Jump to content
Planeta.Ge

მისაღებია თუ არა რუსეთის დახმარება


  

23 members have voted

  1. 1. სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან ბრძოლაში?

    • კი - რადგან სააკაშვილის რეჟიმი საქართველოსთვის ძირითადი საფრთხეა
      7
    • არა - სააკაშვილის გარე ძალების ჩაურევლადაც მოუხერხებთ რამეს
      13
    • ოღონდ რუსეთი არა და დიდება სააკაშვილს
      3


Recommended Posts

ვინაიდან თითქოს მიძინებულ დღეებში და მიძინებულ ფორუმზე თემა "პოპულარული" გამოდგა, მოკლე დროში გადავიდა რა მეოთხე გვერძე შემიძლია ვივარაუდო, რომ იმისდამიუხედავად თუ ვის რა პოზიცია გააჩნია დასმულ კითხვასთან დაკავშირებით მოლოდინები აღნიშნულ საკითხზე არსებობს და რადგან ეს ასეა ვგონებ პოლიტიკური მოვლენებიც სადღაც დაახლოვებით იმ მიმართულებით განვითარდება რასეც თემაში ვისაუბრეთ..

 

თუ არა და დაიკიდეთ.. ახალი წელია ბოლო ბოლო და უეჭველზე უეჭველია რომ თუ არ დავიხოცებით გადავრჩებით. აუცილებლად გადავრჩებით :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 319
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რა დროს რუსების დახმარებაა, აგერ მიშა უშბას გვინატებს

 

6. Republic of Georgia

A rustic ski wonderland on the verge of discovery.

 

Ski buffs don’t usually think of Soviet Georgia when planning their next backcountry outing. But some ambitious plans in the Caucasus are trying to that fast. Tucked between the Black and Caspian seas and smattered with mountains, Georgia has the kind of terrain adventurous skiers yearn for: peaks reaching 16,000 feet, deep valleys and largely untouched slopes. Known best for spectacular off-piste and heli-skiing, Bakuriani and Gudauri — each a short drive from Tbilisi — saw 30,000 visitors in 2009 and are expanding fast.

 

And now, in efforts spearheaded by the Georgian president Mikheil Saakashvili, the ski-resort bug is spreading even further. In Mestia, the first groomed slopes of a new resort opened in December. Also earmarked as a winter hot spot is Goderdzi pass, which can have snow coverage six months a year.

— KIMBERLY BRADLEY

 

http://travel.nytimes.com/2011/01/09/travel/09where-to-go.html

 

აბა ნახეთ ვინ აპიარებს :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

ჯერ პოლიტიკური ძალა არ არსებობს, ეს ცხადია, მაგრამ მეწრმუნეთ რამდენიმე კარგად გააზრებული სარეკლამო სვლა და ორგანიზაციაც შეიქმნება და ახალი სახეებიც გამოჩნდებიან.

 

პროცესი ჩაშვებულია და მიკვირს თუ დღემდე ვერ შენიშნეთ ეს ყოველივე..

 

მე კი მაპატიეთ და პასიურ დამკვირვებლად ვამჯობინებ დარჩენას და მაქსიმუმ როგორც ჟურნალისტმა გავაშუქო ესა თუ ის მოვლენა. აქტიურ საზოგადოებრივ და მით უმეტეს პოლიტიკურ საქმიანობაში ვერ ჩავებმევი ასეთი შემოთავაზების შემთხვევაშიც კი.

მეყო რაც ვიაქტიურე, ისედაც ახლიდან მიწევს ცხოვრების დაწყება..

ვახ, ბურჯია ან ნოღა?? არადა გუმანი მიგრძნობს რომ არცერთ გევასება, რბილად რომ ვთქვათ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ღრმად და საფუძვლიანად მწამს, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ძალა, რომელიც უფრო მეტად შეიძლება აწყობდეს რუსეთს, ვიდრე ის, რომელიც ახლაა.

