Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა


Recommended Posts

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

თბილისი 18:00 - 30.12.10 "ჯი-ეიჩ-ენი"

ამობეჭდვა45 ზომა:

 

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2010 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 3137.4 მლნ აშშ დოლარი იყო სამთავრობო სექტორის ვალი (33.4%), 889.3 მლნ აშშ დოლარი (9.5%) - ეროვნული ბანკის, 1444.7 მლნ აშშ დოლარი (15.4%) - საბანკო სექტორის, 1676.2 მლნ აშშ დოლარი (17.9%) - სხვა სექტორებისა და 2232.0 მლნ აშშ დოლარი (23.8%) - კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

 

2010 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 663.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; აქედან 274.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სამთავრობო სექტორის უცხოური ვალდებულებები. ეროვნული ბანკის საგარეო ვალის ზრდამ 36.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა კვარტლების მსგავსად, კვლავ გააგრძელა შემცირება საბანკო სექტორის უცხოურმა ვალდებულებებმა და დაიკლო 8.8 მლნ აშშ დოლარით. 297.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა სხვა სექტორების საგარეო ვალდებულებები, აქედან, 254.7 მლნ აშშ დოლარი საქართველოს რკინიგზის ევრობონდები იყო. საანგარიშო პერიოდში, ზრდა განიცადა უცხოურმა კომპანიათაშორისმა სესხებმა, სადაც, მატებამ 63.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა ძირითადად უცხოური ვალუტით. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში უცხოური ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალდებულებების მოცულობა 615.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და პერიოდის ბოლოსათვის 8903.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო ვალი 48.4 მლნ აშშ დოლარი მატებით, 476.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

სამთავრობო სექტორის საგარეო ვალი ოპერაციული ცვლილების შედეგად 154.8 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებით - 119.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

 

2010 წლის მესამე კვარტალში, საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები, როგორც უკვე აღინიშნა, 36.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 44.3 მლნ აშშ დოლარი ზრდა, საკურსო ცვლილებების შედეგია, ხოლო ოპერაციული ცვლილებით კლებამ 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

საბანკო სექტორში, საანგარიშო პერიოდში, გრძელვადიანი საგარეო ვალდებულებები 29.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. თუმცა ადგილი ჰქონდა საბანკო სექტორში არსებული მოკლევადიანი საგარეო ვალის ზრდას - 20.1 მლნ აშშ დოლარით. საკურსო ცვლილებების გამო, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა, 2010 წლის მესამე კვარტალში 8.5 მლნ აშშ დოლარით მოიმატა.

 

სხვა სექტორების საგარეო ვალი, ოპერაციული ცვლილების შედეგად 252.4 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებით - 36.8 მლნ აშშ დოლარი გაიზარდა.

 

კომპანიათაშორის სესხები ოპერაციული ცვლილების შედეგად 42.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად 22.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. საანგარიშო კვარტლის განმავლობაში, კომპანიათაშორისი სესხები სხვა ცვლილებების გამო 0.6 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

 

მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ 2010 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 424.3 მლნ აშშ დოლარი, საკურსო ცვლილებების შედეგად 231.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სხვა ცვლილებებით 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

 

 

 

ამდენი ვალი + პრივატიზაციიდან შემოსული თანხები+ გრანტები სად მიდის და რაში იხარჯება ამდენი ფული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ა, ამ ვალებით აკეთებენ გზებს და ხიდებს :018:

 

და მერე გვამადლიან ეს ვქვენით და ის ვქნეით თქვე დაუნახავეებოოო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი მსოფლიო წესრიგი

( კაი სტატიაა გაეცანიტ)

11:35 30.12.2010

[ჰოლგერ შტელცნერი; Franffurter Allmegeine]

 

ეკონომიკური ბუმი განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში, მათი მოსახლეობის სწრაფ ზრდასთან ერთად მსოფლიოს სურათს ცვლის. უახლოეს მომავალში პლანეტაზე ადამიანების რაოდენობა გაიზრდება და 9 მილიარდს მიაღწევს. ამ მხრივ მხოლოდ ორი გამონაკლისია – ევროპა და იაპონია.

 

 

 

უახლოესი 40 წლის განმავლობაში ევროპა 50 მილიონ ადამიანს დაკარგავს და გადაიქცევა ტრანსფორმაციის ერთგვარ ლაბორატორიად, რომელიც მატების პრინციპთან განშორების პრობლემით იქნება დაკავებული. საუბარი აღარ იქნება იმაზე, რომ ეკონომიკაში უფრო მეტი რაოდენობის ადამიანებით იქნას მიღწეული მეტი შედეგი, არამედ ამოცანა ის იქნება რომ ნაკლები რაოდენობის ადამიანებით მიღწეულ იქნას ანალოგიური შედეგი და შესაბამისად კეთილდღეობის არსებული დონე მაინც შენარჩუნდეს.

 

ეს გარდაქმნა საკუთარ კვალს დაატყობს ევროპის ქვეყნების ეკონომიკას და ის განსაკუთრებულ გავლენას იქონიებს მწარმოებელთა სტრატეგიასა და ბიზნეს-მოდელებზე.

 

მთელს მსოფლიოში ძალაუფლების სტრუქტურაში ტექტონური ძვრები შეიმჩნევა. ფინანსური კრიზისი აჩქარებს ძალაუფლების გადასვლას განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში. ისეთ ქვეყნებში სადაც წარმოებაა განვითარებული, ამ კრიზისმა სტრუქტურული სისუსტეები გააშიშვლა, რაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმალებოდა საემისიო ბანკების მიერ წარმოებული იაფი ფულის ნაკადების უკან.

 

 

 

შეერთებულ შტატებში, იაპონიასა და ევროპაში სახელმწიფო ვალები, სოციალური სისტემის მიმართ გაზრდილი მოთხოვნები და დაბერებული საზოგადოება ხანგრძლივ პერსპექტივაში მატების პოტენციალს ზღუდავს.

 

 

 

დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის რკინის ფარდის დაცემიდან ოცი წლის შემდეგ, რომლის დროსაც საბაზრო ეკონომიკამ და გლობალიზაციამ მილიარდობით ადამიანს სწრაფი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა მისცა, ბევრ ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყანაში კეთილდღეობის დონე იკლებს. ამას მოწმობს დასავლურ დემოკრატიებში არსებული დაბნეულობა, რომელიც ერთგვარ დეზორიენტაციაზე მიუთითებს.

 

 

 

ფინანსური კრიზისი ერთგვარი ისტორიული ეტაპია. მისი მიზეზები დასავლეთში ვალებთან დაკავშირებული ვალდებულებების უპასუხისმგებლო დაგროვებაში იმალება. წინა ომისშემდგომი ფინანსური კრიზისებისგან განსხვავებით დასავლეთს დღეს არ შეუძლია დამრიგებლის როლში ყოფნა. მას დღეს ისეთი ქვეყნები უპირისპირდებიან როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, ინდონეზია და თურქეთიც კი, რომლებსაც მზარდ და სტრუქტურულად განახლებული ეკონომიკების საფუძველზე საკუთარი ინტერესების დაცვა შეუძლიათ.

 

 

 

ახალი მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) რეფორმაში გამოიხატება. მომავალში G-7-ის ჯგუფის წევრებს „ბრიკის“ ოთხი ქვეყანა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი) შეუერთდება და ამგვარად სსფ-ს 11 ძირითადი აქციონერი ეყოლება.

 

 

 

ეკონომიკაზე სახელმწიფოს გავლენა კვლავ იზრდება

 

 

ინდუსტრიულად განვითარებულმა ქვეყნებმა თავისუფალი ვაჭრობისა და ლიბერალიზებული ფინანსური ბაზრების დახმარებით მსოფლიო ეკონომიკის მასშტაბური ზრდისთვის წინაპირობები შექმნეს. ახლა მარეგულირებელი მუხრუჭების გამოყენება ხდება, ასევე ხელახლა იზრდება სახელმწიფოს გავლენა ეკონომიკაზე და ეს ისეთ ადგილებშიც კი ხდება, სადაც ეს გავლენა ისედაც ძლიერი იყო. ხმარებაში კვლავ შემოვიდა ისეთი მებრძოლი ტერმინები, როგორებიცაა სავალუტო ომი და ვალუტის გამალებული გაუფასურება.

 

 

 

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი მრავალპოლარული მსოფლიო მარტივი არ იქნება. დასავლეთში კრიზისის შედეგი ის იყო, რომ ხელახლა გაიხსნა სახელმწიფო კაპიტალიზმი. აღმოსავლეთში სახელმწიფოს მიერ მართულ ეკონომიკებში ის ადრეც არსებობდა. ჩინეთის, რუსეთის და ნავთობმომპოვებელი ქვეყნების სახელმწიფო ფონდები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში 3 ტრილიონი დოლარის ინვესტიციებს ახორციელებდნენ და ისინი მართავენ იმაზე მეტ ფინანსურ რესურსებს, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა ფონდი.

