shavlego91 Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 დაზმირ ჯოჯუა1990 წლის 28 ოქტომბერს გამართულ მრავალპარტიულ და არასაბჭოურ არჩევნებში გაიმარჯვა ეროვნული ძალების საარჩევნო ბლოკმა “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. 1990 წლის 14 ნოემბერს მოწვეულ უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე მის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბლოკის სპიკერი ზ.გამსახურდია. ამრიგად, საქართველოში გაიმარჯვა ეროვნულმა საპარლამენტო რევოლუციამ. ეროვნული მოძრაობა გახდა ქვეყნის ოფიციალური სახელმწიფო ხელისუფლება. ზ.გამსახურდიას ეროვნულმა მთავრობამ იმთავითვე აიღო კურსი საქართველოს სრული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებისა და საბჭოთა კავშირისაგან გამოყოფისაკენ. ამ მიზნით მან მიიღო მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ ახალი სახელმწიფო სისტემის მშენებლობას. 1990 წლის 14 ნოემბერს მიღებულ იქნა კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომელიც ითვალისწინებდა ღონისძიებათა კომპლექსს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მშენებლობის და საბჭოთა იმპერიისაგან ეტაპობრივი გამოყოფის სფეროში. 1990 წლის 11 დეკემბერს, მოსკოვისაგან მართული ოსი სეპარატისტების მიერ მიღებული უკანონო აქტების საპასუხოდ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ გააუქმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი და ცხინვალისა და ჯავის ტერიტორიაზე საგანგებო წესები შემოიღო. 1991 წლის 29 იანვარს მიღებულ იქნა დადგენილება “შინაგან ჯარებში – ეროვნულ გვარდიაში გაწვევის დებულების შესახებ”. დადგენილების საფუძველზე დაიწყო ოფიციალური შეიარაღებული ძალების ფორმირება. 1991 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდა ახალი ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოები – საკრებულოები და პრეფექტურები. 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში გაიმართა ზვიად გამსახურდიას შეხვედრა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორის ელცინთან. შეხვედრის შემდეგ მიღებულ ოქმში რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ტერმინი ,,ყოფილი სამხრეთ ოსეთი’’, რითაც დაადასტურა ავტონომიური ოლქის ლიკვიდაციის ფაქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, უზენაესმა საბჭომ 9 აპრილს მიიღო აქტი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ. 14 აპრილს შემოღებულ იქნა საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი და 26 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა ზ.გამსახურდიამ. არჩევნების შემდგომ პრეზიდენტმა გამსახურდიამ კიდევ უფრო განამტკიცა კურსი, მიმართული საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იძულებით ყოფნის პერიოდში დანერგილი სახელმწიფო სისტემის დემონტაჟისაკენ. საქართველომ უარი თქვა როგორც ე.წ. ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ისევე ახალ ნეოიმპერიულ სტრუქტურაში – დსთ-ში შესვლაზე. 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება რომელმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის ჯარები ოკუპირებულ შეიარაღებულ ძალებად გამოაცხადა და მთავრობას დაავალა იმპერიულ ცენტრთან მოლაპარაკებების დაწყება მათი ეტაპობრივი გაყვანის შესახებ. ცხადია, რომ ეროვნული პოლიტიკის ასეთი უკომპრომისო კურსი მიუღებელი იყო რუსეთის იმპერიისათვის, ამიტომ რუსეთმა საქართველო მოაქცია ბლოკადასა და პროვოცირებული ეთნოკონფლიქტების რკალში. Pპარალელურად დაიწყო შიდა ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილის მობილიზება. 1991 წლის შემოდგომაზე თბილისში ზედიზედ ჩატარდა ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები (2 სექტემბერი, 4-5 ოქტომბერი). ვითარების ერთგვარი სტაბილიზაცია მოჰყვა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიას 1991 წლის 24 სექტემბრის ბრძანებულებას თბილისში საგანგებო მდგომარეობის შემოღებისა და საქართველოს ტერიტორიაზე საერთო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა პრორუსეთული და ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიციური ქსელი, რომელიც შედგებოდა ყოფილი პარტოკრატიის, ინტელიგენციის ნაწილის, კომუნისტური პლუტოკრატიის, პარამილიტარული სამხედრო დაჯგუფებებისა და ეროვნულ მოძრაობაში არსებული ზოგიერთი ჯგუფისაგან ( ამ პარტიების რიგმა იმდროინდელმა ლიდერმა შემდგომში გააკეთა აღიარებითი განცხადება, სადაც აღნიშნავდნენ, რომ სახელმწიფო გადატრიალებაში მათი მონაწილეობა იყო შეცდომა და ასეთი ქმედება შეესატყვისებოდა არა ჩვენი ქვეყნის, არამედ იმ დიდი მეზობლის ინტერესებს, ვისთვისაც მიუღებელი იყო დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა – იხ. Fილმები ტელეკომპანია რუსთავი-2-ის გადაცემაში ,,საქართველოს უახლესი ისტორია’’-ავტორი ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი). 1991 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტ ბ.ელცინის ადმინისტრაციაში შეიქმნა სპეციალური საიდუმლო კომიტეტი გ.ბურბულისის მეთაურობით, რომელსაც დაევალა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაცია, რისთვისაც გამოყოფილ იქნა 65 მილიონი მანეთი. 1991 წლის 21 დეკემბერს ალმა-ათაში გამართულ სამიტზე საქართველომ საბოლოოდ თქვა უარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან მიერთებაზე. ეს გარემოება თბილისის სამხედრო გადატრიალების დაწყების საბაბი გახდა. 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო სამხედრო გადატრიალება, მასში ქართული შეიარაღებული ოპოზიციის დაჯგუფებებთან ერთად მონაწილეობდნენ რუსეთის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის და როსტოვის სპეცნაზის ქვედანაყოფები. 