მაგას ვიძახი მეც რახანია. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

asds

 

ღრმად და საფუძვლიანად მწამს, რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს ძალა, რომელიც უფრო მეტად შეიძლება აწყობდეს რუსეთს, ვიდრე ის, რომელიც ახლაა. :)

ამათზე მეტად მზის სისტემაში ფულზე არავინ იყიდება. მე ამის დამადასტურებელი დოკუმენტალური მასალაც დავდე აქ შენს არყოფნაში. შეგიძლია გადაავლო თვალი. :)

 

http://planeta.ge/in...ndpost&p=362648

 

სია შემიძლია გავაგრძელო ნავთობით, საკვები პროდუქტებით, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო პროსუქციით (პირადი ჰიგიენის და ა.შ.), დავუმატოთ ეხლა ამას ჩემს მიერ დადებულ ბმულში ხსენებული სილქ როუდ გრუფის მიერ ე.წ. ყაზახური ინვესტიციები უძრავი ქონების, რკინიგზის და ა.შ. სფეროში და მეტი კი აღარაფერია ეკონომიკაში. :givi: მხოლოდ არიფებს სჯერათ, რომ რუსებს ამათზე მეტად ვინმე შეიძლება აწყობდეთ საქართველოს სათავეში და მითუმეტეს რამენაირად მხარს დაუჭირონ სხვა ძალას. ;)

 

კარგად მესმის რაზეც საუბრობ და გეთანხმები რომ სააკაშვილის რეჟიმი აწყობდა და აწყობს რუსეთს, აწყობდა და დო პორი დო ვრემენი აწყობს აშშ-საც, მაგრამ მე ხაზი იმ გარემოებას გაუსვი, რომ სააკაშვილმა მასზე დაკისრებული გეოპოლიტიკური ამოცანების ერთი ნაწილი უკვე შეასრულა და როგორც კი მეორე ნაწილს შეასრულებს, ანუ მისცემს რუსეთს სამხრეთ კავკასიაში "ურყევი სტაბილურობის" დამყარების შესაძლებლობას მასაც მოიშორებენ და მთლიანად იმ პოლიტიკურ ელიტასაც რომელიც ბოლო 20 წელია ხან რუსეთის ძუძუს წოვს და ხან დასავლეთის..

 

აშშ-ის და რუსეთის ინტერესი უფრო ღრმაა ვიდრე რეგიონალური ეკონომიკა. საუბარი ჩემი აზრით მსოფლიო წესრიგსა და მსოფლიო წესრიგის განსაზღვრაში თანამედროვე დასავლეთს უჭირავს და ეჭირება 15-20 წელიწადში როცა ჩინეთი ულაპარაკოდ ნომერ პირველი სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა გახდება როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ასევე მთლიანად მსოფლიოში.

 

სააკაშვილის რეჟიმი რომ საქართველოს სტაბილურობის გარანტირებას ვერ ახერხებს ეს მგონი ცხადია, ცხადია ისიც რომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში საქართველომ რეალურად განიცადა რიგი ორგანიზაციული ხასიათის რეფორმები რაც მას ახალი - პირობითად პრორუსული ძალით ჩანაცვლების პირობებში მისცემს შესაძლებლობას მოკლე ვადაში გაწევრიანდეს საბაჟო კავშირსა და ერთიან ეკონომიკურ სივრცეში, დახვეცოს სოციალური დაცვის სისტემა და მნიშვნელოვნად გაზარდოს ქვეყნის მდგრადობა როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური სტაბილურობის თვალსაზრისით.. სტაბილური საქართველო კი ვაშინგტონს აარიდებს ისეთ უსიამოვნო პროცესებს როგორიცაა საქართველოს სომხეთის ომის პროვოცირება, სომხეთის შავ ზღვაზე გაყვანა, ენერგოპროექტებში მთავარი სატრანზიტო ქვეყნის როლის სომხეთზე გადაცემა და ერთის მხრივ სომხეთის ძირითად რეგიონალურ ძალად წარმოჩენა მეორეს მხრივ კი საქართველოს სრული დეზინტეგრაცია ფეხებზე დაკიდება.

