Jump to content
Planeta.Ge

ბექა მინდიაშვილი ,პარასკევს 7 საათზე


Recommended Posts

Watch live video from planeta_ge on Justin.tv

დავით პაიჭაძესთან სკანდალური ეთერის შემდეგ მე მგონი საინტერესო იქნება მასთან დებატები არა?!

 

დაუსვით კითხვები ...

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 35
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ბექა მინდიაშვილი

ვინაა?

 

დავით პაიჭაძესთან სკანდალური ეთერის შემდეგ

 

სკანდალური ეთერი სად ვნახო? როდის იყო?

ან რა ისკანდალეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაუსვით კითხვები ...

 

 

ერთადერთი კითხვა მაქვს:

 

 

რას ერჩის საკუთარ თავსა და მის შთამომავლობას?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. მიიჩნევთ თუ არა თავს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად

2. განიცდით თუ არა ზეწოლას მამათქვენის ან ბიძის მხრიდან

3. რა უფრო დიდი ფასეულობააა თქვენის აზრით მართლმადიდებლისთვის ქრისტიანობა თუ ლიბერალიზმი?

(გთხოვთ ბოლო კითხვაზე პასუხისას ლექციას ნუ წაგვიკითხავთ იმის შესახებ რომ ლიბერალიზმის წყარო ქრისტიანობაა... ამ კუთხით კითხვას არ გისვავთ)

კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები და ას. შ. უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს მორწმუნე ადამიანისთვის

თუ მრწამსი, სახარება, საღვთო ლიტურგია.

4. გსურთ თუ არა რომ რეფორმა ჩატარდეს ეკლესიაში და კონკრეტულად რა სახის რეფორმას ჩაატარებდით

5. მისაღებია თუ არა თქვენთვის კონკორდატი და უნდა იღებდეს თუ არა ეკლესია სახელმწიფოსგან დახმარებას

6. რამდენი კანდიდატი განიხილება საქართველოს მომავალ პატრიარქად და ჰყავს თუ არა ხელისუფლებას თავისი კანდიდატი (არაა აუცილებელი ვინაობის დასახელება), ზოგადად რა გავლენა აქვს ხელისუფლებას საპატრიარქოზე,

7. არის თუ არა პატრიარქის მომხრე და მოწინააღმდეგ ძალები ხელისუფლებაში და უპირირსპირდებიან თუ არა ისინი ამის გამო ერთმანეთს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

სკანდალური ეთერი სად ვნახო? როდის იყო?

ან რა ისკანდალეს?

საპარტიარქო გააკრიტიკა და მერე ილია მეორემ დაგმო ეს გადაცემა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი შეკითხვა

 

1)არ გგონიათ რომ თქვენი და თქვენი მოწინააღმდეგეების დაპირისპირება, დაბადებს იმ ძალს, რომელიც ერთსაც და მეორესაც "თამაშ მიღმა" დაგტოვებთ?

2) რითია რელიგია ათეიზმზე უკეთესი? იქ სადაც მოსახლეობაში მეტი ათეისტია (შვედეთში 86% დანიაში 81% და ა.შ) ის ქვეყანები უფრო პროგრესულად ვითარდებიან ვიდრე რელიგიაზე ორიენტირებული საზოგადოებები..

3)თქვენი და საპატრიარქოს დაპირისპირება, რომ მიივიჩნიოთ როგორც ხელისუფლების დადგმული სპექტაკლი, რომელსაც საზოგადოების ყურადღების გადატანა მნიშვნელოვან საკითხებიდან, ნაკლებ მნიშვნელოვან საკითხებზე უნდათ, რა არგუმენტი გექნებათ ამ აზრის გასაბათილებლად?

