მდა Posted January 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2009 თამარ ლომოური (1883-1965) http://s56.radikal.ru/i151/0901/a0/fdd8e2496660.jpg პირველი ქართველი ისტორიკოსი ქალი, ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. 1924 წლიდან თამარ ლომოური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგე, 1932 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 1931 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჯერ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ კი - ნუმიზმატიკის კაბინეტის გამგედ. თამარ ლომოურმა თავი მოუყარა საქართველოს სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებში დაცულ მრავალრიცხოვან ნუმიზმატიკურ მასალას მათი სრული მეცნიერული ინვენტარიზაციისა და კატალოგიზაციის მიზნით. მან საფუძველი ჩაუყარა ახალი ქართული ნუმიზმატიკური ტერმინოლოგიის შექმნას. შეისწავლა, ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სასანური და არაბული მონეტები და იკვლევდა საქართველოში ამ მონეტების გავრცელების სფეროს, აგრეთვე ამ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისა და სავაჭრო-სატრანზიტო გზების საკითხებს. თამარ ლომოურმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად დაადგინა რიგი მნიშვნელოვანი ისტორიული საკითხებისა: ვახტანგ მესამის ტახტზე ასვლის თარიღი, XIII-XIV საუკუნეებში ახალციხეში ზარაფხანის არსებობა, XV საუკუნეში დასავლეთ საქართველოში ქართული მონეტების მოჭრის ფაქტი და სხვა. მასვე ეკუთვნის რამდენიმე ისტორიული ხასიათის ნარკვევი, ნ. ბერძენიშვილთან ერთად გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის "საქართველოს გეოგრაფია", როგორც მთავარი რედაქციის წევრმა და რეცენზენტმა, დიდი წვლილი შეიტანა "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" შექმნაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.