 

მოკლედ ფორუმის და პოსტების ამბავში ძნელია იმ სურათის წარმოჩენა რაზეც ვსაუბრობ მაგრამ ვფიქრობ სამხრეთ კავკასიას მნიშვნელოვანი ცვლილებები ელის წინ, პირველ რიგში კი საქართველოს..

 

 

და ბლოს, კრემლს პო ბოლშომუ სჩოტუ არავინ არაფერს ეკითხება, როგორც ვაშIნგტონი გადაწყვიტავს ისე მოიქცევა კრემლი, რადგან პუტინსაც კარგად ესმის და მედვედევსაც რომ დასავლეთისგან დამოუკიდებლად ჩინეთთან გამკლავებას რუსეთი ვერ შეძლებს. ვერ შეძლებს ვერც თანამედროვე საზღვრებში შენარჩუნებას..

 

Ostap

asds

როგორც გავიგე, რუსეთის თავდასხმის მიზანი ურჩი საქართველოს დამორჩილება იქნება, მაგრამ ამერიკის თანხმობას რაზე დაყრდნობით ამტკიცებ.

მოგეხსენება მიშას რეჟიმს სწორედ აშშ აფინანსებს და არა მარტო აფინანსებს :yes:

აქედან გამომდინარე,მორიგი თავდასხმის შემთხვევაში გამორიცხული არაა, რომ იმენნა საქართველოში შეეჯახოს აშშ–რუსეთის ინტერესები,სადაც აშშ შეიძლება ღიადაც ჩაერიოს აგვისტოს კონფლიქტისაგან განსხვავებით.

 

ესეც რომ არა,ვერ დაგეთანხმები, რომ რუსეთის საერთაშორისო იმიჯი და ეკონომიკა არ შეირყევა თუნდაც 3 დღიანი ომით.

ნაწილობრივ შენ კითხვას ანალგითან პოსტში გავეცი პასუხი და შენის ნებართვით არ გავმეორდები..

 

რაც შეეხება აშშ-რუსეთის ინტერესების შეჯახებას მერწმუნე ეგ გამორიცხულია..

 

დღევანდელი რუსეთი ის რუსეთი არ არის როგორსაც სააკაშვბილის რეჟიმი ხატავს.

 

კი რუსეთში არიან დერჟავნიკებიც და არიან ნაცისტ ფაშისტებიც მაგრამ კრემლი სხვა ადამიანების მიერ კონტროლდება და ერთია იგივე პუტინი შიდა მოხმარებისთვის რა რეჩებს არახუნებს ან რა პოლიტიკას აწარმოებს და მეორე რა ხდება იგივე რუსეთსა და ნატო-ს, რუსეთსა და მთლიანობაში დასავლეთს შორის ურთიერთობაში. ხდება კი ის რომ მოსკოვი ფაქტობრივად დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორად იქცა და როგორც არ უნდა შენაღბონ ეს ყოველივე რეალობა ზუსტად ისეთია როგორადაც მას მე ვხედავ.

 

პლუს ამას მერწმუნე თუ საქართველო რუსეთს შორის ომის განახლების მომსწრე გავხდებით არც აშშ და არც არავინ დედამიწის ზურგზე სააკაშვილს არ გამოექომაგება და სააკაშვილის ფიჰურის გამო არც საქართველოზე დაღვრის ვინმე ცრემლებს.

 

რუსეთმა ნამდვილად განიცადა გარკვეული დარტყმა აგვისტოს ომის დროს იმიჯის თვალსაზრისით, მაგრამ დეს რუსეთი რეაბილიტირებულია გაიგო რა მთელმა მსოფლიომ რომ რეალურად მიშბოზმა დაიწყო საომარი მოქმედებების აქტიური ფაზა და ამდენად ნიადაგიც შემზადდა საიმისოდ რომ ანალოგიური მოხდეს კიდეევ ერთხელ და მთელი მსოფლიო მოკეტილში იჯდეს კი არა პირდაპირ ეთერში უკეთეს შემთხვევაში სააკაშვილისა და ჰალსტუხის სიამტკბილობას უშვებდნენ უარესში კი გორის გმირულ ეპიზოდს..

