მდა Posted January 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2009 კონსტანტინე ლესელიძე (1903-1944) http://i071.radikal.ru/0901/e7/15a82817e4bf.jpg ქართველი მხედართმთავარი, გენერალ-პოლკოვნიკი, საბჭოთა კავშირის გმირი (1971). დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხისა და სხვა ორდენებით. 1921 წელს დაამთავრა ოზურგეთის გიმნაზია, ხოლო 1922 წელს - ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლის საარტილერიო განყოფილება და იქვე დარჩა სამუშაოდ. 1929 წელს მან გაიარა მეთაურთა შემადგენლობის დახელოვნების კურსები ლენინგრადში. 1937 წელს ლესელიძე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში 63-ე ქართული სამთომსროლელი დივიზიის მეთაურად, 1938 წელს კი ბელორუსიის სამხედრო ოლქში ვიტებსკის მსროლელი დივიზიის არტილერიის უფროსად. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სამხედრო ოპერაციებში: 1941-42 წლებში იყო დასავლეთის, კავკასიისა და ჩრდილოეთ კავკასიის ფრონტებზე მსროლელი კორპუსისა და არმიის არტილერიის უფროსი, მსროლელი კორპუსის მეთაური, ასევე 46-ე, 47-ე და მე-18 არმიების სარდალი. ის მონაწილეობდა თავდაცვით ბრძოლებში მინსკთან, მდინარე ბერეზინასთან, დნეპრთან, ბრიანსკთან, ტულასთან, აგრეთვე შეტევით ბრძოლებში მოსკოვთან. ლესელიძე იცავდა კავკასიას, მონაწილეობა მიიღო ქალაქ ნოვოროსიისკისა და ტამანის ნახევარკუნძულის გათავისუფლებაში, ჟიტომირ-ბერდიჩევის შეტევით ოპერაციაში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის, კუტუზოვის I ხარისხისა და სხვა ორდენებით. კონსტანტინე ლესელიძე დაკრძალულია თბილისში, დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.