4)დარწმუნებული ხართ რომ თქვენზე არ მანიპულირებს ხელისუფლება? (ის ადამიანი რომელიც განიცდის მანიპულაციას, ხშირად ვერ ხვდება რომ მას იყენებენ)

5)რითია ქართული საპატრიარქო ესეთი გამორჩეული, რომელსაც ცვლილებები სჭირდება, ყველა რელიგია ესე არ არის? საჭიროა არა ეკლესიის შეცვლა, არამედ ეკლესიის გავლენების შეზღუდვა და მისი მარგინალიზება მერე მოხდება

6) მიგაჩნიათ რომ კაცობრიობის მომავალი ათეიზმზე გადის?

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ გადაცემა არ მინახავს, მაგრამ მე მომწონს როცა რაიმე სტრუქტურებს აკრიტიკებენ,

მითუმეტესს ისეთ არქაულ სტრუქტურებს, სადაც საუკუნეების მანძილზე არაფერი შეცვლილა,

ჯობდა შიგნიდან მომხდარიყო ცვლილებები, მაგრამ რადგან ეს შეუძლებელია, გარედან მაინც უნდა თქვას ვინმემ.

ვაფასებ ბექას გამბედაობას, ბევრია მაგ სისტემაში საკრიტიკო და მოუთმენელი, არავის აქვს უფლება

უფლის სახლის პრივატიზება მოახდინოს. ოღონდ აქ ძალიან ფაქიზი ზღვარის დაცვაა საჭირო, მორწმუნეთა

გრძნობები შელახული რომ არ აღმოჩნდეს. თუ ამას მოახერხებს ბექა და მჯერა რომ მოახერხებს მისი განათლების პატრონი,

უნდა მოვუსმინოთ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

მითუმეტესს ისეთ არქაულ სტრუქტურებს, სადაც საუკუნეების მანძილზე არაფერი შეცვლილა

ხო, კრეატიულობა აკლიათ, სარეკლამო ბანერები, კლიპები, დისკოტეკა, პიარაქციები, კიდევ მომღერლები უნდა ჩამოიყვანონ რეიტინგის ასამაღლებლად,

წვერი გაიპარსონ და პიჯაკები ჩაიცვან, მრევლის მიზიდვის მიზნით მოყვნენ ანეგდოტები,

ლიტურგიის ნაცვლად ჯაზ ბრენდი მიიწვიონ ალილუას შEძახილით

ალილუააა, ბოგ ლიუბიტ წებია, იისუს სნამი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რა ვიცი, თანამედროვე ტექნიკა მაგათ არ აკლიათ, საბაჟოს კეთილგანწყობა და ამ მთავრობის დაფინანსება და

ერთი ორი კეთილად ნათქვამი კრიტიკა აღარ უნდა მოისმინონ?

რაღა დროს ცენტრალიზებული მართვაა, უნდა იყოს მანდ ხალხის მოსმენის ინსტიტუტიც,

რავა გულზე ეყრებათ ტუ რაიმე აზრი განოთქვა ვინმემ, მორწმუნე მონას არ ნიშნავს, მიტუმეტესს მღვდლის მონას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რა ვიცი, თანამედროვე ტექნიკა მაგათ არ აკლიათ, საბაჟოს კეთილგანწყობა და ამ მთავრობის დაფინანსება და

ერთი ორი კეთილად ნათქვამი კრიტიკა აღარ უნდა მოისმინონ?

რაღა დროს ცენტრალიზებული მართვაა, უნდა იყოს მანდ ხალხის მოსმენის ინსტიტუტიც,

რავა გულზე ეყრებათ ტუ რაიმე აზრი განოთქვა ვინმემ, მორწმუნე მონას არ ნიშნავს, მიტუმეტესს მღვდლის მონას.

