომღაც სააკაშვილს წმენდს სინდისსეს სად დაინახე?! ტიპი ამბობს სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობის შექმნის იდეა მე და ფეესბეს გვეკუთვნისო, ნუ იმ ფანდარასტის სისულელესთან ერთად, ჰოდა მითხარი ეხლა ასეთი რამის განცხადებით არიდებს თუ არა ეგ ტიპი პასუხისმგებლობას სააკიანც გინდაც სანაკოევის მთავრობის შექმნზე და გინდაც ახალგორის რაიონის საკანონმდებლო დონეზე აღდგენილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სუბიექტის შემადგენლობაში შეყვანაზე? მგონი არიდებს და არ გამიკვირდება ამ დღეებში მიშფაშა რომ გამოვიდეს და ფეესბეშნიკებმა გამიჩალიჩეს მაგათი ასე და მაგათი ისეო დ მაპატიეთ უფრო ფრთხილად ვიქნებიო რომ თქვას : )) მოკლედ ეს პონტია მაგ სანაკოევის ნაბჟუტურებში მნიშვნელოვანი, დანარჩენი წყალია. აბა ეგ საწყალი ღამეები ვერ იძინებდა სოჭის ოლიმპიადაზე დარდით და ჰამბები :018: ----------- გერ პოლიტფორუმიდან გადმვაკოპირებ რა პოსტს და ჩემი მოსაზრება უფრო ნათელი გხდება.. ----------- ეხლა შენ გჯერა რომ ეგ როჟა რუსების აგენტია და როგორც კი მასტს გაუსწორდა ადგა და პრეს-კონფერენციაზე გამოტყდა ფეესბეშნიკობაში? რაღაცა ნონსენსი პონტია რა.. რეალურად ერთი ვარიანტია..სააკიანცმა ჯერ გამაიყენა ეგ სანაკოევი, მერმე კულტურნა გაუშვა ნა მორე..ჰოდა ეს სანაკოევიც წავიდა რა ნა მორე, გზად ვლადიკავკაზში აღმოჩნდა და ვინაიდან და რადგანაც ალანმა ჯიგარსონება ზოგ ზოგიერთი ფენომენის სააკიანცის ხელისკაცობაზე ჩამოუგდეს ბაასი ამ უკანასკნელმაც თავის გადარჩენა და ბონდის, ჯეიმს ბონდის მანტიის მორგება ცადა. მოირგო კიდეც.. ეგ არის უჭერს მგონიმანტია :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.