Jump to content
Planeta.Ge

არსენ იყალთოელი (XI-XII)


Recommended Posts

არსენ იყალთოელი (XI-XII)

 

http://s42.radikal.ru/i096/0901/c0/5cccff88a8f9.jpg

 

სასულიერო მოღვაწე, ფილოსოფოსი, მწერალი, ჰიმნოგრაფი.

 

წყაროებში იხსენიება ვაჩესძედ. წარმოშობით იყალთოდან ყოფილა. განათლება მიიღო ბიზანტიაში, ე.წ. მანგანის აკადემიაში. იქვე დაუწყია მთარგმნელობითი მოღვაწეობა. 80-იან წლებში წავიდა შავ მთაზე (სირიაში), სადაც მოღვაწეობდა ეფრემ მცირის ხელმძღვანელობით. მისი გარდაცვალების შემდეგ დაბრუნებულა მანგანის მონასტერში, შემდეგ კი ჩამოსულა სამშობლოში. მოღვაწეობდა გელათის აკადემიაში. ტრადიციული ცნობის თანახმად, დავით აღმაშენებლის მხარდაჭერით, არსენს იყალთოელს მონასტერთან დაუარსებია აკადემია და მისი პირველი რექტორიც ყოფილა. საბოლოოდ კი იყალთოს მონასტერში დამკვიდრებულა.

 

არსენ იყალთოელმა თარგმნა და ერთ კრებულში "დოგმატიკონში" გააერთიანა ბიზანტიის მწერალთა ფილოსოფიურ-თეოლოგიური თხზულებები, დოგმატურ-პოლემიკური ეპისტოლენი, სტატიები და ტრაქტატები და სხვა. ამ თარგმანებს ურთავდა ფილოლოგიური და ფილოსოფიური თვალსაზრისით საინტერესო შენიშვნებსა და კომენტარებს. აღსანიშნავია, რომ არსენ იყალთოელს მოიხსენიებენ ანატომისის მცოდნედ, "ანატომიკოსად". მასვე ეკუთვნის სასულიერო შინაარსის იამბიკოები, დავით აღმაშენებლის ეპიტაფია "ვინ ნაჭარმაგევს მეფენი". არსენ იყალთოელს შეუდგენია ფიზიკის სახელმძღვანელო, რომლითაც ასწავლიდა გელათისა და იყალთოს აკადემიებში. ამ სახელმძღვანელოს იხსენიებს ანტონ I.

 

არსენ იყალთოელი შუა საუკუნეების ქართული ფილოსოფიურ-თეოლოგიური აზრის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მონაწილეობდა დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეულ კრებაში, რომელიც მიზნად ისახავდა რელიგიურ-დოგმატიკურ საკითხების გადაწყვეტას. მისი პოზიცია ერეტიკოსების მიმართ შეურიგებელი და მკაცრი იყო. მისი თეორიული მეთოდი დოგმატიკურია. ფილოსოფიაში სქოლასტიკის არისტოტელიზმის მიმდევარია.

 

არსენ იყალთოელის მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არ არის მეცნიერულად გამოცემული. ზოგი მკვლევარი არსენ იყალთოელს არსენ ბერთან აიგივებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...