ეგ სხვა საკითხია, მაგრამ არქაული მმართველობა რა შუაშია, დიახაც არქაული მმართველობა იქნება მანდ მუდმივად, ასეთია ეკლესია მართლმადიდებული, თუ არ გნებავთ ბატონო კარდუსი არ იყოს ნუ ილოცებთ იქ :)

ეკლესიის სტრუქტურა და ორგანიზაცია საუკუნეები განმავლობაშია ჩამოყალიბებული და ამ ტრადიციას არ გადავუხვევთ, რაც შეეხება დებატებს და საპირისპირო აზრის მოსმენას ეს პირიქით, ეკლესიამ უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, უბრალოდ ჯერჯერობიტ ამის ინტელექტუალური რესურსი და ნებელობა არ არსებობს ალბათ, მაგრამ მომავალში ვიმედოვნებ რომ იქნება,

 

თუმცა ამას ეკლესიის მოდერნიზაციასთან არავითარი კავშირი არა აქვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

დავით პაიჭაძესთან სკანდალური ეთერის შემდეგ

რა იყო იქ სკანდალური, ხელისუფლების ნააზრევი თქვა, მომავალ პატრიარქად ამზადებენ ისეთს ვინც ხელისუფლებას არ გვაწყობსო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეკლესიის სტრუქტურა და ორგანიზაცია საუკუნეები განმავლობაშია ჩამოყალიბებული და ამ ტრადიციას არ გადავუხვევთ, რაც შეეხება დებატებს და საპირისპირო აზრის მოსმენას ეს პირიქით, ეკლესიამ უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, უბრალოდ ჯერჯერობიტ ამის ინტელექტუალური რესურსი და ნებელობა არ არსებობს ალბათ, მაგრამ მომავალში ვიმედოვნებ რომ იქნება,

 

მეც მაგას ვამბობ, მიიწვია ვინმემ საპატრიარქოში ეს კრიტიკოსი ახალგაზრდები? დაუჯდნენ და იქ განიხილონ

კრიტიკის მიზეზები. მხოლოდ განცხადებების კეთება, ,,ცუდი იყო თუ ცუდზე უარესი" არ არის საკმარისი,

პოლიტიკოსები ხომ არ არიან, განცხადებებს რომ აკეთებენ შორიდან, მე შენ გეტყვი და იქ საკრიტიკო არაფერია....

მოდერნიზაციას არავინ თხოვთ, ცოტა უფრო უნდა დახვეწონ მართვის სტილი, ეს რაც შეეხება მართვას.....

ან მარშუტკებში პირჯვრის წერა, ან ყველაფერზე კურთხევის მოთხოვნა უკვე ირონიას ბადებს, არქაულია აბა ეს რა არის?

თავიანთვის უფრო ცუდია ეს არქაიზმი, დაკარგავენ მრევლს და წავა ეს ხალხი სექტებში, ვისაც რწმენის მოთხოვნილება აქვს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ბექა როგორ გადავარჩინოტ ისტორიულ-კულტურული ძეგლები ბნელი ვანდალებისგან?( და სად ბრძანდებოდიტ როცა ბაგრატის ტაძარი მოსპეს? თუ ვანდალი მარტო რიგითიმარტლმადიდებელია და ამჩატებული პრეზიდენტი არა?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ორგანიზაცის ~მამული, ენა, სარწმუნოების~ ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა, ისინი ხვალ, 21:00 საათზე პირველი არხის შესასვლელთან შეიკრიბებიან და ტელევიზიაში არც პაიჭაძეს და არც მის სტუმრებს არ შეუშვებენ. მისივე განცხადებით, ისინი შეეცდებიან პაიჭაძის გადაცემის ჩაშლას, რომელიც 22:00 საათზე იწყება. სადღობელაშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა პაიჭაძის გადაცემის დახურვა. მისი თქმით, ისინი აპროტესტებენ 16 დეკემბერს გასულ გადაცემას, სადაც პაიჭაძის სტუმარი ბექა მინდიაშვილი იყო და ეს გადაცემა შეურაცხმყოფელი იყო მართლმადიდებლებისთვის.

ესენი თვითონ უკეთებენ ამ ხალხს უფასო რეკლამას და მერე უკვირთ..აზრზე არ ვიყავი ვინ არის ეს პაიჭაძე,არც ეხლა ვიცი,მაგრამ უკვე ის ვიცი რომ გადაცემა მიყავს ხუთშაბათობით 22.00 1 არხზე.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...