monica Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 აქ დავდოთ ისეთი სურათები, ჩანახატები, ლექსები (და ა.შ.) რომლებიც ძალიან გვგავს...ან უბრალოდ ის "რაღაცეები" რაც გვიყვარს ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
monica Posted January 12, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 (შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის...)გალაკტიონ ტაბიძე შენს სიყმაწვილეს ახსოვს მხოლოდ ზუზუნი ქარის, როგორ უგონოდ გაწამებდა ბედი, ვაიმე, ახლა შენს სულში ყვავილისთვის მზე აღარ არის, მზე აღარ არის და არ არის არარაიმე. ცეცხლი გწყუროდა, რომ აგენთო ბნელი ნაპირი, წმინდა ტაძრები, სიონები, სვეტიცხოვლები. ეხლა შენა გსურს არაფერი, ო, არაფერი, მხოლოდ ზამთრების მწუხარებით შეიფოთლები. არც ღმერთი, არც ცა არ სწყურია გაუგებარ სულს, არც სიყვარული, არც ღიმილი, არც სიტკბოება. შენ ვერაფერი დაგავიწყებს შხამიან წარსულს, შენთვის მკურნალი იმედები არ იპოვება. უმიზეზოდ ცივს, უმიზეზოდ შეურაცხყოფილს, შენ არ გსურს ვინმეს გააგონო, ჩემო ციერო. მხოლოდ დემონთა დავიწყება ეძებს სამყოფელს: ყოველივესთვის იყოს იგი სამაგიერო! 1914 ეს ლექსი ძალიან მგავს მე... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 Голос твой на заре Расплескал всё во мне, Разорвал солнца круг, Улыбнись, я твой друг. Я заберусь на дерево ночью И до утра там буду висеть, Я заберусь на дерево ночью И на тебя сквозь слёзы смотреть Буду я. Голос твой, шум дождя Я любил, но вчера. Унесли об-облака ту любовь. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
monica Posted January 14, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2009 * * * არა, ეს არ შეიძლება დამთავრდეს, ყველაფერი ხომ ძალიან ლამაზადაა?!და ერთი წლის შემდეგ: როგორც ყოველთვის - დავთვერი. როგორც ყოველთვის სახლში გვიან - ან საერთოდ არ მივედი. როგორც ყოველთვის - ვიბოდიალე ქალაქის ქუჩებში თითქმის დილამდე, მერე რა, თუ შემცივდა ცოტა? როგორც ყოველთვის - კაფეში შევედი და რძიანი ყავა დავლიე. როგორც ყოველთვის - ვიტრინებში არეკლილი ჩემი გამოსახულება არ მინდოდა ჩემი ყოფილიყო. როგორც ყოველთვის - თითოეული გამვლელის თვალებში მის მწვანე თვალებს ვხედავდი. როგორც ყოველთვის - მისი მწვანე თვალები ვიტრინები მინდოდა ყოფილიყო, ავრეკლილიყავი მაინც... მიყვარდა და... * * * იცი რა საყვარელი იყო? პატარა, გულუბრიყვლო ბავშვს ჰგავდა, გაბუტული, საყვარელი ტუჩებით, იცი როგორ მკოცნიდა? ძალიან ნაზად, მეგონა ნაყინივით დამადნებოდა ენაზე. ლამაზი, მწვანე თვალები ჰქონდა და გრძელი თმები, ვგიჟდებოდი, როცა თმას ვუჩეჩავდი, ის კი ბრაზდებოდა და აბურდული თმის გასწორებას ცდილობდა... პირველად აუდიტორიაში მაკოცა. სასაცილოა პირდაპირ, სამოცდაათკაციან აუდიტორიაში შუქი ჩაქრა, მან კი უცებ მაკოცა და გაქრა. ეს არ იყო ჩემთვის პირველი და არც უკანასკნელი კოცნა, მაგრამ... მაგრამ არ მახსოვს, იმიტომ, რომ მთელი ლექციები ისე გავიდა, რომ არაფერი მახსოვს. მერე იყო ექსკურსია მცხეთასა და შიომღვიმეში. ზუსტად იმ დღეს, როდესაც მეფე ირაკლი სიცოცხლეში უკანასკნელად აღნიშნავდა თავის დაბადების დღეს. იყო თმების აჩეჩვა, კოცნა, ბალახზე გულაღმა წოლა, ჩუმი ხითხითი და ხელჩაჭიდებული სეირნობა და კიდევ ბედნიერება ბევრი, ბევრი, ბევრი, ძააააალიან ბევრი... "რომ შემიყვარდე?" "არ შეგიყვარდები, მე ცუდი ბიჭი ვარ"... "არა, ეს არ შეიძლება დამთავრდეს, ყველაფერი ხომ ძალიან ლამაზადაა?!" - გავიფიქრე... მერე ვეღარც შევნიშნე, როგორ შეცვალა სიტყვა "იშვიათად" ფრაზამ "როგორც ყოველთვის"... ერთი წლის შემდეგ მე ისევ მცხეთაში აღმოვჩნდი. გადმოვყურებდი ჯვრის მონასტრიდან მთელს სივრცეს და ჩემს წარსულს. ჩემს სიყვარულსაც... მეფეს ვულოცავ დაბადების დღეს... სოფიას კი სიყვარულის დღეს... ეძღვნება მზეს სოფია, 19.11.2006. მეც მინდა ეგრე ვუყვარდე