Jump to content
Planeta.Ge

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველი (1897-1983)


Recommended Posts

ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველი (1897-1983)

 

http://s49.radikal.ru/i125/0901/1a/fd636c4d7dd8.jpg

 

ქართველი ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოში ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებელი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ერთ-ერთი ფუძემდებელი და აკადემიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი.

 

დაიბადა გორის რაიონის სოფელ ტყვიავში. 1916 წელს დაამთავრა თბილისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იყო ბოტანიკის კათედრის პრეპარატორი, ამავე კათედრის პედაგოგი. 1933 წლიდან გარდაცვალებამდე უცვლელად ხელმძღვანელობდა კათედრას. 1945-52 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ხოლო 1963 წლიდან გარდაცვალებამდე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორი.

 

ცალკე აღნიშვნის ღირსია ნიკო კეცხოველის დამსახურება ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის წინაშე. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული არმიის ოფიცერი. აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი საოკუპაციო არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დაჯილდოებული იყო "თეთრი გიორგის" ჯვრით. ესწრებოდა საქართველოს ეროვნულ-დემკრატიული პარტიის დამფუძნებელ ყრილობას. იყო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი. 1924 წლის აგვისტოს აჯანყებამდე მცირე ხნით ადრე დაპატიმრეს.

 

1941-1942 წლებში, სხვა ცნობილ მოღვაწეებთან ერთად (ნ. მუსხელიშვილი, მ. ზანდუკელი, შ ნუცუბიძე, დ. უზნაძე, გ. წერეთელი და სხვა) თანაუგრძნობდა ფარულ პატრიოტულ ორგანიზაციას "სამანი".

 

ნიკო კეცხოველის სამეცნიერო შრომები ეხება საქართველოს მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტანიკურ-გეოგრაფიულ და სისტემატურ გამოკვლევას, მისი აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტერატურული ნარკვევის, ნოველის და მოთხრობისა. 1974-79 წლებში ორჯერ მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ჯილდო.

 

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...