1992 წლის 2 იანვარს პუტჩისტებმა შექმნეს სამხედრო საბჭო (თ.კიტოვანი, თ.სიგუა, ჯ.იოსელიანი), რომელმაც საქართველოს უზენაესი საბჭო დაშლილად გამოაცხადა და შეაჩერა კონსტიტუციის მოქმედება. 6 იანვარს სამხედრო იძულების გამო პრეზიდენტმა ზ.გამსახურდიამ დატოვა საქართველო და ჯერ სომხეთში, ხოლო შემდეგ ჩეჩნეთში გადავიდა, რათა იქიდან გაეგრძელებინა ბრძოლა. საქართველო-რუსეთი:კონფლიქტის ქრონოლოგია 1991 წლის 7 იანვარი - სსრ კავშირის პრეზიდენტის მ. გორბაჩოვის ბრძანებულება საქართველოს რესპუბლიკაში 1990 წლის დეკემბერში მიღებული ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის შესახებ (იმპერიულმა ცენტრმა მოითხოვა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ" საქართველოს უზენაესი საბჭოს კანონის გაუქმება). 1991 წლის 9 იანვარი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილება სსრ კავშირის პრეზიდენტის 1991 წლის 7 იანვრის ბრძანებულების შესახებ (ამ დადგენილებით არაკანონიერად იქნა მიჩნეული მ. გორბაჩოვის ბრძანებულების მოთხოვნები). 1991 წლის 20 თებერვალი - სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში არსებული მდგომარეობისა და რეგიონში ვითარების სტაბილიზაციის შესახებ (ამ დადგენილებით იმპერიული ცენტრი შეეცადა სრული კონტროლი დაემყარებინა საქართველოს ამ ნაწილზე მაინც). 1991 წლის 23 მარტი - ყაზბეგის ოქმი. რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ბ. ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზ. გამსახურდია შეთანხმდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სიტუაციის სტაბილიზაციის ღონისძიებების შესახებ. 1991 წელის 31 მარტი - საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი საქართველოში (31 მარტს, საქართველოს ეროვნულმა ხელისუფლებამ ჩაატარა რეფერენდუმი კითხვით: "თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?". რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკის ამომრჩეველთა 90-მა პროცენტმა რომლის 88 პროცენტმა ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამომრჩეველთა საერთო რიცხვი - 3 657 477; რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი - 3. 302. 572; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი - 3. 295. 493; სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი - 17.400). აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში - 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას - 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს. გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა სოფ. ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა. 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს "ეროვნულ კონგრესში" გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომელთაც მოგვიანებით სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა. 1991 წლის 1 აპრილი - სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება (პირველი პუნქტით საბჭოთა კავშირის პრეზიდენტს ეძლეოდა რეკომენდაცია, შინაგანი ჯარების გამოყენებით შემოეღო საგანგებო მდგომარეობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში). 1991 წლის 9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991 წლის 9 აპრილი - ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სპეციალური რეზოლუცია (№ 94) "საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და დემოკრატიული ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ". 1991 წლის 14 აპრილი - საქართველოს პირველ პრეზიდენტად ზვიად გამსახურდიას არჩევა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ. 1991 წლის 15 აპრილი - საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულება იმპერიული ცენტრალური ხელისუფლებისადმი საყოველთაო ეროვნული და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ (1991 წლის 7 დეკემბრამდე, ბელოვეჟის შეთანხმებამდე, იურიდიულად არსებობს საბჭოთა კავშირი). 1991 წლის 26 მაისი - პლურალისტული და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში (დიდი უპირატესობით პირველივე ტურში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ). 1991 წლის აგვისტო - მოსკოვის პუტჩი და სამხედრო გადატრიალების მცდელობა საქართველოში. 1991 წლის 2 სექტემბერი - იმპერიული ცენტრისგან ინსპირირებული პროვოკაცია თბილისში: მცირერიცხოვანი პროვოკაციული მიტინგის დარბევა გ. ლანჩავას (შემდგომში აქტიური პუტჩისტის) დაქვემდებარებული პოლიციელების მიერ. 1991 წლის 15 სექტემბერი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილება საქართველოს ტერიტორიაზე დისლოცირებული სსრკ ჯარებისათვის "საოკუპაციო ჯარების სტატუსის" მინიჭების შესახებ. 1991 წლის 29 სექტემბერი - აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები (ე.წ. ეთნიკური კვოტების სისტემით). 65 დეპუტატიდან 28 - ეთნიკური აფხაზი, 26 - ენიკური ქართველი, 11 - სხვა ეთნიკურ ჯგუფთა წარმომადგენელი (შდრ.: აფხაზები მთელი მოსახლეობის 17 %, ქართველები - 47,5 %; 25,5 % - სხვები). 1991 წლის ნოემბერი - რუსეთის პრეზიდენტის - ბ. ელცინის ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო კომიტეტის შექმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი; წყარო - გ. ბურბულისის 1996 წლის ოფიციალური აღიარება). 1991 წლის ოქტომბერი-ნოემბერი - იმპერიული ცენტრის ორგანიზებით სახელმწიფო გადატრიალების მორიგი მცდელობები საქართველოში. 