მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 გიორგი კვინიტაძე (1874-1970) http://s56.radikal.ru/i152/0901/fa/89e5135ede4c.jpg გიორგი ივანეს ძე კვინიტაძე (ჩიქოვანი) - გენერალი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის - კადეტთა კორპუსის დამაარსებელი. დაიბადა დაღესტანში 1874 წელს. დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი და პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელი. 1894 წელს ოფიცრის ჩინით დაიწყო სამხედრო სამსახური ვლადიკავკაზში. 1904 წელს თავისი სურვილით მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1910 წელს კაპიტნის წოდებით დაამთავრა რუსეთის გენერალური შტაბის აკადემია და მსახურობდა კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს მიენიჭა იმპერატორის არმიის პოლკოვნიკის სამხედრო წოდება და დაინიშნა კავკასიის ახლადშექმნილი მე-4 მსროლელი დივიზიის მეთაურად. არზრუმის ციხის აღებისას გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით, მალე გენერალ-მაიორის წოდებაც მიიღო. 1918 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გენერალი კვინიტაძე საქართველოში დაბრუნდა და ხელმძღვანელობდა ქართული შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას, იყო ქართული არმიის მთავარსარდალი. მეთაურობდა ქართულ ჯარს თურქეთის (1919), სომხეთის (1918), წითელი არმიის (1921) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის შემდეგ, გიორგი კვინიტაძემ დატოვა საქართველო. მას, სამწუხაროდ, სამშობლოში დაბრუნება აღარ ეღირსა. 1985 წელს პარიზში გამოვიდა მისი მემუარები. გარდაიცვალა 1970 წელს პარიზის მახლობლად, დაბა შატუში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.