Jump to content
Planeta.Ge

კორნელი კეკელიძე (1879-1962)


Recommended Posts

კორნელი კეკელიძე (1879-1962)

 

http://s56.radikal.ru/i154/0901/da/6ddc02deb2b7.jpg

 

ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, აკადემიკოსი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

 

დაიბადა იმერეთის სოფელ ტობანიერში. სწავლობდა სასულიერო სემინარიაში. დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. მონაწილეობდა საეკლესიო მუზეუმის კომიტეტის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუშაობაში. 1916 წელს დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორად. კ. კეკელიძე იყო თბილისის უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი. 1918 წლიდან გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა ძველი ქართული ლიტერატურის კათედრას. იყო სიბრძნისმეტყველების კათედრის ხელმძღვანელი, პრორექტორი, კურირებდა უნივერსიტეტთან არსებულ სიძველეთსაცავს. სხვადასხვა დროს იყო ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, განათლების სახალხო კომისარიატის კოლეგიის წევრი და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

 

კეკელიძის პირველი სამეცნიერო ნაშრომი "ახალი საგალობლები აბო თბილელისა" 1905 წელს ჟურნალ "მწყემსში" დაიბეჭდა. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს და სხვა ქვეყნის მეცნიერებსაც გაუღვივა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კ. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათსა და სვანეთში დაცული ქართული ხელნაწერები. მისი რედაქციით გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომი. განუსაზღვრელია მისი ღვაწლი ტექსტოლოგიაში - გამოსცა "აბო თბილელის წამება", ბასილი ზარზმელის "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება", იოანე ბატონიშვილის "კალმასობა" და ძველი ქართული მწერლობის სხვა ძეგლები. კორნელი კეკელიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ ისტორიოგრაფიასაც. აქვს საგანგებო გამოკვლევები ძველი ქართული დამწერლობის, ქართული კალენდრის, ძველი ქართული სტამბისა და ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიის, ძველ ქართულ ლიტერატურაში მთარგმნელობითი მეთოდისა და სხვა საკითხების შესახებ.

 

დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

 

გარდაიცვალა 1962 წელს. დაკრძალულია უნივერსიტეტის ეზოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...