1991 წლის 8 დეკემბერი - ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ხელი მოაწერეს სსრკ-ს დაშლას (ბელოვეჟის შეთანხმება). რუსეთის იმპერიის რეანიმაციის შემდგომ ეტაპად განიხილებოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაერთიანება და დსთ-ს შექმნა, რომლის შემადგენლობაში შესვლაზე საქართველომ იმთავითვე უარი განაცხადა. 1991 წლის 21 დეკემბერი - ალმა-ათის დეკლარაცია. ალმა-ათაში ახალი სახელით გაფორმდა რუსეთის იმპერია: სსრ კავშირის მემკვიდრე გახდა ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, რომლის შემადგენლობაში არ შევიდნენ ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და საქართველო. 1991 წლის 22 დეკემბერი - 1992 წლის 6 იანვარი - იმპერიული ცენტრის მიერ ორგანიზებული კრინიმალური სამხედრო გადატრიალების პირველი ეტაპი - რუსეთის სამხედრო შენაერთების (ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის, ძერჟინსკის დივიზიის 345-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის, როსტოვის სპეცნაზის ქვედანაყოფთა), რენეგატი ქართველებისა და ქართველი კრიმინალების მიერ საქართველოს ხელისუფლების ადმინისტრაციული შენობებისა და ტელევიზიის დაკავება. დედაქალაქიდან საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი საბჭოს, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების განდევნა. რუსეთ-საქართველოს ომის ახალი ეტაპის დასაწყისი. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთის ჩამბარებლები იწყებენ თბილისში ხელისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლას ,რომელზეც ჯაბა იოსელიანი წიგნში "სამი განზომილებაში "(გვ.356-370)აღწერს ფაქტებს...მასთან მიდიან დელეგაცია ბუბა კიკაბიძის,,გიზო ნიშნიანიძის,ბიჭიკო რამიშვილის... სთხოვეს საზოგადოება "თბილისელის" პრეზიდენტობა...საღამოს ფილარმონიაში შეიკრიბნენ შევარდნაძეც იყო და რეზო ამაშუკელის წამყვანობით...ფაქტობრივად შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი...შევარდნაძის თანხმობით გიგა ლორთქიფანიძე მთხოვს ხელში ამეღო ძალაუფლება...იქმნება ჩეკა-ზვიადდთან მებრძოლი კომიტეტი-ჯაბა უფროსი,გია ჭანტურია(ხონში მივეცი 100 ავტომატი ედპეელების შესაირაღებლად...გია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც),დავით მაღრაძე( " ჯაბას და შევარდნაძის "მეგვადრუცე"აგროვებდა ფულს იარაღის შესაძენად),ბათიაშვილი,ყარყარყარშვილი,გია ჟორჟოლიანი,ვაჟა ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა...ჩვენთან იყო აგრეთვე ქალაქის მერი გაბაშვილიც... ხაჩიშვილი და იგორ გიორგაძე კარგად არიან რუსეთის ოლქის ჯარების სარდალთან -რეუტთან?! შევარდნაძე მეუბნება,რომ რუსებმა დამირეკეს უნდა დავნიშნო იგორ გიორგაძე უშიშროების მინისტრად,კვირაია შსს-ს მინისტრად?!(დააკვირდით საკვანძო მინისტრებს მოსკოვი ნიშნავს აფხაზეთის ომის შემდეგ...ე.ი. შევარდნაძემ რუსეთთან ერთად მოახდინა აფხაზეთის ოკუპაცია!!!) ბალტინთან ავთო მარგიანია(ამ ბალტინმა შავი ძღვის ფლოტით გადმოზიდა ჯერ გაგრიდან მერე სოხუმიდან ტექნიკა,გამოიყვანა ქართული ჯარი ,შემდეგ დაეცა გაგრა,სოხუმი,მათ მთავარი როლი შეასრულეს ჯერ აფხაზეთის და შემდეგ სამეგრელოს ოკუპაციაში) ეს ჯგუფი ქმნის ახალ სმკ-ს .შევარდნაძის ბირთვიდან". "დაიცავი საქართველოს"საინციატივო ჯგუფი ის სახეებია,რომელნიც 1991 წლის სექტემბრიდან ტელევიზიის აქციებით დაგვამახსოვრეს თავი,შევარდნაძის" თეთრი მანდილი",მხედრიონი,"თბილისელი",კულინარიელები,ორბი,არწივი გორდა...ამათ გადაჩეხეს საქართველო უფსკრულში,დააკარგვინეს ტერიტორიები მიითვისეს მილიარდობით დოლარის ანაბრები და კრედიტები,ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეა მათ კისერზე...მხოლოდ ფაქტებით ვიხელმძღვანელოთ!!!''აი რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის სახე...ამის შემდეგ კიდევ იტყვიან სამოქალაქო ომი იყოოო.... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 ყოველ წელიწადს, ამ დღისადმი მიძღვნილ თემებს ვხსნით და ვიხსენებთ და ვიხსენებთ... მეტი არც აღარაფერი შეგვიძლია. არადა ამ უბედურების შემომქმედნი თბილად, ტკბილად არიან თავისთვის და ალბათ კვდებიან სიცილით.... არც ერთი!!!! არც ერთი ადამიანი არაა პასუხისგებაში მიცემული დღემდე მაგ ამბის გამო. ზოგი რომელ აგარაკზე ბერდება თავისთვის და ზოგიც რომელზე... არადა ბოლო 20 წლიანი უბედურებების კასკადის დასაწყისია ეგ შავი დღე საქართველოში. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 არადა ამ უბედურების შემომქმედნი თბილად, ტკბილად არიან თავისთვის და ალბათ კვდებიან სიცილით....ჩვენ დიიიდ პოლიტიკაზე ვბჭობთასეთ მელოჩებზე ვისღა სცალია ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 იმპერიული ცენტრისგან ინსპირირებული პროვოკაცია თბილისში: მცირერიცხოვანი პროვოკაციული მიტინგის დარბევა გ. ლანჩავას (შემდგომში აქტიური პუტჩისტის) დაქვემდებარებული პოლიციელების მიერ. დიდი როლი ითამაშეს ხაბულიანმა და გუგუშვილმა მთავრობის მოწინააღმდეგეთა რაოდენობის გაზრდაში, თავისი მოქმედებებით. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted December 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 21, 2010 shavlego91კაროჩე ეხლა ეგ ტექსტი შეამოკლე და გასაგებად თქვი რა გინდა ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted December 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 http://www.youtube.com/watch?v=oQCZ3XVlHGk ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ სოჭის,დვალეთის,საინგილოს,ალავერდის,ტაო- კლარჯეთის გასხვისებით!!! ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!! მოქკავშირის გვარდია,ე.