Jump to content
Planeta.Ge

კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (XII საუკუნე)


Recommended Posts

კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი (XII საუკუნე)

 

კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოქალი - თამარის მეფობის ხანაში მოღვაწე ქართველი მანდილოსნები, რომელთა სიბრძნემ და გამჭრიახობამ განაპირობა დიდებულ ფეოდალთა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აჯანყების მშვიდობიანად დასრულება.

 

1184 წელს ფეოდალურ სამყაროში მოხდა მნიშვნელოვანი ფაქტი, საქართველოს სამეფო ტახტზე ავიდა ქალი, რომელიც დიდებულებმა "გამოჩინებით" აკურთხეს, მაგრამ საკუთარი მოთხოვნებიც წაუყენეს... ისინი მოითხოვდნენ გვაროვნული არისტოკრატიის უფლებების განმტკიცებასა და სამეფო ხელისუფლების შეზღუდვას. ამ ხაზის გამტარებელი და აჯანყების მეთაური იყო ერთ-ერთი გავლენიანი მოხელეთაგანი, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი, ანუ სამეფო ხაზინისა და ქონების გამგე, ყუთლუ-არსლანი. მან შეადგინა საკუთარი პარტია, მოითხოვა ისანში "კარავის" დადგმა, რომელსაც ექნებოდა საპარლამენტო უფლებები, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ძალაუფლება რჩებოდა. საყურადღებო იყო ისიც, რომ ყუთლუ-არსლანმა გადაიბირა ჯარის ნაწილი და სამხედრო დაპირისპირებით ცდილობდა თავისი ზრახვების განხორციელებას. ზოგიერთი ცნობით, მას ამირსპასალარობაც სურდა. მდგომარეობა უკიდურესად დაძაბული იყო. რასაკვირველია, თამარისთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა განდგომილთა შეპყრობა და სასტიკად დასჯა, მაგრამ მან სხვა გადაწყვეტილება მიიღო - აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნა ორი დიდებული ქალბატონი: ქართლის ერისთავის, რატი სურამელის დედა - კრავაი ჯაყელი და სამძივართა დიდებული გვარის წარმომადგენელი - ხვაშაქ ცოქალი. უსიამოვნების გასაქრობად თამარმა მოლაპარაკების გზა აირჩია და აჯანყებულებს მოუწოდა, რომ დაეყარათ იარაღი, დამშვიდებულიყვნენ და დედოფალი აპატიებდა მათ დანაშაულს. თამარის გონიერმა საქციელმა სასურველი შედეგი გამოიღო: მანდილოსანთა მოციქულობამ იმდენად იმოქმედა მეამბოხეებზე, რომ დაყარეს იარაღი და "მაშინვე მოყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა, მოვიდეს წინაშე თამარისა და დავრდომით თაყვანი სცეს და აღიღეს ფიცი პატრონისაგან, და მისცეს პირი ერთგულებისა და ნების ყოფისა თვისისა".

 

ხვაშაქ ცოქალი და კრავაი ჯაყელი ჭეშმარიტად ღირსეულ ადგილს იკავებენ ქართული დიპლომატიის ისტორიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...