მდა Posted January 11, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2009 ფილადელფოს კიკნაძე (1797-1837) http://s48.radikal.ru/i122/0901/43/c4f71e28cb58.jpg პოეტი, საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე, ქართველ თავად-აზნაურთა 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი მეთაური. შეთქმულთა ორგანიზაციის წესდების "აქტი გონიურის" ავტორი. შვიდი წლის იყო ფილადელფოსი, როდესაც მამამ სასწავლებლად გელათში, იოანე ნათლისმცემლის მონასტერში მიაბარა. სწავლის პერიოდში მშობლები გარდაეცვალა. სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა სოლომონ II-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში. სოლომონის დამარცხების შემდეგ გადმოვიდა ჯერ თბილისში, შემდეგ მოღვაწეობდა კახეთში, ხირსის მონასტერში, სადაც ჩამოაყალიბა მგალობელთა გუნდი, შუამთის მონასტერში შექმნა სკოლა ბავშვებისათვის. დაახლოებული იყო ბატონიშვილებთან, რომლებსაც 1826 წელს რუსეთში გაჰყვა. იქ დაუკავშირდა ი. ხელაშვილს, ს. დოდაშვილს, ს. ლეჩხუმელს, რომლებთან ერთად ჩაესახა საქართველოს ეროვნული განთავისუფლების იდეა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა სოლომონ დოდაშვილის "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანის" გამოცემაში. 1830 წელს შექმნა პროკლამაცია "საქართველოს განთავისუფლებისათვის", რომელსაც ავრცელებდა საქართველოს მთიან რაიონებში. წერდა ლექსებს საქართველოს მდგომარეობისა და სამშობლოს სიყვარულზე. მისი ლექსები მიზნად ისახავდა მოსახლეობაში საბრძოლო სულისკვეთების გაღვივებას. ფარული საზოგადოების წევრთათვის შექმნა სპეციალური ანბანი და წესდება "აქტი გონიური". "აქტი გონიური" განსაზღვრავდა ფარული საზოგადოების წევრად მიღების პირობებს, წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს. იგი მოითხოვდა საიდუმლოების დაცვას. შეთქმულთა ორგანიზაციის წესდების ერთ-ერთი მუხლი აფრთხილებდა მის წევრებს, რომ მათ რიგებში არ შეპარულიყვნენ საეჭვო პირები, თუმცა შეთქმულების უმთავრესი ნაკლი იყო სწორედ ის, რომ მის შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რამაც განაპირობა კიდეც მისი ჩავარდნა. 1833 წელს ფილადელფოს კიკნაძე შუამთის მონასტერში დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს. გარდაიცვალა ტუსაღად 1837 წელს დარიის მონასტერში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.