წ ოპოზიცია-ხაინდრავა,მაღრაძე(კულტურისმინისტრი),ჟორჟოლიანი,ბურჯანაძე, დავითაშ ვილი,მაჭავარიანი,მისი "პარლამენტი"-ბერძენიშვილები,სარიშვილი,ყარყარაშვილი(თავდაცვის მინისტრი),ბათიაშვილი(უშიშროების ),ფ. ჩიხრაძე,გრეჩიხა-პარლამენტის კომიტეტის თავრე-აქტიური მოქკავშირელი...პასუხისმგებელია ტერიტორიების რუსებისთვის გადაცემაზე,ათიათასობით ადამიანის სიკვდილზე,მილიარდობით ანაბრებისა და კრედიტების მითვისებაზე,პურის კრიზისზე... გამსახურდიასთან ბრძოლის კომიტეტი:ჯაბა,ჭანტურია,დავით მაღრაძე,ყარყარაშვილი,ი.ბათიაშვილი,ვ.ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა,გ. ჟორჟოლიანი,... დავით მაღრაძე ფულს აგროვებდა,...ჭანტურია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც..."" ( ჯაბა- სამი განზომილება"გვ.360),1991-92წწ. სამხედრო გადატრიალება სამოქალაქო ომად მონათლა რუსეთმა და შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის ბანდამ (ამ "ოპოზიციის უმრავლესობამ)...ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის(აფხაზეთის ოკუპანტი-მთავარი ძალა) მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების (ოპოზიციის ტრიბუნაზე მდგარი უმრავლესობა) დახმარებით, მეორე მხრედანაც იყვნენ-რურუები,ბოკერია... საქართველოს ეროვნულ ხელისუფლებას გია ჭანტურია ,გოგა ხაინდრავა,ძმები ბერძენიშვილები,ზურაბ ჟვანია,პარუნ აირიკიანი...კრემლის დავალებით ცილს სწამებდნენ ოსების გენოციდში,ეროვნულ უმცირესობათა ჩაგვრაში ადანაშაულებდნენ... გოგა ხაინდრავა აგზავნის ოსების მიერ ცოცხლად დამწვარი მინდიაშვილების ფოტო- მასალებს ევროპაში თითქოს ესენი ქართველების მიერ ცოცხლად დამწვარი ოსები იყვნენ?! პრაღის 24-ე რეზოლუციაში ჩააწერინეს: "...ქართველები გენოციდს უწყობენ ოსებს,ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს!..." ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 (edited) გადატრიალებაში მონაწილეებს მივმართავ!!!!!............."ზვიად გამსახურდია მოკალით,მერაბი მოკალით,30 ათასამდე ქართველს რუსებთან ერთად გენოციდი მოუწყვეთ...1992წ.3იანვარს დიდუბის მეტროსთან,7 იანვარს დელისის მეტროსთან,2თებერვალს ცირკთან დახვრეტილ გიზო ხატიაშვილის,გივი რეხვიაშვილის,ბაადურ მჭედლიშვილის,15წლის ზურაბ ჯავახიშვილის,17 წლის მედროშის მამუკა ტერიშვილის,17წლის ზურაბ დიდებაშვილის,ალიკო დავრაშვილის, გურამ დოლიძის, გერონტი ლიპარტელიანის,იური ტალახაძის,იმედო ჭანტურიძის,ტარიელ ხერკელაძის,მიხეილ ფოლადაშვილის, ტრისტან ცერაძის.. ტელევიზიასთან დაჭერილ და შემდეგ დახვრეტილ რეზო ბროძელის, ლიმა გიორგაძის,მერაბ სულაძის სხვათა მრავალთა წალენჯიხაში ზუგდიდში,სენაკში... დახვრეტილების .სამაჩაბლოს გმირს-გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდატ გამოყოფილი!)ხაინდრავას"დევიატკა" მეტეხთან ხვრეტს და სახელმწიფო დამნაშავეს,ქართველთა მკვლელს-ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებს! ცოდვა არ მოგასვენებთ!.წმ.ილია.მართალის მკვლელი- ორჯონიკიძე-მახარაძე-ბერბიჭაშვილი.. პრეზიდენტ ზვიადი გამსახურდიას მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-"ალფა"..გოგია-გოგიას მკვლელი-გ.ხაინდრავა..ყორღანაშვილებო კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!!!.კოსტავას ეზოში 1998 წლის 17 დეკემბერს ნუგზარ ლეჟავა მოკალით... გმირი მინდიაშვილები ოსებს ცოცხლად დააწვევინეთ..... მერაბ კოსტავა მოკალით , მღვდელი ჩიხლაძე მოკალით,თვითმფრინავის ბიჭები მოკალით,ჟურნალისტი ნაზი შამანაური მოკალით...ერს გენოციდი მოუწყვეთ.. გირჩევნიათ ცოდვები მოინანიოთ კიდევ ლაფისა და ტალახის სროლის მაგივრად!...... Edited December 22, 2010 by shavlego91 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 გუბაზმ სანიკიძემ "კავკასიაზე" განაცხადა:" წინამორბედმა პრეზიდენტებმა ხალხს არ უსმინეს და რაც მოუვიდათ ნახეთო" ..... ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება დაამხო რუსეთმა და მისმა კრიმინალებმა...1991-92 წწ. მოვლენები სამოქალაქო ომად მონათლა რუსეთმა და შევარდნაძე,სიგუა,კიტოვანი,იოსელიანის ბანდამ ...ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით! ბევრი ადამიანი ახლაც "მოხიბლულია" 1991-92 წლების კრემლის პროპაგანდით ,მისი ლექსიკონით და ისევ აგრძელებენ ზვიად გამსახურდიას ცილისწამებას! გირჩევთ სინანულს,ვიდრე კაენურ ცოდვების გაგრძელებას?!რუსეთის ადვოკატობას რა ქვია?...ეს ეხება ე.წ.ლიდერებსაც -შევარდნაძის ბანდას! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 22, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 22, 2010 გიორგი შენგელაია თავის ძმასთან ,ვითომ პროკურორი გაეკიდა ზვიად გამსახურდიას სომხეთში-იჯევანში და ითხოვდა სომხეთისაგან მის გადმოცემას,როგორც ოქროსა და ფულის გამტაცებლის?! მისი ძმის და ლანჩავას მეთაურობით დაიხვრიტა 2 თებერვალს ცირკთან 15 კაცი 15-25 წლის ქართველები!!!)..ებრძოდნენ გარდაცვლილ ზვიად გამსახურდიას!(ზვიად ძიძიგურო ყოჩაღ! შენი კონცერტის რეჟისორად აიყვანე!) ცოცხლების მკვლელობები არ ეყოთ. და ზვარაკად შეწირულ ზვიადის მოკვლა ისევ სცადეს კაენთა მოდგმამ......მღებრიშვილმა 1998 წლის 17 დეკემბერს სანთლებით ხელში მშვიდობიანი პროტესტანტები მკვლელ შევარდნაძის და ალავიძის ბრძანებით დაარბია ,მოკლა ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნუგზარ ლეჟავა.."ზვიად გამსახურდია მოკალით,მერაბი მოკალით,30 ათასამდე ქართველს რუსებთან ერთად გენოციდი (მოუწყვეტ...1992წ.3იანვარს დიდუბის მეტროსთან,7 იანვარს დელისის მეტროსთან,2თებერვალს ცირკთან დახვრეტილ გიზო ხატიაშვილის,გივი რეხვიაშვილის,ბაადურ მჭედლიშვილის,15წლის ზურაბ ჯავახიშვილის,17 წლის მედროშის მამუკა ტერიშვილის,17წლის ზურაბ დიდებაშვილის,ალიკო დავრაშვილის, გურამ დოლიძის, გერონტი ლიპარტელიანის,იური ტალახაძის,იმედო ჭანტურიძის,ტარიელ ხერკელაძის,მიხეილ ფოლადაშვილის, ტრისტან ცერაძის.. ტელევიზიასთან დაჭერილ და შემდეგ დახვრეტილ რეზო ბროძელის, ლიმა გიორგაძის,მერაბ სულაძის სხვათა მრავალთა წალენჯიხაში ზუგდიდში,სენაკში... დახვრეტილების მშობლებს ვინაა მკვლელი.