 

ყველაფერს შემზადება უნდა და ამზადებენ. ეჭვი მაქვს 1-2 წელი და ის ყველაფერი რაზეც ვსაუბრობთ ფაქტი იქნება..

ბურჟანაძე–ნოღაიდელის გაოპოზიციონერება და მოსკოვის ვოიაჟები არაფერზე არ მიგითითებს?

მითუმეტეს როცა მოსკოვთან ურთიერთობები ყოველ–დღე იძაბებოდა,ორივე თანამდებობის პირები გახლდათ :yes:

სიმართლე გითხრა არ ვფიქრობ რომ ისეთ სერიოზულ საკითხში როგორიცაა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ძვრების განხორციელება მოსკოვი და ვაშინგტონი ბურჯანაძესა და ნოღაიდელს ენდობიამ.. გამორიცხულია ეგ ამბავი..

 

უბრალოდ შიდა მოხმარების სარეკლამო აქციებისას ანტურაჟის პონტში იყენებს კრემლი ამ ორ ფიგურას და ალბათ ფარულ დიპლომატიურ კონტაქტებსაც ამყარებს, შეიძლება სააკაშვილის დეზინფორმირებას ეწევა კრემლი ამ კლოუნების გამოყენებით ან კიდევ რამე, მაგრამ სერიოზულად მაგ ფენომენებს არავინ რუსეთში არ აღიქვავს..

 

პლუს ამას არ გამოვრიცხავ სააკაშვილის ნეიტრალიზების ოპერაციაშიც ქონდეს მაგ შიზიკებს გარკვეული როლი, მაგრამ არა ძირითადი..

 

ნებისმიერ შემთხვევაში სააკაშვილთან ერთად ჩაბარდება წარსულს ერთიც და მეორეც..

 

ია ტაკ დუმაიუ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვახ, ბურჯია ან ნოღა?? არადა გუმანი მიგრძნობს რომ არცერთ გევასება, რბილად რომ ვთქვათ :)

ეგენი გრამაატვოდის როლში არიან.

 

გურჯისტან სოსაითისაც "ართობენ" და მოსკოვსაც "ახალისებენ" და "გაახალისებენ" როცა დრო მოვა..

 

პოლიტიკური მომავალი კი არც ერთს აქვს და არც მეორეს. არ ვარ დარწმუნებული რომ სვაბოდაზე მაინც დარჩებიან ახალი ხელისუფლების პირობებში..

 

ყველამ უნდა აგოს პასუხი საქართველოს ფაქტობრივ განადგურებაზე და პირველ რიგში ყოფილმა და მოქმედმა მაღალი რანგის ჩინოვნიკებმა.

ასეც იქნება!

 

 

სხვა ადამიანები - ნამდვილი პატრიოტები გამოჩნდებიან 2011 წელს. უკვე იცნობს მათ საზოგადოების ერთი ნაწილი, მაგრამ არა როგორც აქტიურ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს. მალე გაიცნობენ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ერთადრეთი ქართველი ვინც სიმპატიას იწვევეს რუსეთში ეს ვასაძეა, თუკი მას დაადებენ ხელს ეს იმას ნიშნავს რომ ნორმალური საქართველო აწყობთ, თუ ეხლა ვიღაც უცნაურ ტიპს, გვარი არ მახსოვს იმის მელოტია რომააა :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

asds

ერთადრეთი ქართველი ვინც სიმპატიას იწვევეს რუსეთში ეს ვასაძეა, თუკი მას დაადებენ ხელს ეს იმას ნიშნავს რომ ნორმალური საქართველო აწყობთ, თუ ეხლა ვიღაც უცნაურ ტიპს, გვარი არ მახსოვს იმის მელოტია რომააა :givi:

ყველაფერი წინ არის..

