Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ალექსანდრე ნიკურაძე, ალექსანდრე სანდერსი (1900-1981)

 

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი და პოლიტიკური მეცნიერების მოღვაწე.

 

დაიბადა სამტრედიაში, სასწავლებლად გაიგზავნა ბერლინში საქართველოს მაშინდელი მთავრობის მიერ. იგი 1921 წელს, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ ბერლინში დარჩა და გერმანიის მოქალაქე გახდა. იგი იყო შეუპოვარი მოწინააღმდეგე საბჭოთა რეჟიმის დამყარებისა საქართველოში. აქტიურად იყო ჩაბმული ქართული სათვისტომოს ღონისძიებებში და ახლო კავშირები ჰქონდა გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტურ პარტიასთან. 1920 წლის პირველ ნახევარ¬ში, საბჭოთა რეჟიმის გამო მისი მიუნხენში გადასახლების დღიდან მას ახლო-მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ალფრედ როზენბერგთან, რომლის შეხედულებები კავკასიის მოვლენების მიმართ ფართოდ ემყარებოდა ალექსანდრე ნიკურაძის გავლენას. იგი ლობირებდა დამოუკიდებელი საქართველოსათვის და გერმანიის მხარდაჭერას პირდებოდა ანტისაბჭოთა შეხედულებებით გამსჭვალულ ქართველ პოლიტიკურ ემიგრანტებს. კარლ ჰაუზხოფერის თეორიის “ფართო სივრცეები” გავლენის ქვეშ მყოფი ნიკურაძე მუშაობდა ჩანაფიქრზე, კერძოდ გერმანიის პროტექტორატის ამბიციურ პროექზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქართველებს ეთამაშათ წამყვანი როლი ერთიან კავკასიურ კომფედერაციაში. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში იგი იბრძოდა გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტური პარტიის მიერ რეპრესირე¬ბული ქართველობის გადასარჩენად თავისი ავტორიტეტის და პოპულარო¬ბის გამოყენებით.

 

ალექსანდრე ნიკურაძე, როგორც ფიზიკოსი აქტიურად იყო ჩაბმული გამოყენებადი ფიზიკის სფეროში. განსაკუთრებით იკვლევდა დიელექ-ტრულ მასალებს, იონთა და ელექტრონთა თეორიებს. გარდაიცვალა მიუნხენში. აღსანიშნავია აგრეთვე მისი ძმა, ივანე ნიკურაძე (1894-1979), რომელიც სახელგანთქმული გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი იყო.

 

 

 

 

 

ივანე ნიკურაძე (1894-1979)

 

საქართველოში დაბადებული, ქართული წარმოშობის გერმანელი ინჟინერი და ფიზიკოსი. მისი ძმა, ალექსანდრე ნიკურაძე იყო გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი და გეოპოლიტიკოსი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ალფრედ როზემბერგთან და ცნობილია როგორც მეორე ბსოფლიო ომის დროს მრავალი ქართველის სიციცხლის გადამრჩენი.

 

დაიბადა სამტრედიაში, სწავლობდა ქუთაისში, 1919 წელს, სასწავლებლად გაემგზავრა საზღვარდარეთ თვალსაჩინო ქართველი სწავლულის პეტრე მელიქიშვილის რეკომედნაციით. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამ ხელი შეუშალა მის სამშობლოში დაბრუბას და მოგვიანებით გერმანიის მოქალაქე გახდა. როგორც ლუდვიგ პრანტის სტუდენტმა მოიპოვა ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი და მუშაობდა მკვლევარად კაიზერ ვილჰემის, დღევანდელი მაქს პლანკის თვითორგანიზაციისა და დინამიკის ინსტიტუტში. დაინიშნა ამავე ინსტიტუტის განყოფილების უფროსად. მიუხედავად გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტურ შრომის პარტიასთან ურთიერთობისა რომელიც ჩამოყალიბდა 1930 იანი წლების დასაწყისში, იგი საბჭოთა ჯაშუშობაში და ინსტიტუტიდან რამოდენიმე მნიშველოვანი წიგნის ქურდობაში იქნა დადანაშაულებული გერმანიის სოციალისტურ-ნაციონალისტური საქარხნო ორგანიზაციის ერთერთი წევრის მიერ. 1934 წელსLმიუხედავად ლუდვიგ პრანტის დიდი ძალისხმევისა გაემართლებინა და დაეცვა იგი, ნიკურაძე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

1934-1945 წლებში იყო ფროფესორი ვრესლავსკის უნივერსიტეტში, 1945 წლიდან აეცენის უნივესიტეტის საპატიო პროფესორი.

 

ივანე ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი წიგნად გამოიცა 1933 წელს.Nნიკურაძე ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს თუ როგორ გაედინებოდა იგი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ ექსპერიმეტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ, რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე წნევის დანაკარგი.

 

 

http://rveuli.ge/dir/view_break.php?page=biography&id=461&cat=9

 

ივანე ნიკურაძე ცხოვრობდა ძირითადად გოტინგენში და მოღვაწეობდა ჰიდროდინამიკის სფეროში. მისი საქვეყნოდ ცნობილი ექსპერიმენტი წიგნად გამოიცა 1933 წელს.Nნიკურაძე ყურადღებით აკვირდებოდა და სწავლობდა ტურბულენტური სითხეების ხახუნის ექსპერიმენტს თუ როგორ გაედინებოდა იგი უხეში ზედაპირის მქონე მილების მეშვეობით. იგი ამ ექსპერიმეტში იყენებდა სხვადასხვა ფორმის ქვიშის კრისტალებს და დაამტკიცა, რომ, რაც უფრო უხეშია ზედაპირი, მით უფრო დიდია ხახუნის ძალა და აქედან გამომდინარე წნევის დანაკარგი.

 

ეხლა მეცადნიეობისას აღმოვაჩინე ეს პიროვნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...