სამაჩაბლოს გმირს-გოგია გაბროშვილს (მასზე ოსებს 6კგ. ოქრო და 1 მლ.რუბლი ჰქონდატ გამოყოფილი!)ხაინდრავას"დევიატკა" მეტეხთან ხვრეტს( ჯაბა იოსელიანი-სამი განზომილება გვ.361) და სახელმწიფო დამნაშავეს,ქართველთა მკვლელს-ტ.კულუმბეგოვს ციხიდან ათავისუფლებს!.ილია მკვლელი-მახარაძე-ბერბიჭაშვილი..ზვიადის მკვლელი- შევარდნაძე-ელცინი-"ალფა"..გოგია-გოგიას მკვლელი-გ.ხაინდრავა..ყორღანაშვილებო კაენის ცოდვა არ მოგასვენებთ!!!.კოსტავას ეზოში 1998 წლის 17 დეკემბერს ნუგზარ ლეჟავა მოკალით... გმირი მინდიაშვილები ოსებს ცოცხლად დააწვევინეთ..... მღვდელი ჩიხლაძე მოკალით,თვითმფრინავის ბიჭები მოკალით,ჟურნალისტი ნაზი შამანაური მოკალით...ერს გენოციდი მოუწყვეთ...ამ ბანდის მეთაურია სერგო შევარდნაძე... გია ყარყარაშვილი იყო რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის-'"შევის"თავდაცვის მინისტრი,მან 1991წლის დეკემბერში მიატოვა ცხინვალი და რუსების დავალებით თბილისში ჩამოვიდა ეროვნული ხელისუფლების დასამხობად. მან ხელი შეუწყო რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციის-სერგო შევარდნაძის გაბატონებას,რასაც მოყვა აფხაზეტისა და სამაჩაბლოს რუსებისატვის მირთმევა-დაგომისის 1992 წლის,მოსკოვის 1992 წლის,სოჭის 1993 წლის 27 ივლისის გარიგებებს ,ამის შემდეგ ტექნიკისა და ჯარის გამოყვანას ჯერ გაგრიდან,შემდეგ ერთი წლის შემდეგ დათუაშვილთან ერთად სოხუმიდან!(ტექნიკა რუსული გემებით გამოზიდეს,რადგან ჩვენ ზუგდიდიდან გამოზიდვის უფლება არ მივეცით!). 1992წ.იანვარში იყო კომენდატი და მიტინგების დახვრეტებზე მთავარი პასუხისმგებელი იყო,აქტიურად მონაწილეობდა აბაშის,სენაკის,ზუგდიდის,წალენჯიხის "აღებაში".. სამეგრელოს დარბევებში...რუსეთ-საქართველოს ომის(აფხაზეთი-სამაჩაბლო) 1992-93წწ. შემდეგ იგი სწავლობს მოსკოვის სამხედრო აკადემიაში?!...როგორც ღალატის მოწმე სცადეს მისი მოშორება(მარინაშვილი-გაგრა მოიშორეს,დათუაშვილიც) რუსეთმა საქართველოში დასვა თავისი საოკუპაციო რეჟიმი(შევარდნაძე),როგორც 1921წ.ორჯონიკიძის რევკომი, რის შედეგადაც რუსეთს ხონჩით მიართვეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, როგორცეს გააკეთა ორჯონიკიძემ სოჭის,დვალეთის,საინგილოს,ალავერდის,ტაო- კლარჯეთის გასხვისებით!!! ისე სკამისათვის მსგავსი რამ გააკეთა ვარაზ-ბაკურმა 368 წელს,როცა სკამისათვის ირანელებს გადასცა რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს გადასცა-ტაო- კლარჯეთი!!! 1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით შევარდნაძემ(ამ დროს რუსეთის მოქალაქე იყო! თან საიდუმლო დოკუმენტით აფხაზეთშიც იგივე ვარიანტზე-აფხაზეთის ჩაბარებაზეც მოეწერა ხელი!!!) რუსი და ოსი ოკუპანტები შემოიყვანა სამაჩაბლოში"მშვიდობისმყოფელთა "მანტიით!1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში შევარდნაძემ ხელი მოაწერა ცალმხრივად გაგრიდან ქართული ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რის გამოც დაეცა ერთ თვეში გაგრის მხარე,1993 წლის 27 ივლისს სოჭში ხელი მოაწერეს ქართული მხარის მიერ სოხუმიდან ჯარისა და ტექნიკის გამოყვანას,რუსულმა გემებმა ეს ტექნიკა ზღვით გამოზიდეს!(მა ვიდეოზე ორივე გარიგებაზე დევს ვიდეო),რის გამოც დაეცა სოხუმი, მთლიანად აფხაზეთი... ყველაფერი შევის თბილისში ჩამოსვლამდ სკამის სანაცვლოდ იყო გადაწყვეტილი!!! მოქკავშირის გვარდია,ე.წ ოპოზიცია-ხაინდრავა,მაღრაძე(კულტურისმინისტრი),ჟორჟოლიანი,ბურჯანაძე, დავითაშ ვილი,მაჭავარიანი,მისი "პარლამენტი"-ბერძენიშვილები,სარიშვილი,ყარყარაშვილი(თავდაცვის მინისტრი),ბათიაშვილი(უშიშროების ),ფ. ჩიხრაძე,გრეჩიხა-პარლამენტის კომიტეტის თავრე-აქტიური მოქკავშირელი...პასუხისმგებელია ტერიტორიების რუსებისთვის გადაცემაზე,ათიათასობით ადამიანის სიკვდილზე,მილიარდობით ანაბრებისა და კრედიტების მითვისებაზე,პურის კრიზისზე... გამსახურდიასთან ბრძოლის კომიტეტი:ჯაბა,ჭანტურია,დავით მაღრაძე,ყარყარაშვილი,ი.ბათიაშვილი,ვ.ლორთქიფანიძე,გოგა ხაინდრავა,გ. ჟორჟოლიანი,... დავით მაღრაძე ფულს აგროვებდა,...ჭანტურია კითხავდა ზვიადისტებს,იყო ფეხებში სროლები,დაჭრებიც..."" ( ჯაბა- სამი განზომილება"გვ.360), ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 23, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 23, 2010 ღმერთო მიუტევე 22 დეკემბრის გადატრიალებაში მონაწილეებს ეს უმძიმესი ცოდვა! ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted December 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted December 30, 2010 სერგო შევარდნაძე ამბობს:"...კიტოვანისა და სიგუას გადაგომამ გამოიწვია სამოქალაქო ომი.... სიგუა და ერთი პიროვნება ღამეებს ათევდნენ კავკასიაში რუსული ჯარების დაჯგუფების ბანაკში(შტაბში)...იმიტომ ,რომ...ამ დაჯგუფების მთავარსარდალი რეუტი-ბომბავდა და ანგრევდა პარლამენტის შენობას( ბურბულისის ანუ ელცინის მითითებით- შავლეგო) ,პირველ საშუალო საკოლას,მხატვართა სახლს...სიგუას და კიტოვანს ის ხალხი მფარველობდა ,ვინც შენობებს ბომბავდა და ანგრევდა..."(ასავალ-დასავალი 2010 წლ. 11 იანვარი)... ჯერ სამოქალაქო ომი იყო , ხალხის აჯანყება, დემოკრატიული რევოლუცია მოხდა და მერე რუსები ბომბავდნენ შენობებს????!!!!ამ დროს ედუარდი მოსკოვში ბურბულისთან და ელცინთან ჩაას მიირთმევდა? თვით ოკუპანტი ედიკაც აღნიშნავს,რომ რუსეთი ბომბავდა პარლამენტს..., რუსებმა ააააააღნიშნეს,რომ ბურბულისი- კოორდინატორი გადატრიალებისას,ბეპაევი ჯარით ეხმარება, იზვესტიაში წერენ პეჩორის და როსტოვის სპეცნაწილების მონაწილეობას, ბალტინის ტანკებში გოგუაძე, მარგიანი..