გიორგი68 Posted December 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 28, 2010 (edited) -------------------- Edited December 29, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Oberyn Posted December 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2010 გამკეთებელი და მებრძოლი უნდა იყო თუ გინდა მართებულად გექცეოდნენ, შენვე უნდა აიძულო გასაკეთებელი გააკეთოს. როცა სიტყვით არ გამოდის, ტყვია უნდა ჩააჭედო ტვინში. მაგრამ ქართველი საზოგადოება გაუთვითცნობიერებელი და უცოდინარია, მებრძოლი სული არ აქვს. მაგათგან არცერთს არ შეუძლია პოლიტიკოსებისგან მოითხოვოს. რისი ბრალია ეს? იდეოლოგიის. დიდსაც და პატარასაც ტელევიზორიდან მხიარულებით და სისულელეებით უჭედავენ გონებას და მეომარ სულს უკლავენ. ამ ქვეყანას რამე რომ ეშველოს, ჭეშმარიტად კაცური დაჯგუფება უნდა შეიკრიბოს, რომელიც ნაბო*რებს მიხოცავს და მებრძოლი სულისკვეთებით გაჟღენთილ იდეოლოგიას გაატარებს. თუმცა მეორის გარეშე პირველი ვერ შეიკრიბება და ვრჩებით წრიულად ფსკერზე. ერთადერთი გამოსავალია რამდენიმე მოაზროვნე კაცმა ჩამოაყალიბოს საჭირო ქართული, არალიბერალური იდეოლოგია, კარგად განსაზღვროს მისი გატარების გზები და საქმეს შეუდგეს, რომ ის გამკეთებელი ხალხი გამოჩნდეს, რომელიც სიმართლეს კბილებით გაიტანს და ამ არაფრისმაქნის "სიტყვისთავისუფლება-კანონისუზენაესობას" არ დაელოდება. არ მეთანხმებით? იმიტომ რომ მთავრობებისგან ფსევდოღირებულებებით ტვინგამოტენილი ევროპელები ხართ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted December 29, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 29, 2010 მე გაუნათლებელმა რა მომღერალი აღმოვაჩინე დღეს http://www.youtube.com/watch?v=ZlXnpUmJm-4რა სერიოზული კაცი ყოფილა. მე კიდევ ვფიქრობდი ამ ჩურკა კორეელმა რა უნდ აიცოდეს თქო სიმღერის ჩვენ კიდევ ვიგლოვოთ აფხაზეთის სასიყვარულო სიმღერებით და მოგვკლას ნოსტალგიამ... ნუ ჩემ ტაობას ისედაც კიდია ვის ვინ ყავს ლოვე ეგაა მთავარი პრობლემა და სიხარული პ.ს. რუსულია რუსეთუმე ვარ ხო გასაგებია სიედაც პ.ს. 2. რუსბარაოვის რომ უსმენთ ხოლმე და მაგის ციტატებს იყენებთ არ ხართ რუსეთუმეები ეეგც ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted December 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 PEPE.რა მომღერალი აღმოვაჩინე დღეს ცოი არ იცოდი აქამდე? ჯეელობაში მაგას და დდტ-ს ვუსმენდი რუსული ჯგუფიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted December 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 (edited) PEPE. ცოი არ იცოდი აქამდე? ჯეელობაში მაგას და დდტ-ს ვუსმენდი რუსული ჯგუფიდან კი ვიცოდი.. მაგრამ მარტო ეს "გრუპა კროვი" მევასებოდა ეხლა კიდევ რამდენიმე სიმღერა ავღმოვაჩინე ყველაზე მაგარია "ვრემია პერემენ".. ჯობია აშკარად დდტ-ს Edited December 30, 2010 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 ტაკოში რატომ ვარტ-საინტერესო სტატიაა:გიორგი გაჩეჩილაძე - "ხელისუფლება პენსიებს ვეღარ დაარიგებს... ხელისუფლებამ იცის, რომ საშინელი პრობლემები აქვს და ტერორი სულ უფრო მძაფრდება""მარტო ის რად ღირს, რომ ქვეყანამ ეკონომიკური დამოუკიდებლობა დაკარგა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეკონომიკისა და დამოუკიდებლობისთვის - ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ფაქტობრივად, მოკვდა. ენერგეტიკული პოტენციალი მთლიანად რუსების ხელში გადავიდა. ყველა ჰიდროსადგური, რომელიც ფუნქციობს საქართველოში, რუსებისაა. ჩვენ ვამაყობდით ჩვენი წყლის ენერგეტიკული რესურსებით, ვაცხადებდით, რომ ერთ-ერთი მოწინავე ვართ მთელ მსოფლიოში. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ყველაფერი რუსების ხელშია - ჰიდროენერგეტიკული რესურსების გამომუშავების 95-96% რუსული ფირმებისა და კომპანიების ხელშია"მიუხედავად ერთმანეთის გაუთავებელი ლანძღვა-გინებისა, რუსეთი თავის ინტერესებს ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელებს. აღმოჩნდა ისიც, რომ ყველაზე მსხვილი სამრეწველო ობიექტებიც რუსეთის ხელშია. სრულიად არაადეკვატური იყო სააკაშვილის განცხადება 2010 წლის შეჯამების დროს, როცა მან თქვა, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოვიპოვეთო. ახლა ვერავის მოატყუებს, მაგრამ ფაქტია, რომ რეალობა, სამწუხაროდ, ასეთია. ისეთი სტრატეგიული ობიექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, რუსეთის ხელშია. დედაქალაქის წყლით მომარაგება მტრის ხელშია. ასევე მტრის ხელშია მადნეულის კომბინატი და რუსთავის "აზოტი", რომლებიც ყველაზე ღირებულ საექსპორტო ნედლეულს უშვებენ...ასე რომ, ფაქტობრივად ეს წელი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით გაშიფვრა საქართველოს ხელისუფლების რეალური სახისა, რეალური საგარეო-პოლიტიკური ორიენტირების წარმოჩენისა. რაც უნდა ლანძღვა-გინება იყოს რუსეთის მიმართულებით, ვინც ფლობს ეკონომიკას, ის ფლობს იმ სახელმწიფოს და პოლიტიკასაც ის ატარებს. აშკარა გახდა რომ ყველა მიმართულებით კატასტროფული შედეგებია. მაგალითად, კატასტროფული შედეგებია აგრარულ სექტორში - 2010 წლის წინასწარი მონაცემებით ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწების 70% არ დამუშავდა. იმ ფერმერებბა და გლეხებმა, რომლებიც მძლავრად იყვნენ და შეეძლოთ, ნაწილობრივ მაინც დაემუშავებინათ, უარი თქვეს მიწის დამუშავებაზე, რადგან აზრი არ აქვსო. მიზეზი ისაა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აბუჩად აიგდო მთელი აგრარული სექტორი, მთელი საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული","აგრარული სექტორის უპატრონობამ აღმოსავლეთ საქართველოში მინდვრის მავნებლების გამრავლება გამოიწვია. ამიტომ არაფრის დათესვას აზრი არ აქვს. როგორც სამართებლები, ისე ჭრიან მავნებლები ნათესებს. ძირითადად მინდვრის თაგვებზეა ლაპარაკი, რომლებიც მასობრივად არიან მოდებული. ამ პრობლემის მოგვარებას სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდებოდა. ჩვენთან უამრავი ადამიანი მოდიოდა და გვთხოვდა, გვეშველა - გვეშოვა ის წამალი, რომელიც მავნებლებს გაანადგურებდა. 2005 წელს ხელისუფლებამ გააუქმა ფიტოსანიტარიული სამსახური, რომელიც საზღვრებზე აკონტროლებდა მავნებლებისა და სხვადასხვა სარეველებიანი თესლების შემოტანას. ამან სოფლის მეურნეობას ბევრი პრობლემა შეუქმნა... ახლა პრობლემა ისაა, რომ მღრღნელების პრობლემას ფერმერი და გლეხი ვერ მოერევა, აზრი არ აქვს - ამას სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზული ბრძოლა, რაც არ კეთდება""ასეთ სქემაში, როდესაც აღარაფერი მუშავდება, მთელი მრეწველობა სხვის ხელში გადავიდა. ფაქტობრივად, საქართველოში ინვესტიციები აღარ შემოდის. ეს საზოგადოებას პირდაპირ ურტყამს, იმიტომ, რომ ნაკლები ვალუტა შემოდის, ეს ხელს უწყობს ინფლაციას და პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევს. ამას დავამატოთ ის, რომ ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სავალური ფონდმაც უარი თქვა საქართველოსთან ურთიერთობაზე. ეს რეალურად კატასტროფაა, გაისად ფასები კატასტროფულად გაიზრდება - სააკაშვილმა წინმსწრებად იმიტომ განაცხადა, ჩვენი პრობლემა ინფლაციააო"სხვათა შორის, 2011 წლიდან იწყება ჩვენი ვალების გადახდა. სააკაშვილი კი არ განმტკიცდა, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებას პრობლემები შეექმნა. ბიუჯეტში, ფაქტობრივად შემოსავლები აღარ არის იმ რაოდენობით, რაც საჭიროა ქვეყანაში პენსიების, ხელფასების დასარიგებლად, სხვადასხვა სოციალური საკითხისა და ჯანდაცვის მოსაგვარებლად. ხელისუფლებამ კი გამოაცხადა, ჩვენ მოვიჭერთ ქამრებსო - სინამდვილეში საქართველოს მოსახლეობის დახრჩობა დაიწყო. არის ვარიანტი, რომ მომავალში ხელისუფლებამ შეიძლება პენსიებიც ვერ დაარიგოს. ამიტომ დაიწყო არა მარტო მსხვილი, არამედ წვრილი ბიზნესმენების საშინელი დევნა, დაჭერები. ბიზნესმენებისთვის ფულის შეწერა ხელისუფლების ფულის შოვნის გზაა, რადგან ხელისუფლებამ იცის, რომ საშინელი პრობლემები აქვს, ტერორი სულ უფრო მძაფრდება", . 