ვინმეს... :wit: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted January 14, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2009 http://www.arthistoryarchive.com/arthistory/surrealism/images/ReneMagritte-The-Son-of-Man-1964.jpg "The Son of Man" Rene Magritte 1964 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tako:)) Posted February 27, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted February 27, 2009 Не отрекаются, любя,Ведь жизнь кончается не завтра,Я перестану ждать тебя,А ты придешь совсем внезапно. А ты придешь, когда темно,Когда в стекло ударит вьюга,Когда припомнишь, как давноНе согревали мы друг друга. И так захочешь теплоты,Не полюбившейся когда-то,Что переждать не сможешь тыТрёх человек у автомата. И будет, как назло, ползти,Трамвай, метро, не знаю, что там…И вьюга заметет путиНа дальних подступах к воротам… А в доме будет грусть и тишь,Хрип счетчика и шорох книжки,Когда ты в двери постучишь,Взбежав наверх без передышки. За это можно всё отдать,И до того я в это верю,Что трудно мне тебя не ждать,Весь день, не отходя от двери. В. Тушнова ძალიან მიყვარს ეს ლექსი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tok0 Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 http://image.geotorrents.com/images/uk0tq1dybe9jtwpusszk.jpg==================================================მიყვარხარ ძლიერ....ძლიერ..რაც გადის დრო და ხანი,მე უფრო მეტად მიყვარსშენი პატარა ტანი შენი შავი თმის ბუჩქიეგ თეთრი შუბლის სერითვალები გიშრისფერილოყები ვარდისფერი,შენი თითები მიყვარსორი პატარა თითიო, იცი როგორ მიყვარს, ოდნავ შეხებაც მათი,ო, იცი როგორ მიყვარს გამოუთქმელი ენით?შენი გრძნობების სიღრმე, სულის სიმაღლე შენიმე დარდიც მიყვარს შენიშენი ღიმილიც ფართომე ცრემლიც მიყვარს შენიშნი კისკისიც მართობსმე შუქი მიყვარს შენი რა არის მისი ფასი!მე ჩრდილიც მიყვარს შენიმზის დაბნელების მსგავსი....მიყვარხარ ძლიერ... ძლიერმწვავს შენი ტრფობის ალიმიყვარხარ....ძლიერ ...ძლიერმთელი გრძნობით და ძალით.მთელი სამყარო ვრცელიშენით არსებობს ჩემთვისრაზეც კი ვფიქრობ, ყველაფიქრს შენზე ფიქრი ერთვისგიქრში ჩემთან ხარ დღისითგულის ძგერის ხმა მესმისშენი ხმა არის ისიც,შენთვის მივწვდები მწვერვალს,დიდების ყველა მნათობს,დიდებას დავთმობ შენთვის,შენთვის მწვერვალებს დავთმობ.შენი ოცნებით ვხარობშენს დარდს ვატარებ დარდადმე სხვა სურვვული არ მაქვს შენი სურვილის გარდა.მსხვერპლი ყველაზე დიდი მე მემეჩვენება მცირედრადგან შენ გსურდა იგირადგან შენ შემოგწირეშენს მცირეოდენ წყენას,სულ უმნიშვნელო წვრილმანსსდევს ჩემი სევდა დიდიჩემი ცრემლების წვიმა.მიყვარხარ....ძლიერ ... ძლიერმიყვარხარ ცხადად ,მალვითროგორც არასდროს არვინ არ ყვარებია არვის.ეს სიკვდილს უდრის თითქმისეს შეუძლოა თითქმისშენ ერთს გეკუთვნის ყველა< რაც სიყვარულად ითქმის:ძმაც ვარ, სატრფოც ვარ შენი,მამაც, დაო და დედავ,მე შეყვარებულს ყველას შენს სახებაში ვხედავ,სატრფოვ, შვილო და დედავჩემო ძვირფასო ცოლო,ყველას მაგივრად ერთადმე შენ მიყვარხარ მხოლოდ.რა მაბადია ქვეყნადამ სიყვარულზე კარგი.მიყვარხარ ძლიერ ძლიერვარ შენი ტრფობით შმაგი.თუ ტრფობისათვის რამე ჯილდო იქნება ბოლოს,ის შენ გეკუთვნის მარტოის შენ გეკუთვნის მხოლოდნაყოფი მისი არივინც ნორჩი ნერგი დარგოეს სუყვარული დიდი შენ შემასწავლე კარგო.! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
tok0 Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 ეს ლექსი იმ გოგოს ეძღვნება ვინც მე მიყვარს იმას კი არა ... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ketusa Posted July 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 16, 2009 ლიტერატურაში არ ჯობია ეს თემა? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts