მდა Posted January 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2009 ლუარსაბ I (1502-1556) http://s52.radikal.ru/i136/0901/8c/5f28219c19ad.jpg ქართლის მეფე 1527-1556 წლებში. უფროსი ძე დავით X-ისა. 1522 წელს უფლისწულმა ლუარსაბმა დიდი გმირობა გამოიჩინა თელეთის ბრძოლაში, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და გააქცია ირანელთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი, თუმცა თბილისი, ქალაქის თავის ღალატის გამო, ირანელებს ჩაუვარდათ ხელში. ორი წლის შემდეგ ქართველებმა თბილისი მაინც დაიხსნეს და ირანელები მთლიანად გარეკეს ქართული მიწა-წყლიდან. 1526 წელს ლუარსაბმა ცოლად შეირთო იმერეთის მეფის, ბაგრატ III ასული, თამარი და მომდევნო წელს, ბიძის - გიორგი IX ბერად შედგომის შემდეგ, ქართლში გამეფდა. 1538 წლიდან დაიწყო ირანის ხელმწიფის, შაჰ-თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში, რომელთა დროსაც ლუარსაბ მეფე ძირითადად თარეშული ომის ხერხს მიმართავდა და შედეგად, ამ ლაშქრობებისას, შაჰმა უფრო მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. მან ვერც ქართლი ამოწყვიტა და ვერც მისი მეფე დაიმორჩილა. მიუხედავად თბილისის ციხისთავთა გამუდმებული ღალატისა, მთლიანად ქართლი მტრის შემოსევებმა ვერ გაანადგურა. ლუარსაბი ქართლის ციხეებში ჩაყენებულ ყიზილბაშთა ციხიონებს მოულოდნელი თავდასხმებით ავლებდა მუსრს. 1556 წელს სოფელ გარისთან დიდი ბრძოლა გაიმართა. ბრძოლის წინ ლუარსაბმა მეფედ უფროსი ვაჟი - სვიმონი გამოაცხადა და მთავარსარდლობაც მას ჩააბარა. 19 წლის სვიმონის სარდლობით ქართველებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ უკვე მხცოვანი ლუარსაბი ბრძოლის ველზე გმირულად დაეცა. ლუარსაბ I სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.