2010 წლის მონაცემებით, განხილულ იქნა 12 ათასი სისხლის სამართლის საქმე. როგორ გგონიათ, რამდენი გამამართლებელი განაჩენია გამოტანილი? 12 ათასიდან - შვიდი, ეს არის 0,06%. ევროპის ქვეყნებში კი დაახლოებით 40-45%-ს შეადგენს. 30-იან წლებში "ტროიკების" დროს 7-8% გახლდათ გამართლება. ბოლშევიკების სახალხო სასამართლოებში 17-18%-ს ამართლებდნენ. საქართველო არის ნამდვილი ტერორისტული ქვეყანა, სადაც ხელისუფლებამ მოსახლეობა ვერ უზრუნველყო. თავისი სიხარბის, უცოდინრობის, შიშების გამო შექმნა სისტემა, რომ ხალხი დატერორებული ჰყავდეს. მოსახლეობას სამართლის პოვნის საშუალება არ ჰქონდეს, დამონებული, გამათხოვრებული დადიოდეს და ხმა ვერ ამოიღოს. იცით სამინისტროებში როგორი ხელფასებია? როგორ გგონიათ, გარემოს დაცვის სამინისტროში მინისტრის ხელფასი რამდენია?" - "გარემოს დაცვის მინისტრს 12 თვის განმავლობაში 93 456 ლარი აქვს აღებული. არ გაინტერესებთ, პრემია რამდენი აქვს აღებული? - 75 000. ჯამში გარემოს დაცვის მინისტრის შემოსავალი წლის განმავლობაში 168 000 ლარს შედაგენს, თვეში 14 000 გამოდის. ეს მაშინ, როცა მთელი საქართველო ხანძრებმა წაიღო და ხანძრების პრევენციისთვის კი გარემოს დაცვის სამინისტროში ბიუჯეტიდან გამოყოფილია 50 000 ლარი - ეს ნორმალურია?"http://www.interpressnews.ge/ge/qarthuli-presis-mimokhilva/155855-04012011.htmlდანარჩენი აქ არ დაიზაროთ :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 T_A_Tაგრარული სექტორის უპატრონობამ აღმოსავლეთ საქართველოში მინდვრის მავნებლების გამრავლება გამოიწვია. ამიტომ არაფრის დათესვას აზრი არ აქვს. როგორც სამართებლები, ისე ჭრიან მავნებლები ნათესებს. კატებმა ბოიკოტი გამოაცხადეს თაგვის დაჭერაზე თუ რაშია საქმე?"გარემოს დაცვის მინისტრს 12 თვის განმავლობაში 93 456 ლარი აქვს აღებული. არ გაინტერესებთ, პრემია რამდენი აქვს აღებული? - 75 000. ჯამში გარემოს დაცვის მინისტრის შემოსავალი წლის განმავლობაში 168 000 ლარს შედაგენს, თვეში 14 000 გამოდის. ეს მაშინ, როცა მთელი საქართველო ხანძრებმა წაიღო და ხანძრების პრევენციისთვის კი გარემოს დაცვის სამინისტროში ბიუჯეტიდან გამოყოფილია 50 000 ლარი - ეს ნორმალურია?" გარშემო ყველა დაუჭირეს და ............ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 "საქართველოს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე საძულველი ხელისუფლება და ყველაზე სასაცილო ოპოზიცია, რომელიც მართალია, მაღლა ვერ სწვდება სპილოსა, მაგრამ დაბლა კი დროდადრო, ერთობ მწარედ კბენს რბილოსა. მაგრამ ამ სასაცილო ოპოზიციის მთავარი დამსახურება ღვთისა და ერის წინაშე მაინც ის არის, რომ გმირული შემართებით უთხრის ერთმანეთს საფლავს და ამით ღრმად გასაიდუმლოებულად, რომელსაც ბრმაც კი ხედავს, უწალდავს გზას ხელისუფლებას", - წერს სტატიის ავტორი. მდაატაკოში ყოფნაც სანატრებელი რომ გექნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 4, 2011 სხვათა შორის, 2011 წლიდან იწყება ჩვენი ვალების გადახდავიცით ვიცითროგორ იყო შევას დროს -ვინც ზამთარს გადაურჩა სურათს გრუპაში გადაიღეფსო?ეხლა დამჩხაკუნებელიც დაოსდება შიმშილით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.