Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ კოტეტიშვილი (1893-1937)


Recommended Posts

ვახტანგ კოტეტიშვილი (1893-1937)

 

http://s47.radikal.ru/i115/0901/74/b4d83ccbb9ba.jpg

 

ქართველი ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, მოქანდაკე, ხელოვნებათმცოდნე. დაიბადა სოფელ დიდ თონეთში. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. სწავლობდა პეტერბურგის ფსიქო-ნევროლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ ტარტუს უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. იქვე დაიწყო თავისი პედაგოგიური მოღვაწეობა. 1926 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ჯერ ფოლკლორის, შემდეგ კი მისივე ინიციატივით შემოღებულ პოეტიკის კურსს. იყო მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრი, გაზეთ "ქართული სიტყვის" რედაქტორი. საქართველოს ხელოვნების მთავარი კომიტეტის წევრი, ქართველ მხატვართა საზოგადოების თავმჯდომარე, საქართველოს მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

 

პირველი ლიტერატურული წერილი 1912 წელს გამოაქვეყნა და არჩილ მეფისა და დავით გურამიშვილის შემოქმედებას ეხებოდა. შექმნა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია. იყო იმ დროს პოპულარული ლიტერატურული დაჯგუფების "აკადემიური მწერლობის კავშირის" წევრი.

 

ვ. კოტეტიშვილმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარა ფოლკლორის მეცნიერულ კვლევას. აწყობდა ექსპედიციებს, საქართველოს მუზეუმთან ჩამოაყალიბა ფოლკლორის განყოფილება. მას ეკუთვნის მრავალი გამოკვლევა ფოლკლორისტიკასა და მითოლოგიაში.

 

1934 წელს გამოსცა ქართული "ხალხური პოეზიის" I ტომი.

 

1937 წელს ემსხვერპლა სტალინურ რეპრესიებს, დასაფლავების ადგილი უცნობია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...