ისხდნენ და ახსდენდნენ სამეგრელო -აფხაზეთის ოკუპაციას... სადაა აქ სამოქალაქო ომი? შაიხედეთ ლექსიკონში.....ანუ ყველანი(მონაწილენი) საქართველოს განადგურებისას რუსეთს ედგნენ გვერდში გადატრიალებისას... ეს ბებერი ერთ ადგილას ამბობს სამოქალაქო ომი იყოო და მეორე ადგილას კი -რუსეთის ჯარები(რეუტი) ბომბავდა პარლამენტის შენობას,პირველ სკოლას, მხატვართა სახლს?! ... გამოჩურჩუტდა სულ? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 (edited) “საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს პატიმარ ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილის განცხადება მე, ლევან ვალერიანეს ძე ბერძენიშვილი, დაბადებული 1953 წლის 23 ოქტომბერს, რომელსაც ბრალი მედება საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 71-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, ვაღიარებ ამ მძიმე დანაშაულს და მსურს, გაუწყოთ შემდეგი: იმ ადამიანს შორის, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა და იმ ადამიანს შორის, რომელიც ამ სტრიქონებს წერს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი და იგივე პიროვნებაა, უზარმაზარი უფსკრული ძევს – ამჟამად მე სრული სერიოზულობით მაქვს შეცნობილი ჩემი დანაშაულის არსიც და ჩემი დანაშაულის დროინდელი მოქმედების მთელი უბადრუკობაც. 1978 წელს, კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებული ამბების შემდეგ, შევიკრიბეთ რამდენიმე ამხანაგი და გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ორგანიზაცია, რომელიც საფუძველს შექმნიდა “დამოუკიდებელი საქართველოს” წარმოქმნისთვის. ჩვენი მაშინდელი მცდელობა ემყარებოდა იმის რწმენას, რომ: ა) საქართველოს შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა; ბ) სსრკ რიგებში ყოფნით საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიან მდგომარეობაშია და გ) საქართველოს ისტორია, მისი განვითარების შინაგანი ტენდენციები მოითხოვს, რომ ეს ქვეყანა დამოუკიდებელი იყოს. როგორც უკვე ხედავთ, ჩვენი ეს ე.წ. “იდეოლოგია” ემყარებოდა სამ ძირითად შეცდომას, რაც, თავის მხრივ, გამოწვეული იყო ისტორიის, მისი განვითარების კანონზომიერების, ეკონომიკის, პოლიტიკისა და ა.შ. საკვანძო საკითხების არცოდნით, რიგ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე ზერელე წარმოდგენით, საქართველოს წარსულის არასაკმარისი ცოდნით, მისი უსაფუძვლო იდეალიზაციით. ასევე მცდარ იდეოლოგიურ ბაზისზე დაყრდნობილნი შევეცადეთ, შეგვექმნა სათანადო ორგანიზაცია, რომელიც ჟურნალის საშუალებით გაავრცელებდა და პოპულარობას მოუპოვებდა ჩვენს “განმანთავისუფლებელ” იდეებს და მიზანსწრაფვებს. ასეთ ორგანოდ ჩვენ გვესახებოდა თვითნაბეჭდი ჟურნალი, რომლის ფურცლებზეც ასახვას ჰპოვებდა, უპირველეს ყოვლისა, არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ყოფის კრიტიკა. იმისთვის, რომ ჟურნალის მკითხველისთვის თავიდანვე ცნობილი არ გამხდარიყო მის ავტორთა რიცხობრივი სიმცირე და სისუტეები, თვითნაბეჭდი ჟურნალი გამოცხადდა არარსებული პარტიის ორგანოდ, ხოლო “პარტიას” მოეძებნა პომპეზური და პრეტენზიული დასახელება “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”. ამ, ასე ვთქვათ, “პარტიისა” და მის ორგანოს თვითნაბეჭდ ჟურნალ “სამრეკლოს” დასათაურება” ჩემი “დამსახურებაა”. ჩვენი უსუსურობის კიდევ უფრო შესანიღბავად ჩემი წინადადებით ჟურნალის პირველსავე ნომერს დაერთო “რესპუბლიკური პარტიის წესდება”, რომელიც მომზადდა ჩემი რედაქციით. “წესდება” ისე იყო შედგენილი, რომ მას შეექმნა ყალბი წარმოდგენა “რესპუბლიკური პარტიის” ნამდვილი მასშტაბების შესახებ, რომ ეს “ოპოზიციური” “პარტია” დახატულიყო, როგორც მძლავრი ორგანო, რომელსაც ძალა შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს არსებულ პოლიტიკურ წყობას და საბოლოო მიზნით, დაამარცხოს იგი. სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ “მანიფესტის” ავტორთათვის მაშინაც ცნობილი იყო, რომ მსგავსი პრეტენზიული გეგმის განხორციელება არარეალური თამაშია და მეტი არაფერი, მაგრამ მაშინ, თითქმის 6 წლის წინათ, ამ სტრიქონების ავტორს მიზნად ჰქონდა დასახული, თვალში ნაცარი შეეყარა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი მისი არამდგრადი თვითნაბეჭდი ჟურნალის მესვეურებს, გარდა ზემოთქმულისა, ამოძრავებდათ სხვა საწყისიც, რომელიც, შესაძლოა, ყველაზე უფრო მთავარი იყო მათ შემოქმედებაში – კერძოდ, ჩემი ფსევდონიმი “სამრეკლოში” გახლდათ “დიმიტრი დადიანი”. ფსევდონიმებით, ცრუპატრიოტული “შთაგონებითა” და უკიდეგანო პოლიტიკური უპასუხისმგებლობით შეიარაღებული “გმირები” შეუდგნენ “საგმირო საქმეთა” ქმნას: შეგროვდა თანხა და შეძენილი იქნა ორი საბეჭდი მანქანა – ერთი სამამულო ტიპის (“უკრაინა-2″) და ერთიც უცხოური (“ოპტიმა” ან “ერიკა” – პორტატული) და გადაყვანილ იქნა ორივე ქართულ შრიფტზე (გადაკეთება მოხდა თბილისში კოლმეურნეობის მოედანთან არსებულ საბეჭდი მანქანების სახელოსნოში. ამგვარი ქმედების საბოლოო და ნამდვილი მიზანი სახელოსნოს თანამშრომლებისათვის უცნობი იყო). მანქანების შეძენით და მათი ქართულ შრიფტზე გადაყვანით დასრულდა დანაშაულის პირველი ეტაპი და დაიწყო მეორე – რომელიც გულისხმობდა ჟურნალის შინაარსის შესაბამისი სტატიების დაწერას, მომზადებას გამოცემისათვის, რედაქტირებასა და გადაბეჭდვას. გადაწყდა, რომ სტატიები მოგვემზადებინა მე, ვ. ძაბირაძესა და ვ. ვ.შონიას. პირადად ჩემი სტატია ეხებოდა მუხრან მაჭავარიანის პოეზიას, რადგან ამ პოეტს იმხანად შეუსრულდა 50 წელი. ჩემს სტატიაში მე შევეცადე გამომეკვეთა ორი პოზიცია. “ჩვენი” (ე.