T_A_T Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ჩემი პრეზიდენტი "ჩემი" ქართული სიტყვაა პირველი საკუთრებას აღნიშნავს. "პრეზიდენტი" ლათინური სიტყვაა და "წინ მჯდომს" აღნიშნავს. praე არის "წინ" და sidens მომდინარეობს sedeo-დან, რაც, მართლაც, ჯდომას,ანუ ამ შემთხვევაში, გარკვეული, წინა, ანუ მთავარი თანამდებობის დაკავებას ნიშნავს, მოკლედ, ჟარგონზე ამას "კარგად მოჯდომას" უწოდებენ და ეს სწორედ ის უცნაური შემთხვევაა, როდესაც უხეში ჟარგონი ყველაზე ახლოსაა შორეულ ლათინურთან.რამდენად "ჩემია" ეს კარგად მომჯდარი კაცი, აი, ეს არის სეკითხვა. ერთი შეხედვით, მე არც უნდა ვსვამდე ამ სეკითხვას, რადგან მრავალი წელია, კარგად ვიცნობ ამ კაცს და როცა ველაპარაკებოდი, შენობით ველაპარაკებოდი; თუ იგი ვინმესია, ჩემიც აუცილებლად უნდა იყოს. და, მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილმა დიდი ცვლილებები განიცადა უკანასკნელი რვა წლის მანძილზე, როდესაც იგი ხელისუფლებით გამოიცადა, ეს მაინც ის კაცია, რომელსაც მე ვიცნობდი. ეს არის კაცი ყველა იმ ნაკლით და ღირსებით, რომელიც მას უკვე ჰქონდა, როდესაც მე გავიცანი.შემიძლია აღვნიშნო მისი რამდენიმე, ყველაზე უფრო თვალშისაცემი ნაკლი:საკმაოდ უზრდელია, ხაზგასმით უხეშია ქვეშევრდომებთან, მიმართვაში და ენის "სარდაფის" გამოყენებაში ხაზგასმით მოუზომავია; ფაქტობრივად, არ გააჩნია იუმორის გრძნობა; არ მიუღია მხატვრული განათლება, მხატვრული ან ისტორიული სფეროდან ციტირებისას ათიდან ათ შემთხვევაში უშვებს შეცდომას; სულიერად ცარიელია; არ შეუძლია 20 წუთზე მეტი ხნით რამე საკითხზე კონცენტრაცია; არ კითხულობს არაფერს სმს-ების გარდა, არ აინტერესებს წიგნები, გაზეთები ან ჟურნალები; არ არის თანამედროვე ტექნოლოგიების კაცი; კომპიუტერსა და ტელევიზორს შორის ამ უკანასკნელს ანიჭებს უპირატესობას; პატივს არ სცემს სხვების აზრებს; იმდენად ეგოისტია, რომ შეუძლია საკუთარ თავზე შეაგროვოს კომპრომატები; კატასტროფულად მშიშრაა; უყვარს გაუთავებელი ტრაბახი, არავის არ ულაპარაკია მსოფლიოში საკუთარ დედასა და ბებიაზე ( აქ შეიძლება, მხოლოდ ზურიკელა ვაშალომიძე შეჯიბრებოდა) იმდენი, რამდენიც მას; ტყუილი მისი ატრიბუტი კი არა , სუბსტანციაა(მაგალითად, 2003 წლის 23 ოქტომბერს ბათუმში მისი ტნამებრძოლების ცემით რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს, ისიც თითქოს საიდუმლოდ ბათუმში რომ იყო; ანტისაბჭოთა განწყობები რომ ჰქონდა ახალგაზრდობაში; აკრძალულ მუსიკას რომ უსმენდა და ა. შ); მოუხეშავია; არ აინტერესებს ხელოვნება და სპორტი; აშინებს კონკურენტული გარემო; განსაკუთრებით ეშინია ანაფორიანი ხალხისა; არასოდეს არ თანხმდება არანაირ დებატებს, რადგან დისკუსიაში არ ვარგა; აქვს თავისებური გემოვნება, რომელიც შარვლებისა და პერანგების უჩვეულო ფერის შერჩევაშიც გამოიხატება; "ჩაცმაში" ცდილობს ერთ-ერთი უიღბლო კონკურენტის მიბაძვას. ყველა ტერმინიდან, რომელიც მის დასახასიათებლად თქმულა, ყველაზე უკეთ მას ახასიათებს ტერმინი ინფანტილიზმი. თავი მიაჩნია მხოლოდ თავისი ამომრჩევლების პრეზიდენტად , " ჩემს პრეზიდენტად" თავი არ მიაჩნია. მთავარი ნაკლია, რომ მისი უკეთესობისკენ გარდაქმნა და ზირეული ცვლილება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შემიძლია ჩამოვთვალო ასევე მისი თვალშისაცემი ღირსება: შეუძლია მუშაობა 24-საათიან რეჟიმში, აქვს წარმოუდეგენელი ენერგია; ძალიან იოლად პოულობს მისთვის საჭირო ადამიანებს, შეუძლია პირველ ხანებში მათ მიმართ იყოს თბილი და გულჩვილი; დიდხანს ინახავს თუნდაც წარუმატებელ მეგობრებს, მაგრამ შემდეგ იოლად ელევა; რთულ სიტუაციაში, პირველადი ისტერიის შემდეგ, წყვეტს ნერვულ გამოვლინებებს და თითქმის ცივსისხლიანად ერკვევა საქმის ვითარებაში; მას არ აფერხებს პირობითობები; ბევრი კონკურენტისგან განსხვავებით, ენდობა პიარ ტექნოლოგიებს და მართვის სფეროში სამეცნიერო ცოდნას; რადგან სინამდვილეში მაღალი აზრის არაა საკუთარ თავზე, შესაბამისად, რეალისტური შეხედულება აქვს საკუთარ ამომრჩევლებზე; აქვს თანდაყოლილი რეიტინგის გრძნობა და, შესაბამისად, ყოველტვის იცის, როგორია მის მიმართ დამოკიდებულება; აქვს მიდრეკილება უცხო ენებისადმი, მეტიც, მისთვის სრულიად უცხო კულტურის ადეპტობის სრული სიმულირებაც შეუძლია, როგორც ნიჭიერ მსახიობს; კარგად იცნობს ქართველების სუსტ მხარეებს, იოლად ეხება პატრიოტიზმის სიმებს; მიუხედავად გარკვეული წესების ფორმალურად დაცვისა, არ არის ფარისეველი და საკუთარ წარმოდგენებს(ამ შემთხვევაში, ათეიზმს) განსაკუთრებით არ მალავს.მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიხეილ სააკაშვილი, "ჩემი პრეზიდენტი"(ბრჭყალებში, რომელიც თვითონ ისურვა) და საქართველოს პრეზიდენტი(ბრჭყალების გარეშე, რადგან საქართველომაც თვითონ ისურვა, თუმცა უჩვენოდ ესეც არ მომხდარა) არის მრავალჯერადი გამოყენების კარგად გამართული პრიმიტიული პოლიტიკური მანქანა, რომლის მკერდში გულის ნაცვლად ყალბი ახალი ამბების "მოდელირებული" ტელევიზიები სცემს, ხოო ძარღვებში სისხლის ნაცვლად მოკლე ტექსტური შეტყობინებები მიედინება. ძველი რომაული მემკვიდრეობიდან კარგად იცის ერთადერთი სიბრძნე panem et circensem- პური და სანახაობა. ერთ-ერთი გამართლება ამ კაცის დღეს და ახლა არსებობისა ისაა, რომ იგი სასაცილო გახდა და უპურო ქვეყანაში თავად წარმოადგენს სპეციფიკურ სანახაობას Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 დასტურ და კარგი შეფასებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ნწუ- კარდუმ ბევრი ლაფსუსები აღმოაჩინა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 უარყოფითში ალბათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 რადგან მრავალი წელია, კარგად ვიცნობ ამ კაცს და როცა ველაპარაკებოდი, შენობით ველაპარაკებოდი; ვინც არ ვიცნობდით, იმათ რას გვერჩოდა....... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 24, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 სხვათAშOრის ჩემი დონის ნაწერია..ლევანას ბევრად უფრო "მაგრად" უნდა დაეწერა.....მის პირობაზე სუსტია :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
giauridia Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 "Оно, конечно, Александр Македонский герой, но зачем же стулья ломать?" Н. Гоголь. Ревизор Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 24, 2010 ლევან, მაგარი კაცი ხარ და უდიდეს პატივს გცემ,წესიერი, ჭკვიანი, უშიშარი, განათლებული, ვახ როგორი გულით დავლევდი შენს სადღეგრძელოს,ამ ნაწერიდანაც ჩანს თუ როგორი დიდსულოვანი და დახვეწილი ადამიანი ხარ,ლაკონური, ზუსტი დახასიათება, ასეთად წარმომედგინა მიშა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 ლ.ბერძენიშვილი მიშაზე ძუკუ-შენ ზარმაცო) ისე ზარმაცი კი ვარ, მაგრამ მიშასთან მე რა შუაში ვარ.ხო კიდევ სახელი და მამისახელი ერთი გვაქვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 Sikna dmoლევან, მაგარი კაცი ხარ და უდიდეს პატივს გცემ,წესიერი, ჭკვიანი, უშიშარი, განათლებული, ვახ როგორი გულით დავლევდი შენს სადღეგრძელოსლევანი რომ ამერიკიდან დაბრუნდება,შემიძლია ლაივში მოიწყოთ ეს პროცესი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted December 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 25, 2010 Sikna dmo ლევანი რომ ამერიკიდან დაბრუნდება,შემიძლია ლაივში მოიწყოთ ეს პროცესი.სიამოვნებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted December 26, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2010 ძუკუ ზარმაცო იმიტომ რომ სტატია მომეწონა 2 დღE გელოდე დადებსთქო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted December 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2010 რას ერჩი, საინტერესო დახასიათებაა. მთავარია რეალობასთან იყოს ახლოს და ჩემი აზრით ასეც არის. ლეომ არ გაიგოს, შემოველანძღებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 26, 2010 ლევანი რომ ამერიკიდან დაბრუნდება,შემიძლია ლაივში მოიწყოთ ეს პროცესი.უი ეს რა წავიკითხე. იქნებ..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted December 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 27, 2010 უი ეს რა წავიკითხე. იქნებ..... ლევანი კიდევ რამდენიმე თვე იქნება იქ.თუ გინდა ლაშა სხვა რესპები მოვიწვიოთ ფორუმზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.