 

რუსეთის სახელმწიფოს არასდროს აწყობდა არანორმალური საქართველო და მით უმეტეს საქართველოსთან არაადეკვატური ურთიერთობები, მაგრამ რატომღაც ვერც საქართველოში გაიგეს ეს თან დღემდე და ვერც რუსეთში (განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში და 90-იანი წლების რუსეთში)..

 

ვახ..

 

პოლიტფორუმზე რატომ ვერ შევდივარ :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორე რა ხდება იგივე რუსეთსა და ნატო-ს, რუსეთსა და მთლიანობაში დასავლეთს შორის ურთიერთობაში. ხდება კი ის რომ მოსკოვი ფაქტობრივად დასავლეთის სტრატეგიულ პარტნიორად იქცა

დასავლეთ–რუსეთის სტრატეგიული პარტნიორობის მტკიცება ჯერ ნაადრევია,რამეთუ მარტო გერმანია და იტალია არაა დასავლეთი(უფრო მეტიც: არც მერკელია გერმანია და არც სილვიო–იტალია :yes: )გაიხსენე რუსეთთან უთანხმოების მიზეზი, თითქმის ყოველთვის რუსეთისვე გაუთვლელი პოლიტიკა იყო.

კი ბატონო დღეისათვის ურთიერთობები თბება,მაგრამ არ მგონია ევროპა ასე გულუბრყვილოდ და მიამიტურად დაეყრდნოს "ჩესტნოე სლოვოს",რასაც თვითონვე არ უარყოფ :)

კი რუსეთში არიან დერჟავნიკებიც და არიან ნაცისტ ფაშისტებიც

და არა მარტო ესენი :yes:

აქვე გავითვალისწინოთ ეკ უნგრეთის თავმჯდომარეობა და პრემიერის მიერ გაკეთებული სერიოზული განცხადება ენერგომატარებლებზე,სხვათაშორის რუსეთის გვერდის ავლით :yes: ..ასე,რომ ...

ნუ ვაშინგტონ–მოსკოვის პარტნიორობის არ მჯერა

ალბათ მე უფრო გავხდები მიშისტი,ვიდრე... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Ostap

 

ჩემო ძმაო იმას თავი გავანებოთ რომ 17 წლიდან ჟურნალისტიკაში ვარ და ჩემ თვალწინ კეთდებოდა თანამედროვე საქართველო თავის პოლიტიკანებითურთ (33 წლის ვარ მამენტ) იმას ვერსად გავექცევი რომ როცა სხვები 8-9 წლის ასაკში სპაკოინი ნოჩის უყურებდნენ (ის ბედნიერები) მე ისტორიის წიგნებს ზღაპრად ვკითხულობდი და ვრემიას არ ვმაზავდი.. დღემდე თვალწინ მაქვს ბევრი ის კადრი და იმ მოვლენაზე, რომელიც თუნდაც უგზო უკვლოდ კონტროლირებადმა საბჭოთა მედიამ გადმოსცა (ამას სხვა დანარჩენი ინფორმაცია დაამატე იქიდან დღემდე), ასე რომ მერწმუნე რა მე რომ ვიტყვი სადღაც რაღაცა ნიტო ხდება ესეიგი სადღაც რაღაცა ნიტო ხდება და ასი წელი არ ვარ ბედნიერი ამ ფაქტით..

 

იმენნა ნეტა ფეხებზე მეკიდოს და მკიდებოდა რა ყველაფერი (ალალად ვამბობ), მაგრამ არ მკიდია ეს დედაარღნიანი და იმიტომ არის რომ სადაც და როგორც ხელი მიმიწვდება ისე ვცდილობ იმ ქვეყნის მოფრთხილებასა და გაფრთხილებას რომელმაც ზურგი მაქცია, მოღალატედ შემრაცხა და ერთი წამი არ დაფიქრდა ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების დანდობაზე..

