Jump to content
Planeta.Ge

ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის წევრები შესაძლოა, ბინიდან გამოასახლონ


Recommended Posts

ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის წევრები შესაძლოა, ვაკეში მდებარე ბინიდან გამოასახლონ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახა კუკავამ განუცხადა, პირველი ინსტანციის სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიიღო .

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გაჩეჩილაძის ინტერესებს სასამართლოში კახა კუკავა იცავს.

საქმე ეხება გაჩეჩილაძესა და "ტაო პრივატ ბანკს" შორის ვალის გამო მიმდინარე სასამართლო დავას. ბინა ვალის სანაცვლოდ ბანკშია ჩადებული.

როგორც კუკავამ აღნიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ უკვე გამოიტანა გადაწყვეტილება ბინიდან გამოსახლების თაობაზე. მისივე ცნობით, საუბარია ერთ-ერთ ბინაზე ვაკეში, სადაც ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის წევრები ცხოვრობენ.

"ჩვენი ამოცანაა, მოხდეს ვალის რესტრუქტურიზაცია ან გამოსახლების გადავადება", - განაცხადა კუკავამ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/samartali/155006-levan-gachechiladzis-ojakhis-tsevrebi-shesadzloa-binidan-gamoasakhlon.html

...

 

აბა, მილიონები აქვს აღებულიო? ნამუსიც კაი საქონელია ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს გამყიდველობა დააბრალო. ძალიან ტეხავს პროსტა ეგეთი სულმდაბლობა რა.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა, მილიონები აქვს აღებულიო? ნამუსიც კაი საქონელია ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს გამყიდველობა დააბრალო.

მე პირადად ბიწაძის და მსგავსი ხალხის არაფერი არ მჯერა. ასე რომ მისი განცხადების შემდეგ გრეჩიხას ჩემს თვალში არაფერი დაკლებია და არც მომატებია.

რაც შეეხება ასეთი ტიპის შემთხვევებს ზოგადად და არა გრეჩიხასთან დაკავშირებით, შესაძლებელია რომ ეს იყოს ფანდი "აი შეხედეთ არაფერი არ ამიღია თორე ხო დავფარავდი იმ ვალსო".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

შესაძლებელია რომ ეს იყოს ფანდი "აი შეხედეთ არაფერი არ ამიღია თორე ხო დავფარავდი იმ ვალსო".

 

გამოსავალი მაინც იპოვე ხომ? :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამოსავალი მაინც იპოვე ხომ? :018:

ხომ ვთქვი ზოგადად დავწერე და არა გრეჩიხასთან მიმართებაში მეთქი?

საერთოდ თავი იმისთვის აქვს ადამიანს, რომ იფიქროს და სხვადასხვა, შესაძლო ვარიანტები გათვალოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

ხომ ვთქვი ზოგადად დავწერე და არა გრეჩიხასთან მიმართებაში მეთქი?

საერთოდ თავი იმისთვის აქვს ადამიანს, რომ იფიქროს და სხვადასხვა, შესაძლო ვარიანტები გათვალოს.

 

გეხუმრე შე კაცო რა მოგივიდა :*

 

საერთოდ თავი იმისთვის აქვს ადამიანს, რომ იფიქროს

 

აი მე ბალიშზე დასადებად მინდა :* :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

აბა, მილიონები აქვს აღებულიო? ნამუსიც კაი საქონელია ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს გამყიდველობა დააბრალო. ძალიან ტეხავს პროსტა ეგეთი სულმდაბლობა რა.

მეც არ მჯერა რომ აიღო,თუმცა მაგი ისეთია რომ მილიონებიც რომ ქონოდა მაინც ვალები დაედებოდა.

შესაძლებელია რომ ეს იყოს ფანდი "აი შეხედეთ არაფერი არ ამიღია თორე ხო დავფარავდი იმ ვალსო".

სწორია,მაგრამ თუ ნაღდად აღებული აღებული აქვს,ის ვიც მისცა ვინ გამოდის?

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფორუმი ის ადგილია სატურნ ბატონო სულ ფიქრობს კაცი :givi:

:yes:

ფორუმი და წისქვილია მასე

 

თუ ნაღდად აღებული აღებული აქვს,ის ვიც მისცა ვინ გამოდის?