 

 

 

სახელმწიფო მმართველი მენეჯერები ამტკიცებენ, რომ ისინი ინვესტიციებს პოლიტიკის გათვალისწინების გარეშე ახირციელებენ, მაგრამ შეიძლება კი ამის დაჯერება?

 

 

 

მსოფლიოში ეკონომიკური სისტემების კონკურენცია მიმდინარეობს. წარმატებული ჩინური მოდელი, რომელშიც პირველად გაერთიანდა კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემა კომუნისტურ დიქტატურასთან, ევროპასა და იაპონიაში ანგლო-საქსონური ტიპის ფინანსურ-ეკონომიკური საბაზრო ეკონომიკის კონკურენტია.

 

 

 

ჯერ-ჯერობით გაურკვეველია თუ რით დასრულდება ეს ბრძოლა. რა მოდელს აირჩევენ სხვა სახელმწიფოები? მოსახლეობის მხრივ ყველაზე მრავალრიცხოვანი ქვეყნები – სოციალისტური ჩინეთი და დემოკრატიული ინდოეთი, რომლებიც სხვა სახელმწიფოების ინტერესებსაც წარმოადგენენ, აზიაში მომავლის მსოფლიო წესრიგისთვის იბრძვიან.

 

 

 

ამავდროულად, უახლოესი წარსულის სუპერსახელმწიფო პარალიზებულია. შეერთებული შტატები ღონემიხდილი აკვირდება იმას, თუ როგორ თამაშობს ჩინეთი სამხრეთ-აფრიკაში წამყვანი ინვესტორის და ნედლი პროდუქციის მყიდველის როლს. ჩინეთის გავლენა აფრიკაშიც იზრდება და მისი კავშირები რესურსებით მდიდარ მთელ რიგ ქვეყნებთან უკეთესია, ვიდრე შეერთებულ შტატებთან.

 

 

 

ახლო-აღმოსავლეთის ნავთობმომპოვებელი ქვეყნები ცენტრში არიან. ის ვინც იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს აკონტროლებს, მსოფლიოში გადამწყვეტი გავლენა აქვს. დღეს საუდის არაბეთი საკუთარი ნავთობის დიდ ნაწილს უკვე აზიას აწვდის. იგივე შეიძლება მოხდეს ერაყშიც, როდესაც ეს ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკული ნედლეულის ამ სახეობის მარაგებით მსოფლიოში მეორეა, ომის შემდეგ ფეხზე დადგება. შეერთებულ შტატებს სანქციების ირანის დაჩოქება სურს, მაგრამ ეს არ გამოვა, რადგან ისეთ ქვეყნებს როგორებიც პაკისტანი და თურქეთი არიან ირანთან გამალებული ვაჭრობა აქვთ.

 

 

 

შემსყიდველუნარიანობით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება უკვე 2012 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკამ ამერიკა უკან მოიტოვოს. ასეთ შემთხვევაში შერეული იმპერია მსოფლიოს სოციალურ პროდუქტში მისი წილის გათვალისწინებით, რაც ერთ-მეხუთედს აჭარბებს კვლავ იქ აღმოჩნდება სადაც უკვე კოლონიამდელ ეპოქაში იყო და სადაც ის მისი შეხედულებით უნდა იყოს კიდეც – მსოფლიო ეკონომიკის მწვერვალზე.

 

Foreignpress.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთლიანი საგარეო ვალის ზრდამ 2010 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 424.3 მლნ აშშ დოლარი, საკურსო ცვლილებების შედეგად 231.4 მლნ აშშ დოლარი, ხოლო სხვა ცვლილებებით 8.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აი დარდი მთავარია ხინკალი არ გაგვიცივდეს ქართველებს :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

 

მთავარია ბიჭებმა იგრიალონ და.

 

მახარაშვილი ეძახის თავის შვილს: ი ტანკი რა უყავ ჯოო.

 

გოდერძი: პლანში გავცვალე მამიი!

