Jump to content
Planeta.Ge

დავით კლდიაშვილი (1862-1931)


Recommended Posts

დავით კლდიაშვილი (1862-1931)

 

http://s42.radikal.ru/i098/0901/50/fc352e027a64.jpg

 

ქართველი მწერალი.

 

დაიბადა სოფელ სიმონეთში. შვიდი წლისა ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად, შემდეგ სახელმწიფო სახსრებით გაიგზავნა კიევის სამხედრო სასწავლებელში, რომელიც წარჩინებით დაასრულა და სწავლა განაგრძო მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ იყო მეფის არმიის ოფიცერი. მსახურობდა ბათუმში, მაგრამ 1905-1907 წლების რევოლუციის შემდეგ, როგორც არასაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან. 1915 წელს გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო ელოდა, მაგრამ 1917 წელს თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

 

1893 წელს ჟურნალ "მოამბეში" გამოქვეყნდა მისი პირველი ორიგინალური მოთხრობა "შერისხვა". პირველ მოთხრობაშივე გამოვლინდა დ. კლდიაშვილის სამწერლო პრინციპი-ქართული კლასიკური რეალიზმის ერთგულება. მისი შემოქმედების მთავრი თემა იმერეთის გაღარიბებული ე.წ. "შემოდგომის აზნაურების" ცხოვრების ასახვაა. მისი მოთხრობები: "სოლომან მორბელაძე", "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება", "როსტომ მანველიძე" და სხვა ცრემლნარევი სიცილით ასახავს ნიადაგგამოცლილი აზნაურობის როგორც სოციალურ, ისე მორალურ დაკნინებასა და გადაგვარებას.

 

დავით კლდიაშვილმა მნიშვნლოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. სევდიანი სინამდვილეა ასახული მის პიესებში: "ირინეს ბედნიერება", "დარისპანის გასაჭირი" და "უბედურება". მწერლის შემოქმედებითმა სტილმა - სისადავემ და უბრალოებამ კიდევ უფრო მეტი პოპულარობა შესძინა მის ნაწარმოებებს, მწერალს კი საყოველთაო აღიარება მოუტანა.

 

დავით კლდიაშვილს ეკუთვნის მემუარული ჟანრის ნაწარმოები "ჩემი ცხოვრების გზაზე". 1930 წელს ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა მწერლის შემოქმედების 50 წლის იუბილე, ერთი წლის შემდეგ კი მწერალი გარდაიცვალა. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

 

http://s40.radikal.ru/i089/0901/c5/b8f1d6cfad87.jpg

 

http://s41.radikal.ru/i092/0901/e8/58a00619ab5b.jpg

 

http://s39.radikal.ru/i084/0901/eb/18c9bc3b2d56.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 years later...
სულ შემთხვევით აღმოვაჩინე ახლა ეს თემა, ამ უდიდეს ადამიანზე, გენიოსზე (მე თუ მკითხავთ).......
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shatenhttp://www.youtube.com/watch?v=v84wcF_hEyc

მაგარია ნაწარმოებიც და ფილმიც.

მაგრა მიყვარს ეს ფილმი! :+:

შენგელაია გენიალური რეჟისორია.. შენგელაია და აბულაძესთანა არ ყოლია საქართველოს..

Edited by Shaten
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten"აფსუს კირილე მიმინოშვილო ". "ყლაპეთ ცხელი ჩაი". :D ვგიჟდები მაგ პერსონაჟზე. მაგრა თამაშობს ეგ მსახიობი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten"აფსუს კირილე მიმინოშვილო ". "ყლაპეთ ცხელი ჩაი". :D ვგიჟდები მაგ პერსონაჟზე. მაგრა თამაშობს ეგ მსახიობი.

აი ზუსტად.., მეც.. :+: "ჩაი არ გაგიცივდეთ, ჩაი!" "შენ შემთხვევით კოსტაია ხომ არა ხარ?!" "ე, ბიჭო რას დამდგარხარ აქ?! მიდი გამოეკიდე ქათამს.. აბა თუ მოარტყამ.." :D

 

მაგრა თამაშობს ეგ მსახიობი.

ძალიან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Shaten

"ე, ბიჭო რას დამდგარხარ აქ?! მიდი გამოეკიდე ქათამს..აბა თუ მოარტყამ.."

ხოდა ქათმის მაგივრად მაჭანკალს რო მოარტყავს : "დაგექცა ოჯახი, მაინც ქე ხარ დაქცეული! ერთი ჭირიანი ქათმის გულისთვის არ ამომხადა სული?!" :)) :)) მოკლედ მთელი ციტატებია რა.

"მოტაცეს თამარ ქალიი!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"დაგექცა ოჯახი, მაინც ქე ხარ დაქცეული! ერთი ჭირიანი ქათმის გულისთვის არ ამომხადა სული?!"

:yes: :)

"მოტაცეს თამარ ქალიი!"

"კი მაგრამ, როდის მოიტაცებთ?" :)

მოკლედ, კლასიკურ ნაწარმოებს, კლასიკური გადაღება უნდა.., თუ არა, მისი გადაღება არ ღირს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...