planetanews Posted December 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 http://www.polity.ge/images/catalog/world/persons/saakashvili_lukashenko.jpgამერიკის შეერთებული შტატები ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. დიქტატორის მეოთხედ არჩევის შემდეგ, ოფიციალური თბილისის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები: პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ბელორუსიაში გამართულ არჩევნებს ძალადობრივს, არათავისუფალს და არადემოკრატიულს უწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატები კი ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. polity.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 მერიკის შეერთებული შტატები ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. დიქტატორის მეოთხედ არჩევის შემდეგ, ოფიციალური თბილისის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორები: პოლონეთი, ლიტვა და ესტონეთი, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ბელორუსიაში გამართულ არჩევნებს ძალადობრივს, არათავისუფალს და არადემოკრატიულს უწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატები კი ალექსანდრე ლუკაშენკოს არჩევას არალეგიტიმურად მიიჩნევს. ამ ფონზე, საქართველოს საგარეო უწყების წინასწარი შეფასება ნეიტრალურად და ლუკაშენკოს მხარდამჭერადაც კი შეიძლება შეფასდეს. მსგავსი ტონის შემცველი განცხადება ევროპაში მხოლოდ რუსეთმა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სადამკვირვებლო მისიამ გააკეთეს. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ კერძოდ თქვა, რომ თბილისს ბელორუსიასთან არსებული კარგი ურთიერთობების გაღრმავება სურს: „შეფასება ნაადრევი იქნება, იმდენად, რამდენადაც არჩევნები არ დასრულებულა. ჯერ კიდევ გადათვლის პროცესში იმყოფება საარჩევნო შედეგები. რასაკვირველია, ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ჩვენს ინტერესშია, რომ ბელორუსიაში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. ბელორუსიის სახელმწიფოსთან, ისევე როგორც ბელორუს ხალხთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს. ამ ურთიერთობების გაღრმავება გვსურს, როგორც ხალხთა შორის ურთიერთობების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით და ამ მიმართულებით ბევრი საინტერესო გეგმა გვაქვს.“ თუ ბელორუსიის 2006 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ საქართველომ მინსკთან ურთიერთობის ვექტორი 180 გრადუსით შეცვალა. მაშინ არჩევნებზე ქართველი დამკვირვებლების არდაშვების გამო საქართველოს საგარეო უწყება ლუკაშენკოს რეჟიმს დიქტატორულს და „ევროპის რუქაზე არსებული პოლიტიკური გაუგებრობას“ უწოდებდა. ოთხი წლის წინ სააკაშვილის ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა მინსკში არსებული ოპოზიციური სტუდენტური მოძრაობა „ზუბრის“ გაძლიერებას, თუმცა ლუკაშენკოს რეჟიმმა, მაშინ პოპულარული „კმარას“ ორი ქართველი აქტივისტი, მათ შორის გიორგი კანდელაკი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრია, ორი კვირით ციხეში გამოკეტა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე შოთა მალაშხია ამბობს, რომ თბილისის ახალი სტრატეგია ახალი მოთხოვნებიდან გამომდინარეობს: „საქართველოს პრეზიდენტი გაცდა პრაქტიკულად რეგიონის ფარგლებს. ის პრაქტიკულად დსთ-ს ფარგლებში შეიჭრა, საიდანაც ჩვენ გამოვედით, მაგრამ რეალურად უკვე რუსეთს ვავიწროვებთ. მისი ჩასვლა იგივე უკრაინაში, ეს იყო ამის დადასტურება. იგივე არის ბელორუსიასთან მიმართებაში. იგივე დამოკიდებულება აქვთ შუა აზიის რესპუბლიკებს და მათ ინვესტიციებს ხედავთ საქართველოში.“ ბელორუსიისა და საქართველოს დაახლოება 2007 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა მინსკს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეწვია. უკვე 2008 წელს, რუსულ-ქართული ომის დროს, ლუკაშენკომ რუსების მხარე დაიჭირა და მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას დაპირდა. მოგვიანებით, ბელარუსმა ბაწკამ აღიარების თემით მოსკოვთან ვაჭრობა დაიწყო, რის გამოც თავს რუსული მძვინვარება დაიტეხა. საპასუხოდ, ლუკაშენკომ სააკაშვილის ინტერვიუ ბელორუსიის ცენტრალური არხითაც გაუშვა. ახლახანს, „ვიკილიქსის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალებით ცნობილი ხდება, რომ ლუკაშენკო გაწბილებული დარჩენილა ევროკავშირის პოზიციით, რომელმაც მინსკს აფხაზეთის და ოსეთის არაღიარების სანაცვლოდ კრედიტები არ მისცა. ცნობილი რუსი ჟურნალისტი ნიკოლაი სვანიძე ფიქრობს, რომ ლუკაშენკო უფრო იყენებს სააკაშვილს, ვიდრე სააკაშვილი ლუკაშენკოს: „სააკაშვილს რა თქმა უნდა აწყობს ლუკაშენკოსთან მეგობრობა, მით უმეტეს, რომ ლუკაშენკო ამის უფლებას აძლევს და რბილ ფორმაში უთხრას, რომ აი, მოდი ლუკაშენკო ზურგი შევაქციოთ რუსეთს და შემოვტრიალდეთ სახით ევროპისკენ. ლუკაშენკო კი არ ებმევა ამაში, ამ შემთხვევაში სააკაშვილთან დუეტში, ის პასიურ როლს სულაც არ თამაშობს, ის გათვითცნობიერებულად მიდის იმაზე, რომ თქვას: აი შეგვხედეთ, ჩვენ სააკაშვილთან ვმეგობრობთ! ვის წინააღმდეგ ვმეგობრობთ? ჩვენ თქვენს წინააღმდეგ ვმეგობრობთ! აი, ამას ეუბნება ის რუსეთს! მე ასე ვიტყოდი, ლუკაშენკო იყენებს სააკაშვილს, სააკაშვილს ეს რა თქმა აწყობს, იმიტომ რომ მისი ურთიერთობა რუსეთთან ცნობილია. ლუკაშენკო ეს არის ადამიანი, რომელიც რუსეთ-ბელორუსიის ურთიერთობაში კოზირს იყენებს ისე, როგორც ეს იმ მომენტში მას აწყობს, საკუთარი ძალაუფლების გადასარჩენად.“ შეუძლია, თუ არა თბილისს მშვიდად იყოს იმის გამო, რომ მინსკი არასოდეს სცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?! ექსპერტები ფიქრობენ, ლუკაშენკო მომავალი ხუთი წლის მანძილზეც გააგრძელებს ერთდროულად შანტაჟისა და დაბალანსების პოლიტიკას, როგორც რუსეთის, ისე ამერიკისა და ევროკავშირის მიმართ. შესაბამისად, არაღიარების თემასაც სავაჭროდ გამოიყენებს ისე, როგორც მისი რეჟიმის ინტერესებში იქნება. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს: „თქვენ მოგეხსენებათ ბატონო ლუკაშენკოს პიროვნული თვისებები. მისთვის პოლიტიკაში პრონციპებზე უფრო მნიშვნელოვანი კონიუნქტურაა. ამიტომ, იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში, რა თქმა უნდა ადვილი არ არის. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მინსკი თავის უკვე გაცხადებულ პოზიციას არაღიარებასთან დაკავშირებით, არ შეიცვლის. ბატონი ლუკაშენკო სწორედ ამ ტიპის პოლიტიკოსია, რომელიც დგამს იმ ნაბიჯებს, რომელსაც იმ წუთში აუცილებლად თვლის ერთი პრინციპის რეალიზაციისთვის, რომელიც მისთვის მართლაც ძვირფასია. ეს არის საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება.“ საქართველოს პრეზიდენტს ბელორუსი კოლეგისთვის ოფიციალურად ჯერ კიდევ არ მიულოცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. თუმცა ეს უკვე გააკეთა სააკაშვილის ერთერთმა საყვარელმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ, რომელმაც ოპოზიციის დარბევის მიუხედავად, გუშინ მინსკში, დიდი კონცერტი გამართა. ნიშანდობლივია, რომ ეს ღონისძიება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული და მას სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიაც ესწრებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted December 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 საქართველოს პრეზიდენტს ბელორუსი კოლეგისთვის ოფიციალურად ჯერ კიდევ არ მიულოცია საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება. თუმცა ეს უკვე გააკეთა სააკაშვილის ერთერთმა საყვარელმა მომღერალმა ბუბა კიკაბიძემ, რომელმაც ოპოზიციის დარბევის მიუხედავად, გუშინ მინსკში, დიდი კონცერტი გამართა. ნიშანდობლივია, რომ ეს