 

იტოგში კარგი გემრიელად ნასვამი ვარ და არც შენ შეგაწყენ და არც სხვა ფორუმელებს ჩემი ემოციებით, ერთია ვისურვებდი რომ ჩემი სიტყვები პროფილაქტიკის მიზნით მაინც გაატაროთ "საცერში" რამეთუ ვიღაც მედროვე თესლები მხოლოდ ლაყბობენ, მე კი ისარიც მისვრია და მამა პაპის კუბოს ფიცარიც მიმიბარებია ჩემი ქართული მიწისთვისა და სამუდამო პატივისცემისა და ხსოვნისთვის :)

 

იმაში მაინც გაერკვიეთ ვის რა ამოძრავებს და რატომ, თუნდაც პონტა რადი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

Финляндия, Финляндия,

туда опять держит путь Иван.

Раз Молотов обещал, что все будет хорошо

и уже завтра в Хельсинки они будут есть мороженое.

Нет, Молотов! Нет, Молотов!

Ты врешь даже больше, чем Бобриков!

Финляндия, Финляндия,

линия Маннергейма серьезное препятствие,

и когда из Карелии начался страшный артиллерийский огонь

он заставил замолчать многих иванов.

Нет, Молотов! Нет, Молотов!

Ты врешь даже больше, чем Бобриков!

Финляндии, Финляндии,

страшится непобедимая Красная Армия.

Молотов уже говорил, чтобы присмотрели себе дачу,

а то чухонцы угрожают нас захватить.

Нет, Молотов! Нет, Молотов!

Ты врешь даже больше, чем Бобриков!

Иди за Урал, иди за Урал,

там много места для молотовской дачи.

Туда отправим и Сталиных и их приспешников,

политруков, комиссаров и петрозаводских мошенников.

Нет, Молотов! Нет, Молотов!

Ты врешь даже больше, чем Бобриков!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

შენ ჩემო მემარცხენე ლიბერალო ძმაო (იმედია არ მიწყენ თუ მეგობრულად მოგმართავ) ჩამოყალიბდი იმაში თუ რა და რატომ არის შენთვის ღირებული, რადგან რიგ პოსტებში ულტრარადიკალი (რბილად რომ ვთქვათ) მემარჯვენის შთაბეჭდილებას ტოვებ..

 

ცოტა უფრო ფართოდ შეხედე ცხოვრებას/სამყაროს, რომელიც არც დღეს იწყება და დიდის ალბათობით არც ხვალ უნდა დამთავრდეს. :)

 

პრინციპულობის გამოჩენა და საზოგადოებასთან კონფლიქტში შესვლა ისწავლე. ორატორისთვის და ამბიციური ადამიანისთვის აუცილებელი ცოდნა და თვისებაა..

 

სხვაგვარად რატომ ხარჯავ დროს ან სპეციფიურ/სპეციალურ ლიტერატურაზე ან ინტერნეტ სამყაროში აქტიურობაზე გაურკვეველი გამოდის..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ბევრისთვის ერთობ რთული თემა რომ ცოტაოდენ განვტვიროთ მუსიკალურ პაუზას შემოგთავაზებთ თუ წინააღმდეგი არ ხართ რათქმაუნდა და თუ Yოუთუბეს რგოლის ჩასმა გავიხსენე როგორ უნდა : )))

 

 

ანდ

 

 

ჩილ მან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ლიბერალო

მჰჰ......

ძმაო

ბიოლოგიურ ძმების გარდა სიტყვა ძმას იყენებენ როცა ადამიანებს საერთო რწმენა, საერთო პოლიტიკური ხედვა და ფასეულობები გააჩნიათ.. ამიხსენი აქედან რა გვაქვს საერთო?

 

(იმედია არ მიწყენ თუ მეგობრულად მოგმართავ)

არა არ მეწყინება, უბრალოდ არაბუნებრივი იქნება.

