newstudio Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 3 იანვარს, გმირთა მოედანზე, პოლიციის მიერ ვეტერანთა დარბევის გამო შეშფოთება გამოთქვა . ელჩის შეფასებით, დემოკრატიულ ქვეყანაში მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს. ეს განცხადება ბასმა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში აღსაზრდელებისთვის საჩუქრების გადაცემის შემდეგ გააკეთა. "მინდა გამოვეხმაურო გმირთა მოედანზე მომხდარ იმ მოვლენებს, რომელთაც 2-3 დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალყურს. შეშფოთებული ვარ, რომ პოლიციამ პროტესტის გამომხატველთა მიმართ ძალა გამოიყენა. რა თქმა უნდა, ძალადობა არ უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მომხდარი ადეკვატურად შეაფასა. იმედი მაქვს, ჩატარდება მოკვლევა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ ვიდეომასალას", _ განაცხადა ჯონ ბასმა. "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, თუ რა კომენტარს გააკეთებს ელჩი სასამართლოს მიერ 11 დაკავებული ვეტერანისთვის 400 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შესახებ, ბასმა განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებას არ აპირებს. "სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვას არ ვაპირებ, რადგან ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. ამაზე უფრო კომპეტენტურ პასუხს ომბუდსმენისგან მოვისმენთ. რაც შეეხება ფაქტს, უნდა ითქვას და განისაზღვროს, თუ როგორ, სად და რა ფორმით შეიძლება პროტესტი გამოიხატოს. მაგალითად, აშშ-ში არსებობს თავშეყრის, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ ადგილას შეიძლება შეკრება და პროტესტის გამოხატვა. ჩვენთან მონუმენტებთან, ომში დაღუპულთა მონუმენტებთან მკვეთრად ლიმიტირებულია პროტესტის გამოხატვა. ვფიქრობ, საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს, თუ სად, როგორ და რა ფორმით შეიძლება შეკრება და პროტესტის გამოხატვა _ გმირთა მოედანთან დაკავშირებით უნდა განისაზღვროს, შეიძლება თუ არა ასეთი ფორმით პროტესტის გამოხატვა. აქ ორი საკითხია: უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება, რადგან სავარაუდოდ პოლიციის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, მეორე მხრივ კი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ სად და რა ფორმით შეიძლება შეკრება", _ განაცხადა ჯონ ბასმა. http://www.interpressnews.ge/ge/politika/155999-ashsh-s-elchma-gmirtha-moedanze-veteranebis-darbevis-gamo-sheshfotheba-gamothqva.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 როდის გადაექცევა ამერიკას ეს წინადადდება კითხვითიდან თხრობითში? :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 newstudioამერიკის ელჩმა ხო არ უბერავთო შეშფოთდა ბასი არა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 მინდა გამოვეხმაურო გმირთა მოედანზე მომხდარ იმ მოვლენებს, რომელთაც 2-3 დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალყურს. შეშფოთებული ვარ, რომ პოლიციამ პროტესტის გამომხატველთა მიმართ ძალა გამოიყენა. რა თქმა უნდა, ძალადობა არ უნდა იყოს გამოყენებული პროტესტის გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყანაში. ამასთან, მოხარული ვარ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მომხდარი ადეკვატურად შეაფასა. იმედი მაქვს, ჩატარდება მოკვლევა და განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა არსებულ ვიდეომასალას", _ განაცხადა ჯონ ბასმა. ეხლა მიხვდით რატომ გაათავისუფლეს ის ჯეეელი? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 ეხლა მიხვდით რატომ გაათავისუფლეს ის ჯეეელი? :018: :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 newstudioმეორე მხრივ კი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ სად და რა ფორმით შეიძლება შეკრება", _ განაცხადა ჯონ ბასმა.ბატონ ბასს დიდი მადლობა განცხადებისთვის,მაგრამ ქართულ კანომდებლობაში ზუსტადაა განსაზღვრული სად შეიძლება აქციის ჩატარება და სად არა.ჩვენთან მონუმენტები აკრძალვაში არ შედის და შესაბამისად ვეტერანების ქმედება სავსებით კანონიერი იყო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 "ამერიკის ელჩმა ხო არ უბერავთო " ამერიკელ ელჩს გადაეცი, მიშა რომ დასვით პრეზიდენტად, მაშინ თქვენ უბერავდითქო, ეხლა კი ჩვენ ვუბერავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 ჩვენთან მონუმენტებთან, ომში დაღუპულთა მონუმენტებთან მკვეთრად ლიმიტირებულია პროტესტის გამოხატვა.ჰმლიმიტირებული რას ნიშნავს და ბასს ძაან ზედმეტადაც ნუ მივაქცევთ ყურადღებასხვალ შეიძლება გადააყენონ და სამშობლოში შრომის ბირჟაზე ვიხილოთ ცარიელი კოკა–კოლას ბოთლებით სეტკაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 newstudio"სასამართლოს გადაწყვეტილების განხილვას არ ვაპირებ, რადგან ამ საკითხს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. ამაზე უფრო კომპეტენტურ პასუხს ომბუდსმენისგან მოვისმენთ. გამოდის რა, რომ ელჩი საქართველოს სასამართლოსაც არ ენდობა, ვინაიდან ომბუდსმენს უფრო კომპეტეტურად მიიჩნევს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 Siknadmoეხლა მიხვდით რატომ გაათავისუფლეს ის ჯეეელი? მე მგონი მიზეზ შედეგობრივი კავშირია... საზოგადოებრივი აღშფოთება... შემდეგ ელჩი და შედეგი(მცირე ჯერ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 Giorgius Iluridzeგუშინწინ ქალთამმუსვრელი პოლიციელი 1000 ლარით დააჯილდოვეს. დღეს გამოუწერეს 6 თვის ხელფასი და დაპირდნენ, რომ კარგ ადგილას დანიშნავენ. ბასი მაშინ იქნება მაგარი კაცი, ორი თვის მერე თუ გაიხსენებს ამ ამბავს და შეფასებას მისცემს ამ ფაქტს. გარდა ამისა, დაინტერესდება, რატომ მისცეს პრემია ამ ტიპს ორი დღის წინ. და კიდევ ერთი, მე რომ მივიდე და მუშტი ვთხლიშო ვინც არ მევასება, მხოლოდ სამსახურიდან მომხსნიან და მეტი არაფერი?-- ფეისბუქიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 newstudioგუშინწინ ქალთამმუსვრელი პოლიციელი 1000 ლარით დააჯილდოვეს. დღეს გამოუწერეს 6 თვის ხელფასი და დაპირდნენ, რომ კარგ ადგილას დანიშნავენ. ბასი მაშინ იქნება მაგარი კაცი, ორი თვის მერე თუ გაიხსენებს ამ ამბავს და შეფასებას მისცემს ამ ფაქტს. გარდა ამისა, დაინტერესდება, რატომ მისცეს პრემია ამ ტიპს ორი დღის წინ. და კიდევ ერთი, მე რომ მივიდე და მუშტი ვთხლიშო ვინც არ მევასება, მხოლოდ სამსახურიდან მომხსნიან და მეტი არაფერი? აჰა!ეხლა ვინც კაცია ისე უნდა გაიგდოს ფეხქვეშ რომ ეს ფული წამლებში წაუვიდეს!ეჭვიც არ მეპარება რომ სიმართლე დაწერეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 5, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 newstudioხომ გეუბნებოდით ტყუილად ჟრიამულობთთქო....აუცილებლად ფბ-ზე უნდა დაგიწერო რამე რომ დამიჯერო კომპეტენტურ წყაროს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2011 T_A_Tხომ გეუბნებოდით ტყუილად ჟრიამულობთთქო....აუცილებლად ფბ-ზე უნდა დაგიწერო რამე რომ დამიჯერო კომპეტენტურ წყაროს? გვაცალეთ ბატონო გვაცალეთ... :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.