ის ფულის მიმცემი გამოდის :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

თუ ნაღდად აღებული აღებული აქვს,ის ვიც მისცა ვინ გამოდის?

 

 

ის ფულის მიმცემი გამოდის

კარგი იყო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გრეჩიხას ცნობილი ფრაზები:" მთავარი ღირსებაა ფული ჯიბაში"...."მიშა მოვდივარ"?!...იპოდრომზე ხალხს ძალით მე ვშლიდი თუ ძმები გაჩეჩილაძეები?! Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shavlego91

 

ძმები გაჩეჩილაძეები სულ რომ შუაზე გახეულიყვნენ დამოუკიდებლად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ და მათი თვითშემოქმედება რომ არ ყოფილა იპოდრომიდან ხალხის დაშლა ამას ყველა სხვა ლიდერიც ადასტურებს, რომელიც იმ პროცესებში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის დავით უსუფაშვილმა ეს მაესტროს ეთერში დაადასტურა ამას წინათ.

 

...

 

ისე გამოდის, რომ ცეჩნად მაგის ადვოკატი გამოვდივარ, მარა საწყალი გრეჩიხა რო ამდენი სიბინძურის ატანა უწევს, არადა მაგაზე მეტი არც გულით, არც ენერგიით და არც ფულით არავის აქვს გაკეთებული. ადვილია ადამიანის გასვრა ხო? ესროლეთ ტალახი და იწმინდოს იმან, თქვენი რა მიდის?

ძალიან ბევრი შეცდომა და დიდი სისულელები აწევს გრეჩიხას კისერზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლება აქვს სულმდაბლობაში, მოღალატეობაში და სხვა დანაშაულებში დასდოს ბრალი.

 

Saturn

 

რპცა გინდა სულელია, როცა გინდა ჭკვიანი ხო? იხ. ჩემი ქვედა სიგნაჩა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია, გრეჩიხამ ჩვენი იმედები არ გაამართლა, ის არის დამარცხებული მთავარსარდალი, თანაც წააგო ის რომ არც უომია, არ მაინტერესებს მე, იმიტომ წაააგო რომ ქრთამისტია, თუ იმიტო რომ ბედოვლათი და მშიშარაა,

 

 

მისმა არასწრომა გადაწყვეტილებებმა მიშას რეჟიმი უფრო ძლიერი გახადა ხოლო საზოგადოებაში გააჩინა ნიჰილიზმი,

 

 

მოკლედ ეს იყო კაცი რომელიც არ იყო ტავის ადგილას, აღმოჩნდა ისეთ დროს და იქ სადაც არ უნდა ყოფილიყო,

 

მისი დამოკიდებულება კიდევ ხალხთან, ხალხს შევკრიბავ და რამე, იფიქრა რომ მისთვის დავდიოდით,

არადა როგორ ღრმად მკიდია მე და ის ხალხი ვინც იქ ვიყავით ლიდერები, ათასი წელი მამამარჩენლის ძიებაში არ ვართ

 

ხო, კიდევ იესთ ლიდერს რა უთხრა, #######უცუნა ჟურნალისტკა წყობილებიდან რომ გამოიყვანს

 

რაც შეეხება ფულის აღებას,

 

ვფიქრობ, რომ ან აიღო ფული ან უნდოდა აღება და გადააყირავეს, ან იმდენი არ მისცეს რაც შეპირდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლევან გაჩეჩილაძის ოჯახის წევრები შესაძლოა, ბინიდან გამოასახლონ

 

პირველი, რაც გამიელვა იყო

"აი შეხედეთ არაფერი არ ამიღია თორე ხო დავფარავდი იმ ვალსო".

შEიძლება გრეჩიხა უცოდველი კრავია, მაგრამ დროში რატომ დაემთხვა მაინცდამაინც ბანკის მოთხოვნა ახლად აგორებულ სკანდალს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი მეგობარი ბიზნესმენის 2 000$ აქვს ვალი წელიწადნახევარია

 

დასკვნის დადებისთვის ეგებ გამოგადგეტ ინფო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...