xrova Posted January 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 3, 2011 ადამიანები,რომლებიც “დაცვას” გვპირდებიან! შემთხვევა პირველი! სულ რამოდენიმე წუთის წინ,როდესაც დიდი ნაძვის ხის ქვემოთ ჩამოვჯექი ბულვარში,უეცრად დავინახე,რომ მოხუცი ქალი მანქანას დაეჯახა . ყველა რა თქმა უნდა ქალთან მივიდა,მე თავიდან აზრზე ვერ მოვედი თუ რაში იყო საქმე ,რადგანაც ესეთი ავარიები პირველად დავინახე .ერთი რისი თქმაც შემიძლია ეს ის არის რომ მძღოლი არაფერ შუაში იყო,თვითონ ქალი დაეჯახა მანქანას.ამ დროს პატრულიც მოვიდა. სულ 3 კაცი იყო. ჯერ 2 კაცი გადმოვიდა მანქანიდან,ერთი მძღოლთან მივიდა,მეორე ხალხს გაესაბრა. მესამე ქალთან მივიდა და ეუბნება თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვინ არის დამნაშავე. შემდეგ,როდესაც სიტუაცია დაწყნარდა,პოლიციელმა მოხუცი ქალი,ჩემსკენ ახლოს (ანუ მე სადაც ვიჯექი) გამოიყვანა და ეუბნება: “თუ თქვენ იტყვით რომ თქვენი ბრალი იყო და თქვენ ხართ დამნაშავე პრობლემები პირიქით თქვენ შეგექმნებათ,ასე რომ,თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემები თუ იმ მძღოლს გადააბრალებთ,ამით არაფერი დაშავდება! – უმეორებს პოლიციელი უკვე სამჯერ ქალს და მგონი დაარწმუნა კიდეც!ეს არის პირველი შემთხვევა… მეორე შემთხვევას ხვალ დილით დავწერ,რომელიც სრულიად დაგარწმუნებთ,რომ ადამიანები,რომლებიც თითქოსდა “გვიცავენ” – სრული აბსურდია…პ.ს. ამ ყველაფერზე ძალიან მომეშალა ნერვები,რადგანაც ერთი ჩვეულებრივი პატიოსანი მოქალაქე დამნაშავედ გამოაცხადეს! http://www.ireporter.ge/?p=2688 პატარა , მაგრამ ვინ იცის რამდენჯერ მომხდარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted January 4, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 შემთხვევა - 2 ნათესავი: “2010 წელს,იანვარში,წავედით მეგობრები ბაკურიანში.როდესაც “დავბინავდით” გადავწყვიტეთ,რომ სადმე კლუბში წავსულიყავით(თოვლი არ მოდიოდა და სახლში მარტო რა გვინდოდა?).მივედით კლუბში,ტანსაცმელი გავიხადეთ და დავიწყეთ გართობა. უეცრადჩოჩქოლი ატყდა,ბიჭები ერთმანეთს დაერივნენ,ერთი სცემდა მეორეს,მეორემესამეს და ა.შ. ამ დროს ჩვენ გადავწყვიტეთ წავსულიყავით (შარი არ აგვკიდონ მეთქი ვიფიქრე) და როდესაც ტანსაცმლის ასაღებადმივედით,ჩემს ერთ მეგობარს თავისი ქურთუკი არ დახვდა.ჩვენ რა თქმა უნდა პოლიციაში დარეკვა გვინდოდა,მაგრამ ჩოჩქოლის გამოისინი თვითონ მოვიდნენ ჩვენთან.როდესაც ერთი “პოლიციელი” გადმოვიდა მანქანიდან,მაშინვე მივედით მასთან და ვუთხარითრომ მეგობარს ქურთუკი დაეკარგა,სადაც ძალიან “ძვირიანი” ტელეფონიდა ფოტოაპარატი იყო. ამის შემდეგ,იმედი გვქონდა რომ პოლიცია საქმესშეუდგებოდა და ქურთუკს თუ არა ტელეფონს და ფოტოაპარატს მაინც იპოვიდა.მე ჩემს ნომერში დავბრუნდი. მივედი და უკვე დასაწოლად ვემზადებოდი.