Jump to content
Planeta.Ge

ია (ილია) კარგარეთელი (1867-1939)


Recommended Posts

ია (ილია) კარგარეთელი (1867-1939)

 

http://s40.radikal.ru/i090/0901/68/b69ca4985184.jpg

 

ქართველი კომპოზიტორი, ფოლკლორისტი, მომღერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

 

დაიბადა სოფელ ერთაწმინდაში. ბავშვობაში მღეროდა თბილისის სიონის ტაძრისა და ლადო აღნიაშვილის გუნდებში, ხოლო სიმღერაში მეცადინეობდა ქართული გუნდის ხელმძღვანელ ი. რატილთან. 1889-91 წლებში სწავლობდა მოსკოვის ფილარმონიის მუსიკალურ-დრამატულ სასწავლებელში ვოკალურ და თეორიულ განყოფილებებზე. ქართული ხალხური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით, მოსკოვში დააარსა ქართული მუსიკის საღამოები, რომლებშიც მონაწილეობდა როგორც მომღერალი და გუნდის დირიჟორი. 1891 წელს მოსკოვში წაიკითხა მოხსენება "ქართული მუსიკის რაობა და ქართული მუსიკალური საკრავები". სამშობლოში დაბრუნებული ქმნის რომანსებს: "შევიშრობ ცრემლსა" და "ლამაზო ქალო". 1896 წლიდან ოპერის თეატრის სოლისტია, შემდეგ კი რეჟისორი. ვალერიან გუნიასთან ერთად თარგმნა ოპერების: "სევილიელი დალაქისა" და "დემონის" ლიბრეტოები, თავად განახორციელა საოპერო სცენაზე და მთავარ პარტიებსაც თავადვე ასრულებდა. ამის შემდეგ მან მრავალი ოპერის ლიბრეტო თარგმნა, მაგ: "პიკის ქალი", "ფაუსტი", "ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბალ-მასკარადი", "ოტელო", "ბოჰემა" და სხვა. აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ფილარმონიული საზოგადოების დაარსებასა (1903 წელს) და შემდგომ მის მუშაობაში.

 

1908 წელს ია კარგარეთელმა გამოსცა თავისი შეკრებილი ქართული პოეტური ფოლკლორის ნიმუშები. მას, როგორც ფოლკლორისტს, დიდად აფასებდნენ ა. წერეთელი და ა. ხახანაშვილი. 1910 წელს დააარსა ქართული საგუნდო საზოგადოება. ამავე წლიდან ასწავლიდა სიმღერასა და მუსიკას თბილისის სასულიერო სემინარიაში, შემდეგ კი მუსიკის ისტორიასა და თეორიას თბილისის კონსერვატორიაში. ია კარგარეთელმა ერთ-ერთმა პირველმა შექმნა ქართული რომანსის ნიმუშები. მისი ნაწარმოებების საფუძველს წარმოადგენდა ქართული ქალაქური ფოლკლორი. მასვე ეკუთვნის მრავალი საგუნდო ნაწარმოები, გამოქვეყნებული აქვს ხალხური სიმღერების 3 კრებული. პოპულარობით სარგებლობდა მისი ნაშრომები: "ქართული მუსიკის შესახებ", "მოკლე ნარკვევი ქართულ მუსიკაზე", "მოკლე პოპულარული მუსიკალური ენციკლოპედია".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...