) ჩამოყალიბდი იმაში თუ რა და რატომ არის შენთვის ღირებული

ჩამოყალიბებული ვარ

ულტრარადიკალი (რბილად რომ ვთქვათ) მემარჯვენის შთაბეჭდილებას ტოვებ.

კონკრეტულად სად დავტოვე ულტრამემარჯვენეს შთაბეჭდილება?

 

პრინციპულობის გამოჩენა და საზოგადოებასთან კონფლიქტში შესვლა ისწავლე.

რა რა და ეს ვიცი. მაგრამ მე არ ვიქნები კომფლიქტში ჩემ სინდისთან და ჩემ თავთან, შენ კი რასაც ქადაგებ ყველაფერში წინააღმდეგობაში შევდივარ.

 

მე არ მესმის მტერი როგორ უნდა აღვიქვა მოყვარედ ან რატომ უნდა მივცე ჩემი ნებით იმის ნება, რომ აფხაზეთი განმეორდეს დანარჩენ საქართველოში, მხოლოდ იმიტომ რომ არ მიყვარს და მეტიც მძულს ხელისუფლბა.

ცოტა უფრო ფართოდ შეხედე ცხოვრებას/სამყაროს, რომელიც არც დღეს იწყება და დიდის ალბათობით არც ხვალ უნდა დამთავრდეს. :)

სხვაგვარად რატომ ხარჯავ დროს ან სპეციფიურ/სპეციალურ ლიტერატურაზე ან ინტერნეტ სამყაროში აქტიურობაზე გაურკვეველი გამოდის..

ეს რჩევები რბილად რომ ვთქვათ არა კორექტულია.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ბიჭო ძმურად შემოგცხებდი აქ რომ იყო, რადგან ბიოლოგია კი არა სიყვარულისა და პატივისცემის სიმბოლოა ჩვენთან ადამიანის ძმად მოხსენიება..

რომელ საქართველოში გაიზარდე?

 

დანარჩენი რა გითხრა ნუკრიკო (ასე უფრო გესიამოვნება) იგივე ჩემთან რომ ცდილობ დაპიურისპირებასა და კონფლიქტს ერთობ არაადეკვატური პონტი გამოდის რადგან რავიცი ტო თუ იდეოლოგიაზე მიდგა საქმე ნიკუშა მარქსთან არ/ვერ მიკამათია და შენ როგორ პოულობ ჩემთან საკამათოს იმენნო ვერ ვხვდები.. არა კი ვხსნი შენი ასაკით ამ ყოველივეს მაგრამ პონტს ვერ ვხვდები, რევოლუციური, მეამბოხე ჟინი ხომ შეგიძლია სხვა მიმართულებითაც მიმართო..

 

ჰოდა მოკლედ ან რაცხა ნიტოს კითხულობ ან რაცხა სხვანაირად აღიქვავ წაკითხულს რადგან თეორიაში ჩემი პატარა თანამოაზრე უნდა იყო მაგრამ ....

 

ფორუმულ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ჩემის მხრიდან ნებისმიერ შემთხვევაში მივესალმები შენ აქტიურობას..

 

ბოლოს და ბოლოს არის საკითხები რომელშიც მე გეთანხმები, და შენ წარმოიდგინე არანაირად არ მიტყდება ამის აღიარება : )))

 

გაგიმარჯოს ღმრთმა ნუკრიკო. კარგი ადამიანი ხარ, მე ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ თუ პრობლემებს არ შეუშინდები შენ წვლილს აუცილებლად შეიტან საქართველოს განვითარებაში..

 

უფრო მეტიც, საქართველოს სწორედ შენი და შენი ასაკის ადამიანების იმედი შეიძლება ქონდეს, მით უფრო რომ ჩევენზე (ჩემი ასაკის ადამიანებზე) გაცილებით განათელბული (ეს ჩემი აზრია) და განვითარებულები ხართ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...