მდა Posted January 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2009 არტურ ლაისტი (1852-1927) http://s56.radikal.ru/i151/0901/0c/a2bcd05a8e39.jpg გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი და მთარგმნელი. საზოგადო მოღვაწე, თბილისის უნივერსიტეტის ლექტორი. არტურ ლაისტი ქალაქ ბრესლაუში დაიბადა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როგორც მრავალი ენის მცოდნე და ნიჭიერი პუბლიცისტი, პოლონურმა და გერმანულმა გამომცემლობებმა მიიწვიეს. 1881 წელს იტალიაში მოგზაურობისას მან გაიცნო ქართველი ხალხისა და მისი ისტორიის თაყვანისმცემელი - გერმანელი მწერალი ფ. ბოდენშტედტი და მისი რჩევით გადაწყვიტა შეესწავლა ქართული ენა. ის დაუკავშირდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებს ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ი. ჭავჭავაძეს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას. 1882 წელს პოლონურ პრესაში დაიბეჭდა მისი წერილი "ქართველებისა და სომხების ლტოლვა განათლებისაკენ", ხოლო 1883 წელს გერმანულ პრესაში - "მივიწყებული ლიტერატურა". 1884 წელს ლაისტი ილია ჭავჭავაძის მოწვევით ერთი თვით ჩამოვიდა საქართველოში. მან ორი კვირა დაჰყო თბილისში და საფუძვლიანად გაეცნო მის ღირსშესანიშნაობებს. უკან დაბრუნებულმა ლაიფციგში პოლონურ ენაზე დასტამბა წიგნი საქართველოზე - "საქართველო, ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა". 1885 წელს ლაისტი მეორედ ჩამოვიდა საქართველოში და ი. ჭავჭავაძის, ი. მაჩაბლის, ა. წერეთლისა და დ. ერისთავის დახმარებით შეუდგა "ვეფხისტყაოსნის" თარგმნას (დაიბეჭდა დრეზდენსა და ლაიფციგში 1890). მასვე ეკუთვნის ქართული პოეზიის ანთოლოგიის თარგმანი. მწერალი ესწრებოდა ქართულ წარმოდგენებს, ნაყოფიერად თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიაში". 1892 წელს ლაისტი სამუდამოდ დამკვიდრდა საქართველოში. ის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1904 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი "ქართველი ხალხი", რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. მწერალმა 1906 წელს თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი "კავკასიშე პოსტი", რომლის რედაქტორიც თავად იყო. დაწერა მოთხრობები: "ქეთევანი", "ვარო", ავტობიოგრაფიული ნაშრომი "რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება", "მოგზაურის დღიურები". 1918 წელს ის თბილისის ახლადგახსნილ უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად მიიწვიეს. 1923 და 1927 წლებში მან ორ წიგნად გამოსცა დიდი სიყვარულით დაწერილი შრომა "საქართველოს გული". არტურ ლაისტი გარდაიცვალა თბილისში, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.