მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 მიხეილ კალატოზიშვილი (1903-1973) http://s45.radikal.ru/i110/0901/ab/bf6bac50b5bb.jpg ქართველი კინორეჟისორი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი. დაიბადა თბილისში. კინოში მოღვაწეობა კინომექანიკოსობით დაიწყო. შემდეგ დაამთავრა ივანე პერესტიანის კინოსამსახიობო სტუდია. მისი პირველი დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია ფილმი "მათი სამეფო". შემდეგ გადაიღო ფილმი "ჯიმ შვანთე" ("მარილი სვანებს"). ეს იყო ნოვატორული პოეტური ნაწარმოები, რომელშიც დოკუმენტური და მხატვრული კინოს სანახაობითი პრინციპები ერთმანეთშია შერწყმული. 1933 წელს მიხეილ კალატოზიშვილი შევიდა ლენინგრადის ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიაში. სარეჟისორო მოღვაწეობას დაუბრუნდა 1933 წელს. ამ პერიოდში მისი შექმნილი ფილმებია "მამაცობა", "ვალერი ჩკალოვი". 1951 წელს ნ. ვირტას მოთხრობის "განწირულთა შეთქმულების" მიხედვით გადაღებული ამავე სახელწოდების ფილმი სახელმწიფო პრემიით აღინიშნა. ამას მოჰყვა კინოკომედია "ერთგული მეგობრები", რომელშიც ოსტატურადაა შერწყმული სატირისა და გროტესკის ელემენტები. კინორეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა ფილმმა "მიფრინავენ წეროები", რომელმაც 1958 წელს კანის მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალზე უმაღლესი ჯილდო "ოქროს პალმის რტო" დაიმსახურა. ფილმში სრულყოფილად აისახა ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და მეგობრობის თემა. მსოფლიო კინოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ მისი რეჟისურით შექმნილ ფილმში "წითელი კარავი", რომელიც მეორედ აღინიშნა სახელმწიფო პრემიით. დაკრძალულია მოსკოვში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.