მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 ჯანსუღ კახიძე (1936-2002) http://s43.radikal.ru/i099/0901/0c/ddcad486c5f2.jpg ქართველი დირიჟორი, ლოტბარი, კომპოზიტორი და მომღერალი, საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. დაიბადა ბაღდადის რაიონის სოფელ ობჩაში. 1958 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (საგუნდო-სადირიჟორო განხრით). მის ჯგუფს ცნობილი დირიჟორი, ოდისეი დიმიტრიადი ხელმძღვანელობდა. შემდეგ სტაჟირება გაიარა საფრანგეთში. შემოქმედებითი მოღვაწეობა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს დაიწყო. 1958-1962 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. 1957 წელს ჩამოაყალიბა ანსამბლი "შვიდკაცა", რომელმაც ახალგაზრდობის მეექვსე მსოფლიო ფესტივალზე ლაურეატის წოდება და ოქროს მედალი მოიპოვა, ერთი წლის შემდეგ კი ბრიუსელის საერთაშორისო გამოფენაზე დაჯილდოვდა ოქროს მედლით. 1962-1971 წლებში იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, შემდეგ კი მთავარი დირიჟორი. 1971-1973 წლებში მიიწვიეს პოლონეთში, ქ. ლოძის დიდი თეატრის დირიჟორად, სადაც 1972 წელს, საკუთარი ინიციატივით განახორციელა ზ. ფალიაშვილის ოპერა "აბესალომ და ეთერი". 1973 წლიდან ჯანსუღ კახიძე იყო საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. მას შექმნილი აქვს მუსიკა კინოფილმებისთვის: "შერეკილები", "პირველი მერცხალი" (გ. ყანჩელთან ერთად), "დათა თუთაშხია" (ბ. კვერნაძესთან ერთად), "იავნანა", "რაჭა, ჩემო სიყვარულო", "ყვარყვარე", "სამანიშვილის დედინაცვალი" და სხვა. მისი ხელმძღვანელობით თბილისში პირველად შესრულდა მრავალი სიმფონიური ნაწარმოები. წარმატებით დირიჟორობდა ბავარიის, ლონდონის, პარიზის, მილანის ლა-სკალას, ვაშინგტონისა და ბოსტონის, სიდნეისა და მელბურნის ორკესტრებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.