ი. “ჭეშმარიტი” მამულიშვილებისა, “პატრიოტებისა”), და “მათი” (ე.ი. ოფიციალური ხელისუფლებისა); პოეტი გამოცხადდა ჩვენი პოზიციის კაცად. სამივე სტატიასა და “წესდებას” რედაქცია გავუკეთე მე და მევე გადავბეჭდე ჟურნალ “სამრეკლოს” პირველი ნომერი 1978 წლის ივნის-ივლისში ბინაში, რომელიც დაქირავებული გვქონდა მე და ჩემს უმცროს ძმას თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე. ჟურნალი დაიბეჭდა, აიკინძა და “მოხატულ” იქნა ჩემ მიერ. კიდევ ერთი მაგალითი საკუთარ თავში ზედმეტი დარწმუნებულობისა, მე ხომ არაფერი გამეგება მხატვრობისა და მით უმეტეს, მხატვრული გაფორმებისა. ამით დამთავრდა დანაშაულის მეორე ეტაპი და დაიწყო მესამე, ყველაზე უფრო სარისკო (ასე გვეგონა მაშინ) და სახიფათო – დამზადებული ნომრების გავრცელება. ჩემი წინადადებით, ეს “საქმე” დაევალა ჩემს უმცროს ძმას, დავით ვალერიანეს ძე ბერძენიშვილს, რომლისთვისაც მე, სამწუხაროდ, ავტორიტეტს წარმოვადგენდი და რომელიც ჯერ კიდევ ბავშვი (18 წლისაც არ იყო მაშინ) ბრმად მენდობოდა მე, როგორც უფროს ძმას. ამავე დროს, ჩვენი ცდა, გაგვეზარდა ორგანიზაციის რიცხობრივი შემადგენლობა, წამდაუწუმ და ყოველ ნაბიჯზე კრახით მთავრდებოდა. რაიმე არალეგალური ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ოპოზიციის შექმნის შესახებ ჩემი ცალკეული საუბრები ჩემს უახლოეს მეგობრებთან და ამხანაგებთან წარუმატებლად (მადლობა ღმერთს) მთავრდებოდა. მსგავსმა საუბრებმა თანაგრძნობა ვერ ჰპოვა ვერც იმ ადამიანში, რომელიც მიყვარდა და რომელიც რამდენიმე ხნის შემდეგ ცოლად მოვიყვანე (ვგულისხმობ ჩემს მეუღლეს – ინგა ლეოს ასულ შირავას, რომელიც ცოლად მოვიყვანე 1979 წელს). 1979 წლის ზაფხულში, ჩვენი ერთი წლის უნაყოფო “მოღვაწეობის” შემდეგ მე დიდი სიხარულით მივიღე აფხაზეთის უნივერსიტეტის მოწვევა და სამუშაოდ გადავედი სოხუმში, ახალგახსნილ უნივერსიტეტში კლასიკური ენების მასწავლებლად. აქ ვასწავლიდი ერთდროულად 600 სტუდენტს – ვასწავლიდი ლათინურ და ძველბერძნულ ენებს, ანტიკური ლიტერატურის ისტორიას, ვასწავლიდი ქართველებს და აფხაზებს, რუსებს, სომხებს, ბერძნებს. სწორედ აქ, სოხუმში ჩვენი (ჩემი და მეუღლის) ცხოვრების პირველსავე დღეებში მოვიდა გამოფხიზლება და არ ვმალავ, რომ აფხაზეთში წასვლა იყო ფაქტიური გაქცევა არალეგალური საქმიანობისგან ნამდვილი და საჭირო საქმიანობისკენ, რომ აფხაზეთის მიწაზე სწორედ მე, ქართველს მესწავლებინა კლასიკური ენები და ანტიკური ლიტერატურის ისტორია. ამ ჩემს “გამოფხიზლებას”, მობრუნებას ნამდვილი ცხოვრებისა და მუშაობისაკენ დაერთო ისიც, რომ მე ფაქტობრივად გავწყვიტე კავშირი “სამრეკლოსთან” და “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” საქმეებთან – “სამრეკლოს” მეორე ნომერი გამოვიდა ჩემი მონაწილეობის გარეშე. მალე უშიშროების კომიტეტისათვის ცნობილი გახდა “სამრეკლოს” არსებობა. ეს ამბავი შემატყობინა ჩემმა უმცროსმა ძმამ სოხუმში. იმ დღიდან ველოდებოდი დაპატიმრებას და სასჯელის დადებას. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მაშინვე ვაჟკაცურად მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული, ჩემი როლი ამ “იატაკქვეშა” სამარცხვინო საქმიანობაში, მაგრამ ეს ვერ შევძელი და მივენდე ბედის დინებას დარწმუნებული იმაში, რომ ოდესმე მაინც დამაკავებდნენ და მაზღვევინებდნენ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის. ვერ შევძელი სიმართლისთვის თვალებში ჩამეხედა და მეღიარებინა ჩადენილი დანაშაული. ჩემი “დაშინებული” და კურდღლადქცეული პიროვნება შვებას პოულობდა მხოლოდ მუშაობაში, ცდილობდა ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოეხდინა ქვეყნისთვის მოტანილი სიკეთით – ალბათ, ამიტომ იყო ეს შიშით და ძრწოლით სავსე წლები ჩემთვის ასე ნაყოფიერი შემოქმედებითი თვალსაზრისით – ძველი ბერძნული ენიდან ვთარგმნე კომედიოგრაფ არისტოფანეს 11-ვე ჩვენამდე მოღწეული კომედია, ევრიპიდეს ტრაგედია “ელექტრა” (სადაც, სხვათა შორის, ლაპარაკია დანაშაულის უაზრობასა და დამნაშავის პიროვნების სრულ დისკრედიტაციაზე), “ბაყაყებისა და თაგვების ომი” (“ოპოზიციური” “მოღვაწეობის” პაროდია გახლავთ), კალინესა და ტირტეოსის ელეგიები (რომლებიც სამშობლოს სიყვარულისა და პატიოსნებისკენ მოგვიწოდებს); დავასრულე მუშაობა სადისერტაციო ნაშრომზე, გამოვაქვეყნე შესანიშნავი ფრანგი პოეტის, კომუნისტ პოლ ელუარის თარგმანები. ჩემთვის სრულიად ნათელია ჩემი დანაშაულის მთელი სიღრმე; განსაკუთრებით მძიმეა, როგორც მე ვფიქრობ ახლა, ჩემი დანაშაული იმის გამოც, რომ მე არაფერი თითქოსდა ამ დანაშაულისკენ არ მიბიძგებდა. ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში ჩვენი ქვეყნისგან დახმარებისა და თანადგომის მეტი არაფერი მიმიღია. არავის შეუშლია ხელი ჩემთვის წარმატებით მესწავლა სკოლაში და ოქროს მედლით დამემთავრებინა იგი; არავის “დავუჩაგრივარ” არც მისაღებ გამოცდებზე - როგორც პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1970 წელს), ისევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1972 წელს). მისაღები გამოცდები “ფრიადებზე” ჩავაბარე და უკონკურსოდ ჩავირიცხე უმაღლეს სასწავლებელში; მხოლოდ წახალისება და უფროსი მასწავლებლებისა თუ კოლეგების კეთილგანწყობა მდევდა თან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში და მათთა და ჩემდა სასიხარულოდ იგი წარჩინებით დავამთავრე 1977 წელს. ჩემივე სათაყვანო უნივერსიტეტმა შემიფარა და მის კედლებში მომცა სამუშაო, სადაც განუხრელად წინ მივიწევდი ხელმძღვანელთა მზრუნველობითა და ყურადღებით გარემოცული. ასევე არ დაუმახინჯებია ჩემი პიროვნება ჩემს ოჯახს, ჩემს დედასა და მამას, უფროს ძმას, რომელიც ყოველთვის