ღამის 5 თუ 6 საათი იყო,როდესაც მეგობარმა დამირეკა და მითხრა რომაუცილებლად პოლიციაში,ჩვენებაზე უნდა მივსულიყავი.ავდექი.ჩავიცვი. და იმ სიცივეში წავედი პოლიციისკენ. როდესაც შევედიჩემი მეგობრები გაფითრული სახით მიყურებდნენ,არცერთს ფერი არ ედოსახეზე და მეუბნებოდნენ რომ რაც არ უნდა ეთქვათ ჩემთვის ყველაფერზეუარი მეთქვა,მაგრამ რატო მეთქი,როდესაც ვკითხე ამ დროს პოლიციელი გამოვიდადა შიგნით შემიყვანა.როდესაც შემიყვანეს,სკამი დამიდეს მაგიდის წინ,ცენტრში. დამაჯინეს. დადაიწყეს დაკითხვა.სულ 5 პოლიციელი იყო და ხუთივე სხვადასხვასმეკითხება: რა გქვია? რა გვარიხარ? სადაური ხარ? ცურავ? და მეხუთემეკითხება, მარხილზე? (მიუხედავად იმისა,რომ ამ პოლიციელებში და ამსამართალში გამოცდილება არ მაქ და აზრზე არ ვარ ამ ყველაფრის,მივხვდირომ რაღაც ჩემი დაბნევა უნდოდათ და შევეცადე ყველასთვის ცალ-ცალკემეპასუხებინა).როდესაც დამკითხეს და როდესაც მოვუყევი თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.შემდეგ მითხეს:”ძალიან დიდი მადლობა რომ მოდით და შეგაწუხეთ ეხლაკი თავისუფალი ხართო.” და მეც ავდექი და გარეთ გავედი. მეგობრებს ველაპარაკებოდი,ყველაშეშინებული სახით მელაპარაკებოდა,არცერთს ფერი არ ედო სახეზე და უეცრადგამოვიდა პოლიციელი და მოინდომა რომ ისევ “დაკითხვის კაბინეტში”შევსულიყავი. მეც რა თქმა უნდა შევედი. და პოლიციელი მეუბნებოდა,რომდავმჯდარიყავი სეფაზე,სადაც ორი პოლიციელი იჯდა. გაიწიეს და ჩემიშუაში დაჯდომა მოინდომეს. ერთს ჰქონდა ჯიბეში ხელი,მეორეს კიდე მეორეჯიბეში. სიმართლე გითხრათ შემეშინდა და მივხვდი რომ ჩემთვისფოტოაპარატის და ტელეფონის ჩადებას აპირებდნენ და ყველაფერს მეგადმომაბრალებდნენ,ამიტომაც იქვე სკამი ავიღე,დავჯექი და ვუთხარი,რომაქ უფრო კომფორტულად ვზივარმეთქი. შემდეგ მითხრეს რომ თავისუფალივიყავი. აი მაშინ კი დავრწმუნდი რომ მართლაც რაღაცის ჩადებას აპირებდნენჩემთვის. გარეთ გამოვედი და მეც ისეთი გაფითრული და “ფერწასული”ვიყავი,როგორც ჩემი მეგობრები.ჩემს მეგობარს,რომელსაც ქურთუკი დაეკარგა,დაურეკა იმ ღამეს მამამისს,რომელმაცმიმართა თბილისის პოლიციას,რომლებიც შემდეგ ბაკურიანის პოლიციასდაუკავშირდნენ და ერთი თვის შემდეგ ქურთუკი,ფოტოაპარატი და მობილური თითქოსდა დიდი ძებნის შემდეგ “მოიძებნა”.http://www.ireporter.ge/?p=2739 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 xrovaეუბნება: “თუ თქვენ იტყვით რომ თქვენი ბრალი იყო და თქვენ ხართ დამნაშავე პრობლემები პირიქით თქვენ შეგექმნებათ,ასე რომ,თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემები თუ იმ მძღოლს გადააბრალებთ,ამით არაფერი დაშავდება! – უმეორებს პოლიციელი უკვე სამჯერ ქალს და მგონი დაარწმუნა კიდეც!წარმატებული რეფორმა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.