Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თავდაცვის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს დღეს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებს. დღეს 11.00 სთ–ზე პირველი საარტილერიო ბრიგადის ნაღმმტყორცნელთა ბატალიონის ასეულის ჯარისკაცების წვრთნების დროს სასწავლო ცენტრ „კრწანისში“აფეთქება მოხდა.

 

120 მმ ნაღმმტყორცნის ჭურვის აფეთქება სავარაუდოდ წვრთნის დროს დაშვებულმა ტექნიკურმა შეცდომამ გამოიწვია. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილია 13. მომხდარს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია და გენერალური ინსპექცია იძიებს.

 

http://www.presa.ge/new/?m=military&AID=2709

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულია სამი სამხედრო მოსამსახურე

ეხლა თქვეს იმედზე, დაჯე 4 დაღუპულა :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

4 დაღუპულა

აუუუუუუ, რა ცუდია :(

რა მოხდა, ესეთი, მთლად ხელში აუფეთქნათ?

წვრთნების დროს ბრონეჟილეტებიც აცვიათ და კასკებიც აფარიათ

გასკდა გული :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხარო ფაქტია :(

 

როგორც ჩანს თავდაცვის საინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან შეუძლებელია ნაღმტყორცნის ე.წ. რასჩოტი 10-15 და მეტი ადამიანი ყოფილიყო.

 

საბრძოლო იარაღის გამოყენებით მიმდინარე სწავლებების დროს კი როგორც წესი (გამონაკლისი არც ქართული არმიაა) უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებენ და ნაღმტყორცთან და ნებისმიერ სხვა საბრძოლო საშუალებასთან კონტაქტი მხლოდ მის მომსახურე პერსონალს აქვს..

 

გაუგებარია რატომ უნდა ყოფილიყო ამდენი ჯარისკაციან ნაღმტყორცთან ან კონკრეტულად ჭურვის სიახლოევს..

 

არ გამოვრიცხავ საბრძოლო სროლებისას დამიზნებისას მომხდარიყო შეცდომა და ერთ ერთი ჭურვი სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილიყო, ან საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქებუიყო..

 

თავდაცვის საინისტრო რომ უღირსად იქცევა და იტყუება მგონი ფაქტია.

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

მაგას ეგენი არ იტყვიან. ეგ კი არა და, ისიც ვერ გავიგე, 3 დაღუპული და 13 დაჭრილია თუ 4 დაღუპული და 12 დაჭრილი, თვლა აღარ იციან ამ ჩემისებმა? აი იმედზე, 14:20 , წამყვანი ამთავრებს რეპორტაჟს და ამბობს: მე კი შეგახსენებთ, რომ მომხდარი აფეთქების დროს დაიღუპა ოთხი და დაიჭრა თორმეტი სამხედრო მოსამსახურე. ეხლა მექანიკურად როგორ შეეშლებოდა ისე, რომ ჯამში 16 გამოიყვანა? ეტყობა ერთერთი დაჭრილი გარდაცვალა კიდე და არ ამბობენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

DonCaredo

 

ავღანეთში დაჭრილებზეც არ ავრცელებენ ინფორმაციას, არადა გრიფი საიდუმლო ამ ტიპის მონაცემებს არ უნდა ქონდეს..

 

 

ბაჩო ახალაიას და მისდაგვარი ცხოველების სათარეშო რომ გახდება არმია უარესი რომ არ ხდება არ გიკვირს..

 

ან იქნებ ხდება კიდეც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამ ჯარისკაცს ოპერაციას უკეთებენო...

 

მაინც რა მოხდა არავინ არაფერი იცით?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

 

ვინ რას ჭორაობს? ან რა ნახე ჩემ პოსტში ალოგიკური?

 

სააკაშვილის პირად არმიაზე კი როცა მინდა რასაც მინდა და როგორც მინდა ისე ვილაპარაკებ..

 

მამენტ..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...