Jump to content
Planeta.Ge

აშოტ I დიდი კურაპალატი (მეფობდა 809-826)


Recommended Posts

აშოტ I დიდი კურაპალატი (მეფობდა 809-826)

 

http://s51.radikal.ru/i131/0901/a9/6686268becee.jpg

 

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა მამამთავარი და მეფე. მანამდე, დაახლოებით 786-809 წლებში, იყო ქართლის ერისმთავარი.

 

ბაგრატიონთა საგვარეულოს ერთი ნაწილი მომდინარეობდა უძველესი ქართული პროვინცია სპერიდან (ამჟამად ისპირი, თურქეთის ტერიტორიაზე). ქართლის ერისმთავარი აშოტ ბაგრატიონი სათავეში ედგა ქართლის ბრძოლას არაბთა წინააღმდეგ, მაგრამ დამარცხდა და 813 წელს საგვარეულო მამულს, შავშეთ-კლარჯეთს შეეფარა, თავი მეფედ გამოაცხადა, ბიზანტიის სამეფო კარის მხარდაჭერა, კურაპალატის პატივი მიიღო და რეზიდენციად ციხე-სიმაგრე არტანუჯი გაიხადა.

 

აშოტ კურაპალატმა დანგრეული სოფლები და ქალაქები გააცოცხლა, ხალხი ჩაასახლა. თავის სამეფოში მოაქცია ჯავახეთი, სამცხე, შავშეთი, კლარჯეთი, აჭარა, სპერი, ტაო, არტაანი. კავშირი დაამყარა დასავლეთ საქართველოსთან, ეგრის-აფხაზეთის მეფესთან, მრავალი ბრძოლა გადაიხადა და თითქმის მთელი ქართლი შემოიერთა. იმ დროიდან ქართლის პოლიტიკურმა ცენტრმა მთლიანად სამხრეთში გადაინაცვლა.

 

საქართველოს ისტორიაში ამ ხანას ტაო-კლარჯეთის ან "ქართველთა სამეფოს" პერიოდი ეწოდება. აშოტ დიდიდან, 809 წლიდან, დაედო სათავე ბაგრატიონთა დინასტიას, რომელიც ათი საუკუნე მართავდა საქართველოს.

 

აშოტ I მოკლულ იქნა შინაგამცემლობის შედეგად. მძიმედ დაჭრილმა ეკლესიას შეაფარა თავი და საკურთხეველში გარდაიცვალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...