მდა Posted January 12, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2009 ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი (1892-1959) http://s58.radikal.ru/i160/0901/3a/d4f3ed2d15b9.jpg ქართველი ფალავანი. დაიბადა სოფელ ნიჩბისში. ყმაწვილობაში მოჯამაგირე იყო, შემდეგ მდინარე ქსანზე მებორნედ მუშაობდა. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მცხეთაში რკინიგზაზე დაიწყო მუშაობა, ზამთრობით კი თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა. ხალხმა მას "ქართველი გოლიათი" უწოდა. 1921 წლიდან რეგულარულად გამოდიოდა თბილისში, ესიკოვის ცირკში. დამარცხებული ჰყავს ბევრი სახელოვანი მოჭიდავე (თ. კოჟემიაკინი, ი. ზაიკინი, პ. ზაგორუიკო და სხვა). რამდენჯერმე შეხვდა უძლიერეს რუს მოჭიდავეს ი. პოდდუბნის, მათი შეხვედრები თითქმის ყოველთვის ფრედ მთავრდებოდა. მართალია, კლასიკური ჭიდაობის ელემენტები არ ქონდა შესწავლილი, მაგრამ დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა. გადაღებულია ქართულ ფილმებში. 1976 წელს მცხეთაში გაიხსნა სანდრო კანდელაკის ძეგლი (მოქანდაკე ბ. ავალიშვილი). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.