ღონისძიება დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ იყო ორგანიზებული და მას სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაიაც ესწრებოდა. წიპა "საშა მაგარია" უმღერეს? ის შავი ბონძღი არ წაუყვანიათ ჩაფხუტების პროფესიონალი მკოცვნელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/292138.htmlალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადის შესრულებას 2011 წლის 19 თებერვლიდან შეუდგება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა და ჯერ არც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მიიღებს თუ არა აღნიშნულ ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საინფორმაციო საშუალებებს 21 დეკემბერს დაუდასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იგი მწირი კომენტარით შემოიფარგლა ჩვენთან საუბარშიც: თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი ...”მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს იყო სატელეფონო საუბარი და მილოცვა.” ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებითა და ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი მხარდაჭერით საქართველო პრაქტიკულად გაემიჯნა ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს და, მთლიანობაში კი, დემოკრატიულ სამყაროს, რომლის შეფასებითაც არჩევნები ბელორუსიაში არადემოკრატიული, არათავისუფალი და ძალადობრივი იყო. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბელორუსიის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, არჩევნების შეფასებისას მკვეთრად უნდა განვასხვავოთ საარჩევნო პროცესი და არჩევნების შემდგომი მოვლენები: ”თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი. ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ის, რაც მოხდა არჩევნების მერე. და იმედია, რომ ამ კითხვებს მალე გაეცემა პასუხი. თორემ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იყო არცთუ დემოკრატიული, ბევრი რამ, რაც საკანონმდებლო დონეზე სისტემის გასაუმჯობესებლად იყო გამიზნული, არ გაკეთდა ისე, როგორც საჭიროა. მთლიანობაში მაინც, არჩევნებმა ასახა ის ზოგადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილებები და სიმპათია-ანტიპათიები, რაც ბელორუსიაში არის.” დავით დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სტანდარტების დასაცავად ბელორუსიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, საქართველო-ბელორუსიის ეროვნულ ინტერესებს შორის არსებობს კავშირები, რომელთა იგნორირების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა: ”პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღებულია, რომ როდესაც არჩეულია ქვეყნის ხელმძღვანელი, კოლეგები მას ულოცავენ. ჩვენს შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პოსტსაბჭოური სივრცე. ჩვენ ბელორუსიასთან ომის მდგომარეობაში არ ვართ, როგორც, ვთქვათ, რუსეთთან და, გარდა ამისა, არის ერთი ძალიან კონკრეტული მიზეზი - ის, რომ ბელორუსიამ პრინციპული პოზიცია დაიკავა ქართული ტერიტორიების ოკუპაციის თვალსაზრისით. ასეთ ფონზე ბუნებრივი და ნორმალურია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენი მხრიდან მილოცვა მიიღო”, - აღნიშნავს, თავის მხრივ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, ალექსანდრე რონდელი. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს ...უახლოეს წარსულში, 2006 წელს, საქართველომ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიულობის ნიშნით დაგმო. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ათვლის წერტილად კი 2007 წლის სექტემბერი ითვლება, როდესაც მინსკს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესტუმრა. კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ეს ურთიერთობები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ბელორუსიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ”რუსეთი ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენდა და, ჩემი აზრით, ახლაც ახდენს ბელორუსიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით. ბელორუსიის პარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა ადგილზე ვითარების შესასწავლად. მოინახულეს დევნილები, მოუსმინეს მათ და გაიზიარეს მათი გულისტკივილი, დაათვალიერეს დევნილთა დასახლებები. მე ვფიქრობ, რომ ბელორუსია ბრძნულად მოიქცევა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის ტელევიზიასთან ინტერვიუში მიმდინარე წლის 15 ივლისს. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად აღიარებული ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვით საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული სამყაროს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. გასაგები და მისაღები იქნება თუ არა მისი ეს ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და გააგრძელებს თუ არა თავად ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას? ამ შეკითხვით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართეთ. ”არც ერთ ამ შეკითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, არ შემიძლია. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს, მეორე მხრივ, ეს არის ქვეყნის მიერ გამოცხადებული, აღიარებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება მეორეს, აქ პასუხი კიდევ უფრო რთულია. ბატონი ლუკაშენკო გახლავთ წინააღმდეგობრივი და მეტად ძნელად პროგნოზირებადი პირი.” ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ თვისებებით ხასიათდებიან ავტორიტარი მმართველები. ამდენად, ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალექსანდრ ლუკაშენკო უახლოეს მომავალში, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 (edited) http://realaudio.rferl.org/GE/2010/12/22/20101222-142423-GE-clip.mp3ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტზე მეოთხე ვადის შესრულებას 2011 წლის 19 თებერვლიდან შეუდგება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა და ჯერ არც არჩევნების საბოლოო შედეგები გამოქვეყნებულა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა. ჯერჯერობით ცნობილი არაა, მიიღებს თუ არა აღნიშნულ ცერემონიალში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ალექსანდრ ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ საინფორმაციო საშუალებებს 21 დეკემბერს დაუდასტურა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს 19 დეკემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. იგი მწირი კომენტარით შემოიფარგლა ჩვენთან საუბარშიც: თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი ...”მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ასეთი საუბარი შედგა და ეს იყო სატელეფონო საუბარი და მილოცვა.” ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებითა და ალექსანდრ ლუკაშენკოსადმი მხარდაჭერით საქართველო პრაქტიკულად გაემიჯნა ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს და, მთლიანობაში კი, დემოკრატიულ სამყაროს, რომლის შეფასებითაც არჩევნები ბელორუსიაში არადემოკრატიული, არათავისუფალი და ძალადობრივი იყო. თუმცა, როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ბელორუსიის არჩევნებში საქართველოს პარლამენტის სადამკვირვებლო მისიის წევრი დავით დარჩიაშვილი ამბობს, არჩევნების შეფასებისას მკვეთრად უნდა განვასხვავოთ საარჩევნო პროცესი და არჩევნების შემდგომი მოვლენები: ”თვითონ არჩევნებზე არალეგიტიმურობის თქმა არ შეიძლება, ჩემი აზრით, და არც ეუთოს არა აქვს ასეთი სიტყვა ნათქვამი. ძალიან ბევრ კითხვას იწვევს ის, რაც მოხდა არჩევნების მერე. და იმედია, რომ ამ კითხვებს მალე გაეცემა