Jump to content
Planeta.Ge

ივანე კერესელიძე (1829-1892)


Recommended Posts

ივანე კერესელიძე (1829-1892)

 

http://s53.radikal.ru/i140/0901/ef/0be5ae6c8206.jpg

 

ქართველი პუბლიცისტი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე, რედაქტორ-გამომცემელი.

 

1850 წელს დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია. ერთი წლის შემდეგ სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელ-მასწავლებლად. 1852 წელს დაიწყო საგამომცემლო საქმიანობა. მეთაურობდა ქართულ დრამატულ დასს. 1857 წლის იანვარში აღადგინა და გამოსცა ჟურნალი "ცისკარი", რომელსაც 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 1887 წლიდან დააარსა გაზეთი "გუთნის დედა", ხოლო შემდეგ გაზეთის სახით უშვებდა "ცისკარს".

 

ივანე კერესელიძე ცნობილია, აგრეთვე, როგორც პოეტი. მისი პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 წელს გაზეთ "ზაკავკაზსკი ვესტნიკში", შემდეგ იბეჭდებოდა "დროებაში", "იმედში", "ივერიასა" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები: "შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" და "ჩემო თვალის სინათლევ" პოპულარულ სიმღერებად იქცა.

 

ცალკე წიგნად არის გამოცემული მისი პოემები, აგრეთვე ლექსების კრებული. ცხოვრების ბოლო წლებში კვლავ ცდილობდა ჟურნალ "ცისკრის" აღდგენას, მაგრამ უკიდურეს გაჭირვებაში, უსახსროდ დარჩენილი, მხოლოდ საკუთარი სულიერი ძალების იმედადღა იმყოფებოდა...

 

გარდაიცვალა თბილისში 1892 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...