მდა Posted January 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2009 მურმან ლებანიძე (1922-2002) http://s42.radikal.ru/i095/0901/cf/cfe2cc8e07c3.jpg ქართველი პოეტი. 1940 წელს მურმან ლებანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შეწყვიტა სწავლა და ომში წავიდა, საიდანაც 1943 წელს, მძიმე ჭრილობების გამო, თბილისში დაბრუნდა. 1946 წლიდან ლებანიძე სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში მუშაობდა, 1975 წლიდან კი შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის პასუხისმგებელი მდივანი იყო. ლექსების პირველი კრებული პოეტმა 1950 წელს გამოაქვეყნა. ლებანიძის პოეზია საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანია. მასში ასახულია სინამდვილის სხვადასხვა ასპექტი და ნაირგვარი პოეტური თემა. პოეტის შემოქმედების წყარო სათავეს იღებს ქართული კლასიკური ლექსიდან და ხალხური ხელოვნებიდან. მისი ერთობ ორიგინალური ძიებანიც მუდამ წინაპარ თანამოკალმეთა ტრადიციებს ემყარება. პოეტის გრძნობა და ფიქრი გამოხატულია ნატიფად და უშუალოდ, თავისუფალია ყოველგვარი სენტიმენტალობისა და პათეტიკურობისაგან. მის ლექსებს ახასიათებს პოეტური ფრაზის მოქნილობა, სიტყვის ეფექტურობა და რიტმის დინამიკურობა. მისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პატრიოტიზმის, სიცოცხლის, სიკეთისა და სილამაზის, სიყვარულისა და მეგობრობის თემები ("უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი", "მე გამიწვდია გასაჭირში კაცისთვის ხელი", "მარეკები შლიდნენ ბანაკს" და სხვა). მურმან ლებანიძე ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით სფეროშიც. მან თარგმნა იაპონური კლასიკური და ძველი ეგვიპტური პოეზიის ნიმუშები, რედიარდ კიპლინგის, რობერტ ბერნსის ლექსები, შექმნა რუსული კლასიკური პოეზიის მიკროანთოლოგია. პოეტის ლექსები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ფრანგულ, გერმანულ, ჩეხურ და მსოფლიოს სხვა ენებზე. 1995 წელს ლებანიძე არჩეულ იქნა თბილისის საპატიო მოქალაქედ. დაჯილდოებულია შ.რუსთაველისა და გალაკტიონის სახელობის პრემიებით. პოეტი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.