 

გიორგი: შენი ჭირიც წაუღია, შენ ხო იკაიფე და.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 9379.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

 

 

ეს ჩვენი შვილების გადასახდელია და რამე ნორმალურ საქმეში რომ იყოს გახარჯული ეს თანხა,რომელიც მერე ამონაგებს მოგვცემდა კარგი იქნებოდა,მაგრამ იმენნა გაფლანგულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქარტველოს გაჭირვებული მოქალაქე...სუუულ მალე:

ვაჰიმეეე და ვაჰაჰაიმეეე სუსტ სქესზე წარმოდგენა დავკარგე ხალხნოოოოოოოოოოო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი ვთქვათ საბანკო სექტორს აქვს გარკვეული ვალი ხო? ხოდა ეს ხომ მაგათი პრობლემაა? ანუ მე რომ დიდი ვალი მქონდეს სახელმწიფო მანდ რა შუაშია? ანუ 3137 მილიონი რაცაა ძირითადად ეგ უნდა ადარდებდეს სახელმწიფოს არა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეერთებულ შტატებს სანქციების ირანის დაჩოქება სურს, მაგრამ ეს არ გამოვა,

ვინ ვის დააჩოქებს, მაგას ნახავენ იანკები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი ვთქვათ საბანკო სექტორს აქვს გარკვეული ვალი ხო? ხოდა ეს ხომ მაგათი პრობლემაა? ანუ მე რომ დიდი ვალი მქონდეს სახელმწიფო მანდ რა შუაშია? ანუ 3137 მილიონი რაცაა ძირითადად ეგ უნდა ადარდებდეს სახელმწიფოს არა?

 

 

რაის ბანკებს კაცო და ქვეყანას აქვს ქვეყანას.ბანკები კერძო სექტორია და თავში ქვა უხლიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე როგორც მახსოვს შევას დროს ვალს ვიღებდით და არაფერი კეთდებოდა, მგონია მიტომაც მოაქესტინეს მაგას თავი პაჩტი თავის ნებით(არჩევებამდე გოსსეკრეტარის სტუმრობანას თუ გავიხსენებთ), ესენი მოვიდნენ ,მსოფლიო ბანკი კონკრეტულ თანხას აძლევს კონკრეტული საქმისთვის-გაწერილია ყველაფერი და თანხების მიზნობრივათ ხარჯვა ხთება, ეხა ვინმე თუ ფიქრობს ატმივკას აშშ-ში ან კანადაში არ აკეთებენ მაგარი შემცდარია, უკეტესათ ხართ ვიდრე შევას დროს? ხოდა სხვის ჯიბეში ფულის თვლა მოქალაქის საქმე არაა-იჯექი განათებულ ოთახში, ჭამე საცივი და უყურე კონცერტს:)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წელს სახელმწიფომ 263 ობიექტი გაყიდა

 

 

საქართველოში 2010 წელს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 263 ობიექტი გაიყიდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, წელს საპრივატიზაციო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა.

 

ვერა ქობალიას განცხადებითვე, 2011 წლისათვის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება პრივატიზების პროცესის მეტი გამჭვირვალობა და ამ მიზნით ელექტრონული პრივატიზების სისტემის ამოქმედება იქნება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

თუ წელს 263 ობიექტი გაიყიდა წარმოიდგინეთ რამდენია გაყიდული ნაცმოძის მართველობის პერიოდში.

 

ეხლა რამდენი მილიარდია შემოსული ამ პრივატიზაციიდან. აქ ხომ მილიარდებზეა საუბარი და სად წავიდა მთელი

 

ეს თანხა?

 

 

 

რაც გაკეთდა ღირს იმდენი რა თანხებზეც არის საუბარი?

 

maliari

მე როგორც მახსოვს შევას დროს ვალს ვიღებდით და არაფერი კეთდებოდა, მგონია მიტომაც მოაქესტინეს მაგას თავი პაჩტი თავის ნებით(არჩევებამდე გოსსეკრეტარის სტუმრობანას თუ გავიხსენებთ), ესენი მოვიდნენ ,მსოფლიო ბანკი კონკრეტულ თანხას აძლევს კონკრეტული საქმისთვის-გაწერილია ყველაფერი და თანხების მიზნობრივათ ხარჯვა ხთება, ეხა ვინმე თუ ფიქრობს ატმივკას აშშ-ში ან კანადაში არ აკეთებენ მაგარი შემცდარია, უკეტესათ ხართ ვიდრე შევას დროს? ხოდა სხვის ჯიბეში ფულის თვლა მოქალაქის საქმე არაა-იჯექი განათებულ ოთახში, ჭამე საცივი და უყურე კონცერტს

 

 

არ გეწყინოს მაგრამ სუფთა მალიარული პოსტია. :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...