პასუხი. თორემ, საბოლოო ჯამში, მიუხედავად იმისა, რომ სისტემა იყო არცთუ დემოკრატიული, ბევრი რამ, რაც საკანონმდებლო დონეზე სისტემის გასაუმჯობესებლად იყო გამიზნული, არ გაკეთდა ისე, როგორც საჭიროა. მთლიანობაში მაინც, არჩევნებმა ასახა ის ზოგადი საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილებები და სიმპათია-ანტიპათიები, რაც ბელორუსიაში არის.” დავით დარჩიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეუთოს სტანდარტების დასაცავად ბელორუსიას ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, საქართველო-ბელორუსიის ეროვნულ ინტერესებს შორის არსებობს კავშირები, რომელთა იგნორირების უფლება არ გვაქვს. შესაბამისად, დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გადადგა ის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაედგა: ”პირდაპირ ვიტყვი, რომ მიღებულია, რომ როდესაც არჩეულია ქვეყნის ხელმძღვანელი, კოლეგები მას ულოცავენ. ჩვენს შემთხვევაში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის პოსტსაბჭოური სივრცე. ჩვენ ბელორუსიასთან ომის მდგომარეობაში არ ვართ, როგორც, ვთქვათ, რუსეთთან და, გარდა ამისა, არის ერთი ძალიან კონკრეტული მიზეზი - ის, რომ ბელორუსიამ პრინციპული პოზიცია დაიკავა ქართული ტერიტორიების ოკუპაციის თვალსაზრისით. ასეთ ფონზე ბუნებრივი და ნორმალურია, რომ ბელორუსიის პრეზიდენტმა ჩვენი მხრიდან მილოცვა მიიღო”, - აღნიშნავს, თავის მხრივ, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის დირექტორი, ალექსანდრე რონდელი. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს ...უახლოეს წარსულში, 2006 წელს, საქართველომ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნები არადემოკრატიულობის ნიშნით დაგმო. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ათვლის წერტილად კი 2007 წლის სექტემბერი ითვლება, როდესაც მინსკს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ესტუმრა. კიდევ უფრო ინტენსიური გახდა ეს ურთიერთობები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც, რუსეთის ზეწოლის მიუხედავად, ბელორუსიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ აღიარა. ”რუსეთი ძალიან ძლიერ ზეწოლას ახდენდა და, ჩემი აზრით, ახლაც ახდენს ბელორუსიაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზნით. ბელორუსიის პარლამენტის დელეგაცია ჩამოვიდა ადგილზე ვითარების შესასწავლად. მოინახულეს დევნილები, მოუსმინეს მათ და გაიზიარეს მათი გულისტკივილი, დაათვალიერეს დევნილთა დასახლებები. მე ვფიქრობ, რომ ბელორუსია ბრძნულად მოიქცევა”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ბელორუსიის ტელევიზიასთან ინტერვიუში მიმდინარე წლის 15 ივლისს. ევროპის უკანასკნელ დიქტატორად აღიარებული ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვით საქართველოს პრეზიდენტი დემოკრატიული სამყაროს დინების საწინააღმდეგო მიმართულებით წავიდა. გასაგები და მისაღები იქნება თუ არა მისი ეს ნაბიჯი სტრატეგიული პარტნიორებისთვის და გააგრძელებს თუ არა თავად ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას? ამ შეკითხვით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართეთ. ”არც ერთ ამ შეკითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, არ შემიძლია. თითქოს გასაგებია, რა იყო მიზეზი საქართველოს პრეზიდენტის ამ ნაბიჯისა. ეგრეთ წოდებული რეალური პოლიტიკის თვალსაზრისით ამ ნაბიჯს აზრი აქვს, მეორე მხრივ, ეს არის ქვეყნის მიერ გამოცხადებული, აღიარებული ღირებულებების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება მეორეს, აქ პასუხი კიდევ უფრო რთულია. ბატონი ლუკაშენკო გახლავთ წინააღმდეგობრივი და მეტად ძნელად პროგნოზირებადი პირი.” ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ თვისებებით ხასიათდებიან ავტორიტარი მმართველები. ამდენად, ძნელია იმის წინასწარ განსაზღვრა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ალექსანდრ ლუკაშენკო უახლოეს მომავალში, მათ შორის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების საკითხში. Edited December 23, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted December 23, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ამ შეკითხვით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს, ირაკლი მენაღარიშვილს მივმართეთ. ”არც ერთ ამ შეკითხვაზე მკაფიო და დამაჯერებელი პასუხის გაცემა, სამწუხაროდ, არ შემიძლია. ხოდა აქ უნდა დაემშვიდობოს ხოლმე კორესპოდენტი სიტყვებით: "ხოდა აბა მაშინ იდი ნა ხუი რა" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2011 გამარჯვება კი არა მგონი ერხევა ბატკას http://www.belaruspartisan.org/bp-forte/?page=100&backPage=13&news=90990&newsPage=0 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2011 გამარჯვება კი არა მგონი ერხევა ბატკასვერ აუგორებენ იანკები ვერაფერს. ხალხს არ შია ბელორუსიაში, ნორმალური პენსიები აქვთ. ნუ, ებრაელები ბევრი ცხოვრობენ მინსკში, მარა არა მგონია რამე ქნან, გადაუვლის მაგ ებრაელებს ლუკაშა და ვსიო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted June 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2011 DonCaredoვერ აუგორებენ იანკები ვერაფერს. ხალხს არ შია ბელორუსიაში, ნორმალური პენსიები აქვთ. ნუ, ებრაელები ბევრი ცხოვრობენ მინსკში, მარა არა მგონია რამე ქნან, გადაუვლის მაგ ებრაელებს ლუკაშა და ვსიო ბოლოს როდის გაიგე ახალი ამბები?აი ეს ხდებოდა დრეს მტელ ბელორუსიაში, ტან დებილი გურჯებივიტ კი არავინ ჩხაოდააი ესე უნდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 22, 2011 აი ეს ხდებოდა დრეს მტელ ბელორუსიაში, ტან დებილი გურჯებივიტ კი არავინ ჩხაოდა აი ესე უნდა!და რას აკეტებენ რო მაგ ვიდეოში? დგანან და ტაშს უკრავენ ტროტუარზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted June 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2011 წიპა "საშა მაგარია" უმღერეს? ეს მართლა ლუკაშენკოს წინასაარჩევნოდ შექმნილი სიმღერაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted June 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2011 Achiko1972 როგორ ხარ?იმ დღეს "ჩემი მანქანის პილოტის" გადამკიდე, ვერაზე მიმავალნი ვარკეთილში აღმოვჩნდით: ვერ გააგნია გზას :givi: დღეს იქნებით ვერაზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted June 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2011 რა გინდათ, რას ერჩით ამ ლუკაშენკოს? კაცური კაცია, აფხაზეთის არ აღიარების გამო მოძმე რუსეთი ლამის გადაიკიდა.თუ ზმობა გინდათ ვიყოთო, მარა თქვენი ჩმორი კი არ ვარო, თან ღლეობები მაკეთებიოთ აქაო)) ვუსმინე მის გამოსვლას ამ თემაზე და ზალიან სერიოზულად და პასუხისმგებლობის გრზნობით საუბრობს. საერთოდ მისგან მე არ მომისმენია სააკაშვილის მსგავსი სისულეები, ზალიან სერიოზულია ყოველთვის.რაც მთავარია ხალხი მას მართლა უჭერს მხარს და გინდა ბატკა უზახეთ და გინდათ გესტაპო.ცუდი კი ისაა, რომ ეს დაქლიავებული ლიბერალ პიდარასტი ევროპელები ვერ ხვდებიან ვერაფერს და გადაეკიდენ მაგ კაცს ტყუილად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted June 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 23, 2011 ეს დაქლიავებული ლიბერალ პიდარასტი ევროპელები ვერ ხვდებიან ვერაფერს და გადაეკიდენ მაგ კაცს ტყუილად.რომ ხვდებიან, იმიტომაც გადაეკიდნენ. ხვდებიან, რომ მაგათზე მაგარია და უჩხიკინებენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ეს ბელორუსი რევოლუციონერების თავშეყრის ადგილი http://vkontakte.ru/board1750030#/futuremovement საინტერესო რაღაცეები წერია, გირჩევთ გადახედოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.