საბჭოთა ქვეყნის სიყვარულს, საბჭოთა პატრიოტიზმსა და კაცურ კაცობას გვასწავლიდა მე და ჩემს უმცროს ძმას. მაშ, სად არის ჩემი დანაშაულის მიზეზი? უპირველეს ყოვლისა, სწორედ ჩემში, ჩემს გაზვიადებულ წარმოდგენაში საკუთარ თავზე, ჩემს ამბიციებსა და კომპლექსებში. მე ამითაც არ დავკმაყოფილდი და მძიმე დანაშაულში ჩავითრიე საკუთარი ძმა, ბავშვი, რომელსაც ოდესღაც ეგონა, რომ “წამებული გმირის” ორეოლით შემოსავდა ყოველნაირად ორდინალურ პიროვნებას. ვაღიარებ რა ჩემს მძიმე დანაშაულს, გთხოვთ, მე დამსაჯოთ, მაგრამ მოწყალების კალთა გადააფაროთ იმ ადამიანს, რომელიც ჩემი სიბრიყვის გამო ზის საბრალდებულო სკამზე, გთხოვთ მაქსიმალური ლმობიერებით მოეპყრათ ჩემს უმცროს ძმას, რათა ამით მეც შემიმსუბუქოთ სული. 1980 წლიდან მე კვლავ თბილისს დავუბრუნდი და ეს სამი წელიწადი მე და ჩემმა ძმამ ერთად გავატარეთ. ჩვენ თვითონ გვიკვირდა ჩვენში მომხდარი ცვლილებები - ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს საზოგადოებას, ჩვენ გვახარებს ჩვენი დიდი ქვეყნის წარმატებები და განსაკუთრებით ყველაფერი კარგი, რაც ჩვენს რესპუბლიკაში კეთდება ბოლო წლებში. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი სამძებრო განყოფილების გამგეს, პოლკოვნიკ ა. მირიანაშვილს და გამომძიებელს, კაპიტან გ. ცინცაძეს, რომლებმაც მამაშვილური და მეგობრული, ჰუმანური დამოკიდებულებით საშუალება მომცეს, ამეხსნა ჩემი სულისთვის ეს მძიმე ტვირთი და მეღიარებინა ჩემი დანაშაული. ველოდები დამსახურებულ სასჯელს და იმედი მაქვს, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ რაიმეთი მაინც გამოვადგები ჩემს ერს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს საბჭოთა ხალხს და მის იდეალებს. როგორც იქნა, ჩემი სინდისი სუფთაა. ღრმად ვნანობ, რომ ამდენი წლის მანძილზე დავაგვიანე ჩემი დანაშაულის აღიარება და სიცოცხლე გავუმწარე ჩემს ოჯახს. მშობლებს და ახლობლებს, რომელთა წინაშე ამჟამად უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ამდენი ხნის ჩაფიქრებამ და ჩემი საქციელის აწონ-დაწონვამ მიმიყვანა ერთადერთ დასკვნამდე: ჩემს დანაშაულში აღარ ვეძებ გარეგან მიზეზებს, უცხოეთის რადიოსადგურებისა და არალეგალური ლიტერატურის დამღუპველ გავლენას, დანაშაულის ჭეშმარიტი მიზეზი არის სწორედ ჩემს პიროვნებაში, ჩემს ოდინდელ ეგოიზმსა და საკუთარ თავზე გაზვიადებულ წარმოდგენებში. თუ ადამიანი სულიერად მდგრადია, თუ მისი პიროვნება დაზღვეულია ზემოაღნიშნული მანკიერებისგან, ვერანაირი უნიჭო რადიოგადაცემა ოკეანის გაღმიდან, ვერანაირად უნიჭოდ შეთითხნილი ანტისაზოგადოებრივი “დოკუმენტური”, თუ “მხატვრული”, ასე ვთქვათ, “ლიტერატურა” ვერ მოახდენს მასზე დამღუპველ გავლენას - მე ამაში ღრმად დარწმუნებული ვარ, მაგრამ ეს კიდევ უფრო ამძიმებს ჩემს დანაშაულს, მაგრამ ამავე დროს მეტ იმედს აღმიძრავს, რადგან გარდაქმნა ჩემს პიროვნებაში უკვე მოხდა, მე უარი ვთქვი საკუთარ გაზვიადებულ წარმოდგენებზე, მე ჩავწვდი ჩემი ეგოიზმის მთელ სიღრმეს და უარი ვთქვი მასზე; სულიერად მე უკვე მზად ვარ, დავუბრუნდე ჩვენს საზოგადოებას, ვიყო მისი წევრი, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ დიდ საქმეში, დავარიგო სხვები და ავაცდინო ისინი დანაშაულის გზას, რომელსაც ოდესღაც თავად დავადექი. ლევან ბერძენიშვილი 6.01.84″ ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში დაწერილი აღსარება[ლევან ბერძენიშვილის მიერ სუკის იზოლატორში დაწერილი აღსარება] პრესა.გე15:42 14.02.2011[ეკა ნიაური] ალბათ, ყველას გახსოვთ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ლევან ბერძენიშვილის გაოცებული სახე, როცა 7 ნოემბრის შემდეგ რუს მაღალჩინოსნებთან საუბრები გამოუქვეყნეს – ძალიან გაოცებული რომ კითხულობდა, სამშობლოს ღალატში ჩემი დადანაშაულება როგორ შეიძლება, მე ხომ სამშობლოს სიყვარულისთვის ციხეში ვიჯექიო. სანამ ლუსტრაციის კანონის მიღებას საშველი დაადგება და საბოლოოდ გაირკვევა, ვინ ვინ იყო, „პრესა.ჯი“ პერიოდულად შემოგთავაზებთ იმ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების მამხილებელ დოკუმენტებს, რომლებსაც, ლამის, ერის მამობის პრეტენზია აქვთ და ისე გვესაუბრებიან პატრიოტიზმზე, თითქოს მკერდქვეშ სამშობლოს სიყვარულით ანთებული გული უძგერდეთ და სამშობლოს საკეთილდღეო საქმეების გარდა არაფერი ეკეთებინოთ. დღეს ერთ-ერთ მათგანს, ლევან ბერძენიშვილს წარმოგიდგენთ და 1984 წელს საქართველოს სსრ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტში მის მიერ მიცემულ ჩვენებას ვაქვეყნებთ. ჩვენებაში იგი არამარტო თავის თავს აშარჟებს და დაკავებამდელ პატრიოტიზმს დასცინის, არამედ გამოძიებისთვის მაშინ უცნობ, თავისივე ძმის მიერ ჩადენილ დანაშაულზეც დაწვრილებით ცნობებს აწვდის სუკ-ს. ასეთი ჩვენებები ზერელედ, მხოლოდ ციხიდან თავის დახსნის მიზნით არ იწერება, თუნდაც ეს ციხე საბჭოთა ციხე იყოს. „პრესა.ჯი“ ამ წერილს სრულად აქვეყნებს და მკითხველისთვის მიგვინდია იმის განსაზღვრა, როდის იყო ლევან ბერძენიშვილი გულწრფელი: მაშინ, როცა არალეგალურ ჟურნალს აფორმებდა და მისთვის პატრიოტულ სტატიებს „დიმიტრი დადიანის“ ფსევდონიმით წერდა, თუ მაშინ, როცა ციხეში ამ წერილ-შედევრს ქმნიდა. ვინც ამ ჩვენების რეალურად არსებობას ეჭვქვეშ დააყენებს, მხოლოდ ერთ დეტალს შევახსენებთ: წერილის დაწერის თარიღის შემდეგ ცოტა ხანში ლევან ბერძენიშვილი არათუ გაათავისუფლეს, თსუ-ში საათებიც გამოუყვეს, და ეს მაშინ, როცა დაახლოებით იმავე პერიოდში მერაბ კოსტავას უბრალო მასწავლებლის ადგილი არ აღირსეს. Edited February 14, 2011 by shavlego91 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 14, 2011 shavlego91მერე? ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts